კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№23 რატომ გაუჭირდა დედის გათხოვებასთან შეგუება მაკო კვიტაიშვილს და რის გამო ჩავარდა ის შოკში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

მაკო კვიტაიშვილი ყოველთვის მრავალმხრივობით გამორჩევა – ის არის მომღერალი, დიზაინერი, სწავლობს კულინარიის აკადემიაში. ახლა კი, სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა და გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში რუბრიკა „ალერგიული პროგნოზი“ მიჰყავს, საიდანაც გვაცნობს, რომელ სეზონზე რას უნდა ვუფრხილდეთ, ალერგია რომ თავიდან ავიცილოთ. როგორ გრძნობს თავს ახალ ამპლუაში, მაკო თავად გვესაუბრა.
მაკო კვიტაიშვილი: არასდროს მქონდა გეგმაში, რომ მე წავიდოდი ჟურნალისტიკაში და დედაჩემის პროფესიას გავყვებოდი. ბევრ სხვადასხვა სფეროში ვარ, უამრავი სფეროს ინტერესი მქონია ცხოვრებაში და კიდევ მექნება, რადგან მომწონს მრავალფეროვნება, თან მიმაჩნია, რომ ბევრი რამის კეთება შემიძლია, მაგრამ ჟურნალისტიკა თუ შემეძლო, არ მეგონა. ახლა უკვე ყველაზე ახლო სფერო აღმოჩნდა. ეს გადაცემა, ჩემთვის, პირველ რიგში, იმიტომ არის საინტერესო, რომ მე თვითონ ვარ ალერგიული, თან, ერთ ადგილზე ჯდომა არ მიწევს, რაც ძალიან მომწონს.
– დედა, როგორც ჟურნალისტი, თუ გაძლევს შენიშნვებს?
– გამომდინარე იქიდან, რომ დედაჩემი ჟურნალისტია, მე თვითონ ძალიან კრიტიკულად ვუდგები საკუთარ თავს და ვცდილობ, უფრო მეტი გავაკეთო. დედაჩემი შენიშვნებსაც მაძლევს, რასაც მივესალმები და  ვერ შევეწინააღმდეგები, იმიტომ რომ დედა არის პროფესიონალი ჟურნალისტი და მე კი – დამწყები. ეკას ორი კვირის წინ ვეუბნებოდი: ნეტავ, სამხატვრო აკადემიაში რატომ ჩავაბარე, თავიდანვე მცოდნოდა, რომ ამ სფეროში მოვხვდებოდი, ძირფესვიანად ვისწავლიდი-მეთქი, მაგრამ ალბათ, ცოდნაც პრაქტიკაში მოვა.
– რამდენად მეგობრული ურთიერთობა გაქვთ შენ და ეკას?
– დედაჩემი, ისევე, როგოც ყველა დედა, რაღაც დონეზე, მკაცრია, მაგრამ ამავე დროს, ყველაფერს ძალიან გაგებით ეკიდება. ასევეა მამაჩემიც. ეკასი რიდიც მაქვს, მეშინია კიდეც და ამასთანავე, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანია. არაფერს ვუმალავ, არასდროს  მაქვს მასთან საიდუმლო, ყველაფერს ვეუბნები, რადგან ვიცი, რომ უკეთეს რჩევას ვერავინ მომცემს, იმიტომ კი არა, რომ დედაა, არამედ იმიტომ, რომ ეკა მიშველაძეა და ჩემთვის ქალის იდეალია. ვოცნებობ, რომ მეც ასეთი ქალი დავდგე. ხშირად მეუბნებიან, რომ დედას ვგავარ და ძალიან მიხარია. არასდროს მომინდება დედაჩემის ჩრდილიდან გამოსვლა, საოცარი ადამიანის შვილი ვარ.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დედას თუ სტუმრობ?
– ერთადერთხელ მომიწია „რუსთავი 2-დან“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლა და იქიდან პირდაპირ ეთერში ჩართვა. დედაჩემს დავურეკე: დე, შენთან, სამსახურში მოვდივარ, ჩართვა მაქვს-მეთქი, თან, პირველად მაშინ მივედი ადმინისტრაციაში და გავგიჟდი, ისე მომეწონა, ყველაზე ღადაობა ის იყო, რომ დედაჩემი უნდა დამხვედროდა, როგორც ჟურნალისტი, თან პრეზიდენტის პრესსპიკერი, მე ახალბედა ჟურნალისტი უნდა მივსულიყავი და იქიდან ჩავრთულიყავი. მახსოვს, წინა ღამეს ცრემლები მომადგა – მე რატომ მივდივარ-მეთქი, მაშინ ძალიან ახალი იყო ჩემთვის ეს სფერო. ვიფიქრე, რომ ახლა დედა იქ იქნება, ის რომ შემომხედავს, რას იტყვის... მაგრამ, როდესაც, ჩართვა მქონდა, ეკას ვთხოვე, რომ წასულიყო და წავიდა, საბოლოო ჯამში კარგად გავართვი თავი.
– ბუკასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ბუკა (ალექსი პეტრიაშვილი – ავტორი) ჩემი უახლოესი მეგობარია, ძალიან მიყვარს, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი ადამიანია და საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, მასთან ვერ მოიწყენ. ძალიან თბილია და მისი არასდროს მომრიდებია. რომ გავიცანი, იმ დღიდან მივიღე. დედაჩემის გადაყვეტილებას პატივს ვცემ და მათი დაოჯახება მხოლოდ იმ კუთხით გამიჭირდა, რომ ვიცოდი, ბუკა და ეკა ცალკე იცხოვრებდნენ და მე და ჩემი და – ცალკე. პატარაობიდან დედაზე ვიყავი მიწებებული და მეგონა, მომაკლდებოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც მომაკლდა, ყოველდღე ერთად ვართ – ან ჩვენ მივდივართ, ან ეკა მოდის. არასდროს მქონია ეჭვიანობის მომენტი. როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებით, ჩვენს ოჯახში დღესასწაულია. ბუკას შვილებთანაც ვმეგობრობ და ეს ყველაფერი მომწონს.
– შენმა მუსიკალურმა  ჯგუფმა „იამაჰას“ კონკურსი მოიგო, როგორ მოხვდით ამ კონკურსში?
– ჩვენმა ჯგუფმა, „ფრენდილი მოსკიტომ“, რამდენიმე თვის წინ „იამაჰას“ კონკურსი მოიგო.. ამ კონკურსთან დაკავშირებით მისმა წარმომადგენლობამ შეგვატყობინა საქართველოდან და ჩვენ დავრეგისტრირდით. იმედიც არ მქონდა, რომ მოვიგებდით, მაგრამ რატომაც არა – ცდა ბედის მონახევრეა. ბევრ ქვეყანას ჰქონდა გაგზავნილი თავისი მუსიკა და გარდა იმისა, რომ მთელი კონკურსი მოვიგეთ, მეორე ნომინაციაში გავიმარჯვე, როგორც იმ ჯგუფებიდან საუკეთესო მომღერალმა. საჩუქრად იაპონიაში მოგზაურობა გვერგო. ერთი კვირის განმავლობაში უამრავი ქალაქი ვნახეთ. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, თან გადაგვყვნენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთები იქნებოდნენ. შოკირებული ვიყავი, რადგან ყოველთვის მეგონა, ამ სტუმართმოყვარეობით და სტუმარმასპინძლობით ქართველები გამოვირჩეოდით. რეალურად, იმაში არ გამოიხატება სტუმარმოყვარეობა, რომ მე შენ სუფრა გაგიშალო და  უამრავი კერძი დავდო. იმათ განსხვავებული და საინტერესო მიდგომა აქვთ. იაპონია არის სხვა პლანეტა. კონცერტი გვქონდა და ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ.
– ყოველთვის განსხვავებულად და გემოვნებით გაცვია,  ეკას თუ აძლევ რჩევებს ჩაცმის მხრივ?
– კი. ეკაც და ჩემი დაც ხშირად მეკითხებიან და ითვალისწინებენ. არ ვიცი, რატომ მეკითხებიან, ორივეს კარგი გემოვნება აქვს. ალბათ, ეს უკვე ჩვევაა. დედა ხშირად მეუბნება, ახლა იქ მივდივარ და მოდი, ავარჩიოთ ტანსაცმელიო. ეკას მეც ვეკითხები რჩევას, რა ჩავიცვა გადაცემაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმას ვიცვამ, რაც მე მომწონს.
– კულინარიის აკადემიაში სწავლობ, სახლში ფუსფუსი და კერძების  კეთება გიყვარს?
– კულინარია სულ მაინტერესებდა, რადგან მიყვარს საოჯახო საქმეები – დალაგება, რეცხვა, საჭმლის მომზადება. რომ შემომხედავ, შეიძლება, ვერ წარმოიდგინო, მაგრამ სახლში როგორი დაღლილიც არ უნდა მივიდე, საოჯახო საქმეებს სულ ვაკეთებ. გემრიელ საჭმელებს ვამზადებ, მაგრამ ბოლო ერთი თვეა, არ გამიმზადებია, რადგან ვარჯიში დავიწყე და დიეტურად ვიკვებები. თვე-ნახევარია ვვარჯიშობ და მივხვდი, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ცხოვრების სტილი.
– რუსთაველზე გამართულ აქციაზე თუ იყავი?
– აქციაზე ვიყავი და არა იმიტომ, რომ ვინმე ბარიგას ვიცავდი ან ჩემი მეგობრები ნარკოტიკის მომხმარებლები არიან. იქ იმიტომ ვიყავი, რომ მე ჩემს თავისუფლებას ვიცავდი, რადგან ერთ დღეს კლუბში თუ გივარდებიან, მეორე დღეს შეიძლება, სახლში შემოგივარდნენ. ჩვენ თუ არ შევცვალეთ ჩვენი სამშობლო, სხვა ვერ შეცვლის და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დავდგები აქციაზე.
скачать dle 11.3