კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ შეურჩია კრიშტიანუ რონალდუმ დედას წითელი ხალიჩისთვის ფატუნა ბუშიჰედის კოლექციიდან 7 კაბა და როგორ აალაპარაკა ქართველმა დიზაინერმა პარიზული მოდის სამყარო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ფატუნა ბუშიჰედი დღეს ერთ-ერთი ძალიან წარმატებული დიზაინერია, რომელმაც წლების წინ მაღალი მოდის სფეროში საკუთარი ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრა. მის ჩვენებებს მუდმივად აშუქებს მსოფლიო პრესა, მოდის ცნობილი გამოცემები. მისი კაბებით ვარსკლავები წითელ ხალიჩაზე იწონებენ თავს, მას ჯერ კიდევ სამი წლის წინ „დიორს“ ადარებდნენ, რომელმაც მაღალი მოდის სფეროში ახალი სიცოცხლე შეიტანა. ის ყველგან საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა.
ფატუნა ბუშიჰედი: რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ჩემს წინსვლას, ეს არის უზარმაზარი შრომის შედეგი. ბევრს ვშრომობ და მარტივად ველოდები წარმატებას. ვცდილობ, ყველაფერში დავინახო ინსპირაცია, სიკეთე, ემოცია, შემდეგ მათ ნაზავს ვურევ ჩემს შემოქმედებას. ჩემთვის ყველაფერი შეიძლება, ინსპირაცია გახდეს: მხატვარი, ხიდი, წყალი, ქვა, არქიტექტურული ფრაგმენტი, პატარა ბავშვი, ხე, არ ვიცი, ყველა მხრიდან ვიღებ ინსპირაციას.
– რას აკეთებთ, როდესაც ინსპირაცია მოდის?
– შინაგანად ძალიან ბევრი ვარ. ჩემს სამყაროში ვმოგზაურობთ. ის, რომ ბევრი ვარ, რაღაც მომენტში მიშლის ხელს. ერთი ფატუნა სხვა რამეს მეუბნება, მეორე – სხვას, მესამე – კიდევ სხვა რამეს, ეს ხანდახან მაგიჟებს. ერთ-ერთი „ბრძენი“ ფატუნა აგვარებს ხოლმე დანარჩენ სამთან.
– როგორი ფატუნა ხართ მეუღლესთან, შვილებთან?
– ძალიან მზრუნველი. სულ ვცდილობ მათთვის ვიყო საინტერესო, კეთილი. შვილებთანაც ლმობიერი უნდა იყო, არ უნდა ეჩხუბო. ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია რომც იყოს, უნდა დაარეგულირო. შენივე მიკროკლიმატი უნდა შექმნა და შენვე უნდა გაუფრთხილდე. ჩვენ ყველაფერს ერთად ვწყვეტთ. უფროსი შვილი 21 წლის არის, ის ცოტა თითს მიქნევს ხოლმე. ჩვენ შორის მხოლოდ 16 წელია განსხვავება და რომ მინდა: ვიდედო, არ გამომდის. დანარჩენ ორთან მეგობრული, თბილი ურთიერთობა მაქვს. ქელის გარდატეხის ასაკი ეწყება და მინდა სწორი მიმართულება მივცე. რადგან ის პერიოდი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ურთულესი იყო... მახსოვს ჩემმა მეუღლემ რომანტიკული ვახშამი მომიწყო, სანთლები აანთო. ოღონდ სანთელი არა-მეთქი. სანთელი და სიბნელე რომ დავინახე, ცოტა სპაზმი დამემართა, ძველი დრო გამახსენდა...
– წლების მერე რომანტიზმი კიდევ რჩება?
– 16 წელია ერთად ვართ. არის ოჯახურ ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპი: რთული პერიოდი, მსუბუქი პერიოდი, ლავირება ხდება ურთიერთობაში. ყოველთვის ცდილობ, კვებო ურთიერთობა. მე და ჩემი მეუღლე ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირად ვყალიბდებოდით. როგორებიც ვიყავით 15 ან, თუნდაც,  5 წლის წინ ურთიერთობაში, ახლა აღარ ვართ. გარდა იმისა, რომ ნათესავები ვართ, მეგობრებიც ვართ, ძალიან მიყვარს მისი ურთიერთობა ჩემ მიმართ და ჩემი ურთიერთობა მის მიმართ. რა არის სიყვარული? – ზრუნვა. თუ შენზე აღარ ვზრუნავ, ესე იგი, შენი აღარაფერი მაინტერესებს და აქ ისმება წერტილი. მასაც ძალიან არტისტული ხასიათი აქვს, სხვანაირად ვერ გამიძლებდა.
– რთულია თქვენი გაძლება?
– დილის 5 საათზე რომ მუზა მოგივა, მეუღლე გვერდით გიწევს, რა უნდა უთხრა, სად მივდივარ, მუზა მოვიდაო. ამიტომაც გავაკეთე სახელოსნო საძინებელთან, რომ დააკაკუნოს და ისე შემოვიდეს, რომ არ შემეშინდეს. ახლა უკვე ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. თავიდან ვერ ხვდებოდა: რატომ უნდა მომივიდეს მუზა. ექიმია, სტომატოლოგი, ახალი კბილის გამოგონებას ხომ ვერ დაგეგმავსო. ეს ხუმრობით, მან იცოდა საიდან დავიწყე და როგორ მივედი ამ ყველაფერთან, ის მუდმივად ჩემ გვერდით არის.
– 2015 წელს თქვენი კარიერა პარიზში გაგრძელდა და კიდევ ახალი საფეხური დაიწყო.
– ეს მოხდა პარიზში ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ, როდესაც პაკო რაბანის პიარ-მენეჯერებმა მითხრეს: თუ დაგვთანხმდებით, ჩვენ ვიქნებით თქვენი პიარ-მენეჯერები, პროდიუსერები, ორგანიზატორებიო. ამის გამო 4 კონტრაქტი გავაუქმე – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენებები მქონდა დაგეგმილი. პარიზში ვარ 2015 წლიდან. მაშინ ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემს უკან უზარმაზარი ისტორია იყო, კოლექციები და ამ ყველაფრის უარყოფა ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა. მათ მითხრეს: ჩვენ ამ ყველაფერს არ დაგიკარგავთ, უბრალოდ, ამაზე არ ვისაუბრებთ, უნდოდათ, რომ მათი აღმოჩენა ვყოფილიყავი. მე დავთანხმდი, რადგან ისინი საოცარი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. სწორი არჩევანიც გავაკეთე. ახლაც ბევრი ადგილიდან მაქვს მოწვევები, მაგრამ ძირითადად, მაინც, პარიზში ვარ, მაღალი მოდის კვირეულზე. შენს სახელს მაღალი დონის დიზაინერებს, მეგავარსკვლავებს შორის რომ მოიხსენიებენ, როგორებიც არიან „დიორი“, „შანელი“, „რალფ ენდ რუსო“, „შაპარელი“, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, 3 საათზე აქვს ფატუნას ჩვენება, საღამოს „დიორს“ აქვს ჩვენება ან – „შაპარელს“, შემდეგ ფატუნას და ასე შემდეგ. მსოფლიო მოდის კალენდარში ერთ დღეს, ერთ ადგილას მეგავარსკლავების გვერდით არის ხოლმე ჩემი სახელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ იყიდი, თუ შენით არ დაინტერესდა საფრანგეთის მოდის ფედერაცია, მსოფლიო პრესა, თუ არ ნახეს, რა გაქვს შექმნილი. „ახალი ქარიც“ შემარქვეს, მათ მოსწონთ, რომ ვქმნი არტს. ჩემივე სამოსი საუბრობს ჩემზე, სულს ვაძლევ მათ.
– ძალიან ბევრი წარმატებული ჩვენება გქონდათ. რომელიმეს ხომ არ გამოჰყოფდით?
–  გამოვყოფ ჩვენებას, როდესაც ამერიკაში წლების წინ მსოფლიოს 60 საუკეთესო დიზაინერს შორის ამირჩიეს. ბევრ შტატში მქონდა ჩვენება, ასევე ევროპაში, ბრიტანეთში, მონაკოში, იტალიაში გადაღებები. ამერიკაში როდესაც ამირჩიეს, იმ დროს ჩემი ძმა გარდაიცვალა. მან ყველაფერი იცოდა, ძალიან მგულშემატკივრობდა, ვეამაყებოდი. არჩევნის წინაშე დავდექი: წავსულიყავი თუ არა. დედამ მითხრა: რომ არ წახვიდე, შენს ძმას ძალიან ეწყინებაო. 40 დღე არ იყო გასული, როდესაც ამერიკაში გავაკეთე ჩვენება. მინდოდა, მთელ მსოფლიოს გაეგო, რომ ძმა აღარ მყავდა, განცდა, რომ გამეზიარებინა ყველასთვის: ჩემი ლევანიკო აღარ არის-მეთქი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შენი ემოციები არავის აინტერესებს. ლევანიკოს ფოტოთი დავდიოდი, ჩანთაში მედო და დიდ ძალას ვგრძნობდი. შემდეგ მისი აქსესუარით. ეს იყო ურთულესი პერიოდი: ორი უზარმაზარი ემოცია დაეჯახა ერთმანეთს: ტკივილი და წარმატების სიხარული. ჩვენების შემდეგ, სადაც კი მარტო აღმოვჩნდებოდი, კამერების გარეშე, ჩემს ლევანიკოს ვესაუბრებოდი.
– კანის ფესტივალზე ცნობილი ადამიანები ხშირად იმოსებიან თქვენი კაბებით.
– კი, პირველად ეს იყო 2015 წელს, როდესაც ელეონორა ბოკორამ, ძალიან ცნობილმა მსახიობმა, ტელეწამყვანმა გახსნა ფესტივალი და ჩემი კაბა ეცვა. ეს კაბა წითელი ხალიჩის 10 საუკეთესო კაბას შორის აირჩიეს. წელს კანის ფესტივალის დახურვაზე ცნობილ, სერბ წამყვანს ეცვა ჩემი კაბა, ფოტოებიც გამომიგზავნეს.
– ცოტა ხნის წინ ნინი შერმადინმა სოციალურ ქსელში დადო ფოტო, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუს დედამ თქვენი 7 კაბა აარჩია.
– ეს იყო ძალიან სასაცილო ისტორია. მე და ნინი ბათუმში ვიყავით, ვისხედით, ნინის ჩემი ტელეფონი ჰქონდა. ამასობაში ტელეფონზე მოვიდა ჩემი პროდიუსერის მესიჯი: კრიშტიანუ რონალდუს დედამ 7 კაბამ აიღო, რომ წითელი ხალიჩისთვის შეიმოსოსო. ნინიმ: ერთი წუთითო, გადაუღო მესიჯს ფოტო და გამოაქვეყნა. რა ქენი-მეთქი. იცი, ვინ არის კრიშტიანუ რონალდუო? აზრზე არ ვარ-მეთქი. გარეთ გავიდა, ხალხი იდგა და მათ ეუბნება: კრიშტიანუ რონალდუ ხომ გაგიგიათ, ამ გოგოს არ გაუგია, მაგის დედამ ფატუნას შვიდი კაბა აიღო წითელი ხალიჩისთვისო. თურმე კრიშტიანუს შეურჩევია, 7 კაბა იმიტომ, რომ თვითონ შვიდი ნომერია. როდესაც ჩემზე რამე იბეჭდება, მსოფლიოს შემოივლის, რადგან მსოფლიო პრესა აშუქებს ჩემს ჩვენებებს. ასე ნახეს ჩემი კაბები. მე ადამიანები მიყვარს. მოგწონს ჩემი კაბები? უკვე ბედნიერი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იცვამს მას.
скачать dle 11.3