კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვინ არის ქართველი, ვინც სიეტლში ბრუს ლის გვერდითაა დასაფლავებული და როგორ ატყუებდა ის ამერიკის მთავრობას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლის სასაფლაოზე, აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატის ბრუს ლის საფლავის გვერდით, რამდენიმე მეტრში ქართველი ლიასო არეშიძის საფლავია. ვინ არის ეს ადამიანი, როგორ აღმოჩნდა სიეტლში, რას საქმიანობდა იქ, როგორ შეაგროვა ძალიან დიდი ქონება და როგორ უმალავდა სახელმწიფოს გადასახადებს, ამას სტატიიდან შეიტყობთ.
ოთარ იოსელიანი (მეცნიერი):
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაოდ მომიწვიეს. მე და კიდევ ერთი ქართველი მეცნიერი – ვახტანგ შელია, რომელიც იმავდროულად, შავი ქამრის მფლობელია კარატეში, ერთად მოვხვდით ქალაქ სიეტლში. დავიწყეთ მოკვლევა, რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ იქ Capitol Hill’s Lake View-ის  სასაფლაოზე დაკრძალული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი ბრუს ლი, თავის შვილთან ერთად. ეს სასაფლაო ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორს იყო, გადავწყვიტეთ ავსულიყავით და მისი საფლავისთვის პატივი მიგვეგო – იმ ადამიანისთვის, ვინც აღმოსავლური ორთაბრძოლებითაა დაკავებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. საკმაოდ საინტერესო და ცნობილი სასაფლაო აღმოჩნდა. საფლავი მოვინახულეთ და როცა უკან ვბრუნდებოდით, ბრუს ლის საფლავიდან, რამდენიმე მეტრში ჩემი ყურადღება მართლმადიდებლურმა ჯვარმა მიიქცია. როცა უფრო ახლოს მივედი, ამოვიკითხე ინგლისური წარწერა „ჯონ ლასო“ და შემდეგ ვნახე ქართული წარწერაც – ლიასო არეშიძე. ფოტოები გადავიღე და მეგობარ არეშიძეებს გავუგზავნე. მისი გარდაცვალების თარიღი – 1952 წელი, იმაზე მიუთითებდა, რომ სიეტლში  ქართველები მაშინ ცხოვრობდნენ, როცა საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო და შესაბამისად, საზღვრების გარღვევა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ განსაკუთრებით დავინტერესდი, ვინ იყო იქ დაკრძალული ქართველი, როგორ მოხვდა ეს ადამიანი სიეტლში და რას მოღვაწეობდა.
თეა ინწკირველი (ლიასო არეშიძის, იგივე ლასე არეშიძის შთამომავალი): ლიასო არიშიძე ჩემი ბაბუის ბიძა იყო, ანუ ჩემი დიდი ბებიის ძმა, მე მისი ერთ-ერთი შთამომავალი ვარ. მისი შთამომავლების ოჯახები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით მას, ჩემი ბიძაშვილი, ირმა ნიჟარაძე – თითქმის, 20 წელი. ბაბუაჩემის საფლავი 4 წლის წინ აღმოვაჩინეთ – ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა აკაკი სურმავამ და ბატონმა ვოლტერ რეხვიაშვილმა გვაპოვნინეს. ლასე არეშიძეს ჰყავდა ძმები: ვიქტორი, ნესტორი და ივლიანე, ასევე ჰყავდა ერთი და – აკვირინე და მისი შთამომავლები ვართ ჩვენ. ლასეს ცოლ-შვილი არ ჰყოლია.
ლასე არეშიძის მეგობრის, ვანო რეხვიაშვილის შვილი, ვოლტერი თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს ლასე არეშიძეს ცხოვრებას. სიეტლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ვოლტერ რეხვიაშვილის მოგონებების საშუალებით, რომელიც ოჯახის ნათესავმა ციმი არეშიძემ შემოინახა, ამ ადამიანის შესახებ,  ბევრ საინტერესო ისტორიას ვიგებთ:
„ლასო ქუთაისელ არისტოკრატთა ოჯახიდან იყო. იგი ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, საქართველოდან რომ წამოვიდა და ვლადივასტოკში გაემგზავრა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ფული შემოაკლდა. როგორც ლასომ მამაჩემს უამბო, მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, გაეძარცვათ ადგილობრივი სამეფო ჯარის გარნიზონის საგადასახადო უწყების კურიერი ვლადივოსტოკში. რამდენადაც ვლადივოსტოკში იმყოფებოდა იმ რაიონის შტაბი, გარნიზონი საკმაოდ დიდი იყო, საგადასახადო უწყება – უფრო დიდი და ძალიან მაცდუნებელი. ლასო და მისი მეგობარი ერთ ბნელ ღამეს დახვდნენ კურიერს და წაართვეს ერთი ტომარა ფული. ლასოს თანხმლებს იმ კაცის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ლასომ გააჩერა, დაარწმუნა, რომ საკმარისი იყო კურიერის გათოკვა, ფულის აღება და იქაურობიდან გაცლა. მისი მეგობარი დაეთანხმა. მათ გათოკეს კურიერი, ქალაქგარეთ გაიქცნენ და ფული იქ გადამალეს. ცოტა მოშორებით ცხენები იპოვეს და აქ მათი გზები გაიყარა. მალე მილიციამ ლასო დაიჭირა, მაგრამ მისი მეგობარი გადარჩა.
სასამართლოზე უნდოდათ ლასოსთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ, თუ არ ითანამშრომლებდა ხელისუფლებასთან, არ დაუბრუნებდა ფულს და არ დაასახელებდა თანამონაწილეს. ლასომ თავი დამნაშავედ არ სცნო. მოსამართლემ შემოიყვანა კურიერი, რომელიც მოყვა, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი გაძარცვა. ლასოს ოჯახს დაქირავებული ჰყავდა საუკეთესო ადვოკატი. ადვოკატმა უთხრა კურიერს, რომ თუ მის მიერ მიცემული ჩვენება მართალია, მაშინ გამოდის, რომ ლასოს გადაურჩენია მისი სიცოცხლე და მისი მადლიერი უნდა იყოს. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ, კურიერმა სასამართლოს მოახსენა, რომ იმ ღამეს ძალიან ბნელოდა და მან კარგად ვერ გაარჩია თავდამსხმელები და მისი აზრით, მათ შორის ლასო არ იყო.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ლასომ მიაკითხა გადამალულ ფულს, ამოიღო და ჩრდილო ციმბირისკენ გაუდგა გზას. იგი იფიცებოდა, რომ მან თითქოს 50 მილი გადაცურა ალასკისკენ. უფრო დასაჯერებელია, რომ იგი ნავით გადავიდა. ასეა თუ ისე, 1909 წელს, როგორც კი ჩამოვიდა ალასკაში მან მეფის რუსეთს ფულის დიდი ნაწილი დოლარებზე გადაცვალა. ალასკაში მან ჯერ ერთი ბარი შეიძინა, მერე მეორე. პარტნიორად მეტრეველი აიყვანა, რომელიც ამ მეორე ღამის ბარს უვლიდა.
ორიოდე წლის შემდეგ, იგი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში გადმოვიდა, სადაც ბევრი სხვა ქართველი ცხოვრობდა და მეტრეველის გარეშე გახსნა სხვა ღამის კლუბი.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მას უკვე ჰქონდა ხუთი თუ ექვსი კლუბი და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მისგან გადასახადის გადახდას მოითხოვდა. მისი კლუბები არალეგალურად არსებობდნენ და ამიტომ ლასო არსად არ უჩვენებდა თავის შემოსავალს, არ იხდიდა გადასახადს. მთავრობა კი ამბობდა, რომ ეს გადასახადი, დაახლოებით, ორ მილიონ დოლარს შეადგენდა.
ლასო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და მის შესახებ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, უფრო მეტის, ვიდრე ამ მოკლე დროში ჩავეტევი და მაინც გეტყვით ერთ ეპიზოდს მისი ყოყლოჩინური ცხოვრებიდან. ლასოს შეეძლო მიემართა საუკეთესო ადვოკატებისთვის და მისი საქმე წლობით იჭიმებოდა, მაგრამ ბოლოს ის მაინც იძულებული გახდა სასამართლოზე გამოცხადებულიყო. ძონძებში გამოეწყო და მოსამართლეს ჰკითხა: „ვგავარ მე მილიონერს?“ რამდენიმე თვის მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ლასო გადაიხდიდა 250 000 დოლარს და საქმე ამით დამთავრდებოდა. ეს დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო მომდევნო კვირას, მაგრამ წინა კვირის ბოლოს, როდესაც ლასო თავის მეგობარ ლუკა გავაშელიშვილთან ერთად, კალიფორნიაში კავბოების როდეოს ესწრებოდა ქალაგგარეთ, მას გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა. შეთანხმებული საგადასახადო თანხის სანაცვლოდ მთავრობამ კონფისკაცია გაუკეთა მის ქონებას, საბანკო ანგარიშების ჩათვლით, გარდა იმ ანგარიშებისა, რომელიც მას ფიქტიურ სახელებზე ჰქონდა გაფორმებული”.
სავარაუდოდ, მის კლუბებს პრობლემები „მშრალი კანონის“ დროს უნდა შეჰქმნოდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ის სამართალდამცველებთან იყო გარიგებული და მის ბარებშიც ალკოჰოლიანი სასმელები უპრობლემოდ იყიდებოდა, რეიდების თაობაზე კი, წინასწარ აფრთხილებდნენ.
თეა ინწკირველი: თავის ოჯახთან მიმოწერა სულ ჰქონდა, მაგრამ 1940-იან წლებში, საბჭოთა ცენზურის გამო, კონტაქტი შეწყდა. ამის შემდეგ 1952 წელს დაიბეჭდა გაზეთში, რომ საერთაშორისო კოლეგია ეძებს ლასეს ოჯახის წევრებს. აკვირინე – ლასეს და წაიყვანეს მოსკოვში, იქ გაეცნო ბებიაჩემი ანდერძს და ნახა, რომ ლასემ მთელი თავისი ქონდება დაუტოვა თავის და-ძმებს და მათ შთამომავლებს. აკვირინემ ხელი მოაწერა იმის დასტურად, რომ გაეცნო ანდერძს. „კაგებემ“ არ მოგვცა საშუალება, მიგვეღო ინფორმაცია მემკვიდრეობის შესახებ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ქონების ნაწილის კონფისკაცია მოხდა, დანარჩენის ბედი კი, გაურკვეველია.  
скачать dle 11.3