კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№23 როგორ ახერხებს ბაბი ბაბილუა, მიუხედავად მძიმე დაავადებისა, სცენაზე აქტიურ დგომას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ჯგუფ „ნიუტონის“  31 წლის სოლისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ყოველ ორშაბათს „მხოლოდ ქართულის“ გენერალურ რეპეტიციას გადის, შემდეგ, სცენაზე, კლავიშებიან ინსტრუმენტთან ჯდება და კონკურსანტებთან ერთად მღერის. კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველ საღამოს აქვს გამოსვლები ჯგუფის წევრებთან ერთად, აქტიურად მუშაობს კლიპებზე და მუსიკის ჩაწერებზე. მოკლედ, ერთი შეხედვით, იმდენად აქტიური გოგოა, ძნელია წარმოიდგინო, რომ მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, მძიმე სენს ებრძვის, იკეთებს ქიმიოთერაპიებს და ცდილობს, ფიზიკური სისუსტე, არავის აჩვენოს.
თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი: მეოცნებე ადამიანი არ ვარ, არც განსაკუთრებული, „პრინცესული“ ოცნებები მქონდა, თუმცა, ბავშვობიდან ვოცნებობდი, ისე არ წავსულიყავი ამქვეყნიდან, მაიკლ ჯეკსონის სახლი და „ნევერლენდი“ არ მენახა (იცინის). ვინც მიცნობს, იცის, რომ ამ მომღერლის ფანი ვარ და ეს ოცნება ჯერჯერობით ვერ ავიხდინე, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ავიხდენ. ჩემი ჯეკსონისადმი ფანატიზმი მეოთხე კლასიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი ყველაფერი ვიცი – რა თქვა კულისებში, რომელი საჭმელი უყვარდა, რომელ კონცეტზე რა ეცვა... ფაქტობრივად, მისი მემატიანე ვარ (იცინის).
– მართლა გაუმართე მაიკლ ჯეკსონს ფოთში პანაშვიდი?
– კი, (იცინის). ჯეკსონი რომ გარდაიცვალა, კლასელები, ფოთში პანაშვიდზე მოდიოდნენ და მისამძიმრებდნენ. „ტრაურში“ ვიყავი. ზოგადად, რომანტიკული ადამიანი ვარ, მაგრამ რეალისტურად რომანტიკული არა, უფრო – მისტიკურად. ვგიჟდები წვიმაზე, რომანტიკაზე, ყველაფერზე, რაც მისტიკურია. არც სიზმრების მჯერა, მაგრამ იმდენად ფანტაზიორი ვარ, შემიძლია, ვიჯდე თბილისში და ხუთ წუთში აღმოვჩნდე პარიზში ან ამერიკაში. დროსა და სივრცეში გარდასახვა შემიძლია და ამით ბედნიერი ვარ. თან, ამავდროულად, იმდენად ძლიერი ადამიანი ვარ, ფაქტობრივად, სამი წელია, ორი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობ. ერთი არის ძლიერი, შემოქმედი ბაბი, მეორე კი – მებრძოლი, რომელსაც არ ვაძლევ საშუალებას დაეცეს. სიძლიერე და სისუსტე იბრძვის ჩემში.
– ბევრი ადამიანი დაავადებაზე არ საუბრობს, იკეტება საკუთარ თავში და განცდებში. შენ საკმაოდ მძიმე დაავადებას ებრძვი და ამავდროულად, მასზე საკმაოდ ოპტიმისტურად ლაპარაკობ. ეს რთული არ არის?
– ცნობილია, რომ ქიმიოთერაპიის დროს, ადამიანს ყველაფერი უქვეითდება – შრომისუნარიანობა, იმუნიტეტი, მომავლის იმედი, ოპტიმიზმი. თუმცა, ჩემი შვილი, 8 წლის გოგონა, არ მაძლევს ამის საშუალებას და ის ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორია. ადამიანმა არ უნდა იფიქრო ცუდზე, არ უნდა დანებდე. უნდა გჯეროდეს, რომ სასწაულები ხდება, ბრძოლას შედეგი აქვს და ყველაფერი გამოგივა.
– როდესაც, პირველად გაიგე სიმსივნის შესახებ, ცხოვრება ამოტრიალდა? მიხვდი, რომ წინ სიცოცხლისთვის დიდი ბრძოლა გელოდა და ამისთვის იყავი მზად?
– დაბალი სიცხე მომცა, სიგარეტის „ნაფაზი“ ვერ დავარტყი და ვიფიქრე, უეჭველი ფილტვების ანთება მაქვს-მეთქი, კიბოზე არც კი მიფიქრია. არც რაიმე სიმპტომი მქონია, ჯანრთელი ვიყავი. ბავშვობაში, აცრა რომ გამიკეთეს, მას მერე ნემსი არ მქონდა გაკეთებული. მივედი ექიმთან, გამსინჯა და მითხრა, ფილტვები წესრიგშია და აბა, ქალური ამბებიც გადავამოწმოთო. მოკლედ, ექოსკოპიამ აჩვენა დიდი წანაზარდი საკვერცხეზე და ჩემი პრობლემა – საკვერცხის სიმსივნე, აქედან დაიწყო. მერე, ყელაფერი ჩაითრია. გავიკეთე ოპერაცია, ყველაფერი ამომიღეს, ექვსი ქიმიოთერაპიის კურსი დამჭირდა. ცოტა ხანი პაუზა მქონდა და რვა თვის მერე, ისევ გაჩნდა პრობლემა და დამჭირდა ისევ ოპერაცია – ნაღვლის ბუშტი და ბადე-ქონი ამომიღეს. ერთ კვირაში ნაწლავების შეხორცება დამემართა და მესამე ოპერაცია გამიკეთეს, პარალელურად, სამი ქიმიოთერაპიის კურსი ჩავიტარე. რვა თვე კონტროლზე ვიყავი და ახლა მუცლის ღრუში ლიმფური კვანძები, აღმომაჩნდა. მოკლედ, ისევ ქიმიოთერაპიას ვიკეთებ. თავიდან, რომ გავიგე სიმსივნე მქონდა, ვერ მივხვდი, რა მჭირდა, შოკი ის იყო, რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, რომ კიბოს, ამ დაავადების დროს, თმა სცვივა ადამიანს. არანაირი სხვა შეხება არ მქონია. ონკომარკერი რომ გავიკეთე, მეტასტაზების ნორმა 35-ია და მე 3 000 მქონდა.  ექიმმა მითხრა, აზრი არ აქვს, ქიმიის დაწყებას, ჯერ ოპერაცია უნდა გაკეთდესო. მივუბრუნდი და ვკითხე, ქიმია ის არის, თმები რომ სცვივათ-მეთქი (იცინის). ჩემი მეგობარი მახლდა თან და ის მომიბრუნდა და მითხრა: ბაბი, შენ რაც გაქვს მუცელში, ეგ არის კიბო! იმ წუთიდან ამოტრიალდა სამყარო, ერთი კვირა შოკში ვიყავი, რას მელაპარაკებოდნენ, არ მესმოდა. და, სანამ თმა გამცვივდებოდა, არ დაველოდე, წავედი სალონში და ჩემი დალალები შევიჭერი. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ დედას უთხრეს, ექვსი თვეღა დარჩა სიცოცხლე თქვენს შვილს და მოკვდებაო, დღეს ცოცხალი ვარ. მივხვდი, რომ კიბო განაჩენი არ არის, უნდა ვიყო ძლიერი და ვიბრძოლო საკუთარი თავის გადარჩენისთვის. წარმოიდგინეთ, სამი ოპერაცია და 21 ქიმიოთერაპიის კურსი ჩავიტარე. ახლა ახალი კერა გაჩნდა და ისევ ქიმიოთერაპიის კურსს გავდვარ.
– ქიმიოთერაპიას თან უამრავი უკურეაქცია ახლავს. მიუხედავად ამისა, როგორ ახერხებ, იყო მუდამ ფორმაში, მობილიზებული, შრომისუნარიანი, ხალისიანი, იარო რეპეტიციებზე, იდგე სცენაზე და მღეროდე?
– არც კი ვიცი, როგორ ვახერხებ, მაგრამ ყველა გვერდით მიდგას და უბრალოდ, ვერ დავჯდები სახლში და ვერ დავნებდები, კიბომ მაჯობოს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლო, სხვა გზა არ მაქვს. ეს ბედისწერა არ არის, მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ცხოვრებას.
– რა შეცვალა შენში ამ დაავადებამ?
– უფრო სხვანაირი გავხდი, მინდა, ყოველი წამი ნაყოფიერად დავგეგმო. თუმცა, დაავადებამ სხვაგვარად ვერ შემცვალა, ადამიანებთან ურთიერთობაში როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ (იცინის). მიუხედავად, რთული პერიოდისა, საკმაოდ დატვირთული ზაფხული მელის – „მხოლოდ ქართული“, კლუბში გამოსვლები, თან, „ნიუტონს“ გასვლითი კონცერტები გვაქვს დაგეგმილი – საინტერესო მარათონი გვექნება საქართველოს ფარგლებში. პლუს, ქიმიოთერაპიის კურსს გავდივარ.
– როგორ ფიქრობ, ჯანმრთელობა შეგიწყობს ხელს?
– მე შევუწყობ ხელს ჯანმრთელობას, სხვა გზა არ არის. კიდევ ვამბობ, მე კიბო  ვერ დამამარცხებს, ვერ დამაგდებს და ვერ მათქმევინებს შვილზე უარს, მას ჩემი დაავადების გამო ვერ დავთმობ. სხვათა შორის, რომ გავიგე სიმსივნე მქონდა, ფარ-ხმალი არ დავყარე და ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ჩემს მიზანს მაინც მივაღწიე, მიუხედავად ქიმიოთერაპიის კურსისა, გინესის რეკორდი დავამყარე – 25 საათი შეუჩერებლად დავუკარი ფორტეპიანოზე. ამით დავამტკიცე, რომ მაგარი გოგო ვარ, მიუხედავად მძიმე დაავადებისა, შევძელი ბევრი.
– ვიცი, ტატუებით ხარ გატაცებული და სხეულზე უამრავი ნახატი გაქვს.. შენი კუმირი მომღერალი თუ გაქვს ამოსვირინგებული?
– პირველი ტატუ 2014 წელს გავიკეთე და არის  ჩემი, ჩემი შვილისა და ჯეკსონის დაბადების თარიღები, ასე რომ, ის არ დამვიწყებია (იცინის). სხეულზე სულ ცამეტი ტატუ მაქვს, მზესუმზირის ჭამასავით აზარტული ყოფილა და მისი „ლომკა“ დამემართა (იცინის). ამბობენ, საკრალური რიცხვია და მინდა მივამატო, მაგრამ, მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება. სხვათა შორის, საკუთარ სხეულზე მაქვს ამოტვიფრული ტატუ – საკუთარი დაბადება, გარდაცვალება და უსასრულობა. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომ ასე განიცდიან, მეხმარებიან და გვერდით მიდგანან. მე მათ გამო კიდევ ბევრს შევძლებ, ვპირდები. ვერ ვიტან, საწყალი თვალებით რომ მიყურებენ, კიდევ ვამბობ, კიბო განაჩენი არ არის!
скачать dle 11.3