კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვისი მამიკო გახდა დუტა სხირტლაძე და ვინ შეიწირა მისი ნერვული სისტემა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„X ფაქტორის“ ლაივები იწყება და მისი წამყვანი სხვებან ერთად დუტა სხირტლაძეც იქნება, რომელსაც უშუალო პარტნიორობას გიგო შიუკაშვილი გაუწევს. უკვე იცით, რომ ამ პროექტის გარდა, დუტას უკვე დიდი ხანია, „იმედზე“ გადაცემა „ცოდნა ფულია“ მიჰყავს. ამ ყველაფრის პარალელურად, მის ცხოვრებაში საინტერესო გამოწვევების დროა – დუტამ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, თუ რა სფეროში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
დუტა სხირტლაძე: დღეიდან „X ფაქტორის“ ლაივები იწყება და პროექტში მეც ვერთვები. გიგო თავის ჩვეულ საქმიანობას აგრძელებს და ახლა უკვე მე დავემატები. პრინციპში, ეს პროექტი უკვე კარგად ვიცი და აუცილებლად გავამხნევებ მონაწილეებს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ფუნქცია სწორედ ესაა.
– არ იცოდით, წამყვანი რომ უნდა ყოფილიყავით?
– არა, უცებ დამირეკეს. ზოგ პროექტში კარგია დუტას ყოფნა, ზოგან – არა. მართლა და მართლა ყველგან მე ხომ არ ვიქნები (იცინის). მშვენიერი პროექტი მაქვს – „ცოდნა ფულია“, რომელზეც ვგიჟდები. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ სახალხო პროექტშიც მივიღო მონაწილეობა, რომელსაც „X ფაქტორი“ ჰქვია და იმ ადამიანებს დავუდგე გვერდით, რომლებიც თვალსა და ხელს შუა მაყურებლის თვალწინ იზრდებიან.
– საერთოდ, რამდენი წელია წამყვანის ამპლუა მოირგეთ?
– თვრამეტი – ეთერში  2000 წლის ორი სექტემბრიდან ვარ. პირველი გადაცემა „ვის უნდა ოცი ათასი“ იყო, მაგრამ ასეთი ტიპის პროექტებს შორის – „ჯეოსტარი“, რომელიც პირველი-ორი წელი „მზეზე“ გადიოდა.
– გასაგებია, რომ ტექსტს სწავლობთ, მაგრამ ისე, სულ მგონია, რომ სცენაზე ყოველგვარი რეპეტიციების გარეშე გადიხართ.
– ვინ გითხრა, რომ უნდა ვისწავლოთ, ტექსტი უნდა წავიკითხოთ (იცინის). აკა მორჩილაძეს აქვს ძალიან კარგი წინასიტყვა თავის ერთ-ერთ წიგნში „ქართულის რვეულები“: „ამ წიგნში ის არის მოცემული, რაც გულს დარჩაო“ და აი, რომ წაივიკითხავ ტექსტს, ერთი წაკითხვითაც კარგად ვიმახსოვრებ და მერე რაც გულს დარჩება, იმას ვამბობ (იცინის).
– წლების მიუხედავად, სცენაზე გასვლას ნერვიულობის მომენტი მაინც ახლავს?
– რა თქმა უნდა, როცა სცენაზე გადიხარ, ნერვიულობ, მაყურებელი როგორ მიიღებს  შენს  ნაშრომს. შენ შეიძლება, დარწმუნებული ხარ, რომ ის ძალიან კარგია, მაგრამ აქ მთავარია, მაყურებელი რას იფიქრებს. ჩვენი პროფესია, ხომ, პირდაპირ მაყურებლის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. თუ ეს ვერ მოვიპოვეთ, მაშინ ტყუილად დავხარჯულვართ.
– გქონიათ ეგეთი მომენტი?
– რამდენჯერაც გინდათ. როცა ამას ხედავ, მერე მიმართავ იმპროვიზაციას და ეძებ სწორ ობიექტს, რომელთანაც დაიჭერ კომუნიკაციას და მერე მთელ საზოგადოებაზე განაზოგადებ ყურადღებას. ამ გზით შეიძლება, სიტუაცია შენ საკეთილდღეოდ შემოაბრუნო. ყველა ლაივი რთულია და ყოველთვის ხდება უხერხული მომენტები, არეულ-დარეულობები, მაგრამ ჩემი ფუნქციაც ეგაა, რომ ისე გამოვიყვანო მდგომარეობიდან სიტუაცია, მაყურებელმა ვერაფერი გაიგოს. ანუ, წამყვანები რაღაც სიტუაციებში გადამრჩენლები ვართ (იცინის).
– ცოტა ხნის წინ მასწავლებლობა დაიწყეთ, როგორი ხართ ამ ამპლუაში?
– სიტყვა მასწავლებლობა ამოვიღოთ, მე არ ვარ მასწავლებელი. არ ვიცი, როგორ უნდა ვასწავლო. მე ჩემი ბავშვების უფროსი მეგობარი ვარ. შინაურულად გადავწყვიტეთ, რომ დუტა ძია ვარ, ზოგიერთი მამიკოსაც მეძახის. ხანდახან წამოსცდებათ ხოლმე სკოლაში ნაჩვევი „დუტა მას“, მაგრამ ყოველთვის ვუსწორებ. პედაგოგობას პედაგოგიური განათლება სჭირდება, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყო, ბავშვებთან რომ სწორად იურთიერთო. თან, ამათ რთული ასაკი აქვთ – თინეიჯერები არიან. მაგრამ მე ასეთი არ ვარ (იცინის). რეპეტიციების დროს ვინმემ რომ კარს ყური მოადოს დავჯარიმედები უამრავი ფულებით, იმიტომ რომ, რაც ახლა აიკრძალა, რეპეტიციაზე ყველაფერს ჩავდივარ (იცინის). ოღონდ ბავშვებს კი არ მივმართავ ასე, უბრალოდ, სხვანაირად არ ვიცი ახსნა – თელავურად რა (იცინის).
– მასწავლებლები აღნიშნავენ ხოლმე, თინეიჯერ ბავშვებთან ურთიერთობა მარტივი არ არისო, თქვენ როგორ გაქვთ ნერვული სისტემის ამბავი?
– ნერვული სისტემა ამათ ხელში გამიფუჭდა (იცინის). აქამდე პატარა რაღაცების კეთება მიყვარდა სახლში. რომ მივდიოდი, მიკროქანდაკებებს ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ ახლა, ამათ გადამკიდეს, მაგის ნერვი აღარ მყოფნის, დამინგრიეს ნერვული სისტემა (იცინის). ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს და რამის კეთება კი არა, სახლში რომ მივდივარ ჭამის თავიც აღარ მაქვს. ამიტომ „კალბასზე“ და პურზე გადავედი, აქ მომაქვს და ბავშვებთან ერთად ვჭამ. არა, ვხუმრობ, კი ვჩხუბობ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი შედეგი გვქონდეს, სინამდვილეში, ძალიან მაგარი ბავშვები არიან. მათ შორის, რაც კი ოდესმე მიკეთებია, ეს პროცესი ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. ამდენი წლის განმავლობაში მილიარდ რამეს შევჭიდებივარ და დღემდე ვაგრძელებ ჩემს გამოცდას. მომწონს, როცა საკუთარ თავში ახალ-ახალ შესაძლებლობებს აღმოვაჩენ ხოლმე. რაღაც რომ გამომივა, მერე ვანებებ თავს და უკვე ახალს ვიწყებ, მშვენივრად გამომდის „მალიარობა“ და სამნაირი შედუღება ვიცი. აი, „პატალოჩნი სვარკა“ არ გამომდის, თორემ ვერტიკალური გინდა, „ტოჩეჩნი“ გინდა – ყველაფერი ვიცი (იცინის). ახლა მცხეთაში რესტორანს რომ ვაკეთებ, იქ ყველაფერს საკუთარი ხელით ვამუშავებ და ეს პროცესი ძალიან მომწონს.
– როგორი იქნება თქვენი რესტორანი?
– ეს იქნება ძალიან კარგი ეზო რესტორნით. სადაც შეგეძლებათ მოსვლა, დასვენება და  გემრიელად ჭამა  სიმშვიდესა და ლამაზ გარემოში, კარგი მუსიკის ფონზე. საუკეთესო ღვინო გვექნება „სულიკოს“ მარნიდან, რომელსაც ასევე, მე ვწურავ, ჩემი ღვინოა. ახლა თონეს ვაკეთებ და პურის გამოცხობას ვსწავლობ. კერძები უკვე „დავამუღამე“. მინდა, რამდენიმე კერძი მე თვითონ შევთავაზო სტუმრებს. სახლურად ვაწყობ იქაურობას. ვფიქრობ, ერთი ოთახი ჩემთვისაც ხომ არ გავიკეთო, რომ დავრჩე ხოლმე. საკუთარი ხელით რომ აკეთებ ყველაფერს, მერე სხვანაირად გიყვარს. ღობეც კი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და რომ არა, ბატონი ნუგზარი არაფერი გამოვიდოდა, საოცარი ხელის მქონე ადამიანია და მოკლედ, ყველა თანამშრომელთან ერთად ძალიან ლამაზ და მყუდრო გარემოს ვაწყობთ.
– კერძების მომზადებაში როგორი ხელი აღმოგაჩნდათ?
– ჰმ, ხორცეულს ვაკეთეეებ, საოცრებებს. აი, ხინკალი პაპაჩემის რეცეპტით უნდა გავაკეთო. სანამ რესტორანზე დავიწყებდი მუშაობას, გადავწყვიტე, სახლში მევარჯიშა და ვიყიდე სპეციალური ტაფები, ქვაბები, დანების კომპლექტი და ასე შემდეგ. დავიწყე კერძების შესწავლა და გავხდი 96 კილოგრამი.
– სამზარეულოში აქამდე გიცდიათ ბედი?
– ყოველთვის ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს. სტუდქალაქში ვცხოვრობდი და მე და ჩემი მეგობრები მორიგეობით ვამზადებდით საჭმელს. მე ხომ ჩამოსული ვარ და ასე გაგვქონდა თავი. მოკლედ, ასეთი ამბავია – ამ დროისთვის მინდოდა, ასეთი ეზო თბილისთან ახლოს მქონოდა და მერე, ალბათ, თელავისკენაც გავაკეთებ.
– სერიოზული ბიზნესმენი გამხდარხართ. როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს, თან, ახლა პროექტიც დაგემატათ.
– არ არის ბიზნესი ეს, კაცო, ჩემთვის ვაკეთებ სახლურ ამბავს. დროს რაც შეეხება, დილით ადრე ვიღვიძებ. რვაზე უკვე ფეხზე ვარ და სხვები რომ თორმეტზე გამოდიან სახლიდან, მე მაგ დროს ნახევარი დღის საქმეები მოლეული მაქვს.
– კიდევ ერთი ახალი ამპლუა შეითავსეთ – დირიჟორობა, როგორ მოხდა ეს?
– ეგ ექსპრომტი იყო. ექთნების საერთაშორისო დღეს „ევექსმა“ ფილარმონიაში შეკრიბა თავისი კლინიკის ექთნები, შარშან სუხიშვილების კონცერტი აჩუქა, წელს ნიკოლოზ რაჭველის კინომუსიკა ორკესტრთან ერთად. ბოლო კომპოზიცია, რომ უნდა შეესრულებინათ, სცენაზე ვიყავი და ნიკამ დამიძახა, მიდი, შენ უდირიჟორეო. მე ხომ ეგეთ დროს შუბლზე ძარღვი არ მაქვს, ჰოდა, გამოვართვი ჯოხი და ვიდირიჟორე. დათვლა კი ვიცი, ბავშვობაში ხუთი წელი დავდიოდი ვიოლინოზე და გამომადგა. აღმოვაჩინე, რომ სადირიჟოროდ ვარ დაბადებული, მაგრამ ჩოლოყაშვილმა გადამიჯოკრა და მერე ხომ არ მივბაძავდი. ის მსახიობი და დირიჟორი გამოვიდა, მე მსახიობი და წამყვანი (იცინის).
скачать dle 11.3