კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№23 თინა ბუკიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმატებისა და აღიარების გზა

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

თინა ბუკიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია სანდო, გამოცდილ გუნდთან და ზუსტ ლაბორატორიულ კვლევებთან ასოცირდება. ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქალბატონი თინა ბუკია გახლავთ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარე, თსსუ ემერიტუს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ავერსის“ ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტი (ლაბორატორიის ხელმძღვანელი – ნანა ძნელაძე), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ლაბორატორიული მიმართულების კონსულტანტი (ხელმძღვანელი – მედიცინის აკადემიური დოქტორი ლელი შანიძე), „კურაციოს“ ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტი (ხელმძღვანელი – ნინო ჟღენტი).
თინა ბუკია: სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, წარჩინებით დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტიც. ლაბორატორიაში მუშაობა თავიდანვე მინდოდა, რაც ექიმებისთვის იმ დროს ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ დღეს ეს ძალიან აღიარებული და დაფასებული პროფესიაა. თავდაპირველად ქირურგიის ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად დავიწყე მუშაობა, შემდეგ გავხდი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.  მოგვიანებით კი, გადავედი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში დოცენტად და საკმაოდ მალე გავხდი ლაბორატორიული მედიცინის კათედრის გამგე. როდესაც სამედიცინო ინსტიტუტი და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი შეერთდა, მაშინ დაარსდა ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც მე გავხდი და ამ თანამდებობაზე სამჯერ ამირჩიეს. გახლავართ ლაბორატორიულ მედიცინაში სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი და სამინისტროში სასერტიფიკაციო გამოცდის კომისიის თავმჯდომარე, ლაბორატორიული მედიცინის დარგში. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მომანიჭა  ემერიტუსის წიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დამსახურებული პროფესორი ვარ. ამ სტატუსისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას და აკადემიურ საბჭოს, რომ ჩემი მრავალწლიანი მუშაობა ამ ფორმით დააფასეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. შარშანვე, მერიამ დამსახურებული კლინიკური დიაგნოსტიკოსის წოდება მომანიჭა და შესაბამისი დიპლომიც გადმომეცა.
– როდის და როგორ დააარსეთ ეს ლაბორატორია?
– 2010 წელს მე, ლელი შანიძემ და მედეა აზარაშვილმა გადავწყვიტეთ, ჩვენი საკუთარი, კერძო ლაბორატორია დაგვეარსებინა, მე გახლავართ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქალბატონი მედეა – დირექტორი, ხოლო ქალბატონი ლელი – მენეჯერი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ლაბორატორია, რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავისი ზუსტი კვლევებით და ვფიქრობ, ამ ჩანაფიქრს წარმატებით ვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი მუშაობის პერიოდში არ მახსოვს არც ერთი უკმაყოფილო პაციენტი.
– რითი გამოირჩევა თქვენი ლაბორატორია?
– ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც ხელს უწყობს ჩვენთან ჩატარებული კვლევების აბსოლუტურ სიზუსტეს. იმუნოლოგიური კვლევებისთვის გვაქვს სულ ახალი იაპონური აპარატი, ასევე, ძალიან კარგი ჰემატოლოგიური ანალიზატორი, მაგრამ ჩვენთან სისხლის ნაცხი ყოველთვის თვალით ითვლება, რაც, სამწუხაროდ, ყველგან არ ხდება. მხოლოდ აპარატი ვერ მოგვცემს შედეგს და ჩვენს ლაბორატორიაში ძალიან დიდი წილი აქვს ადამიანურ რესურსს. ორიენტირებული ვართ ჩვენი პასუხების სიზუსტეზე, ამ მიზნით  ყოველდღიურად მოწმდება ჩვენი მუშაობის ხარისხი, რასაც ლაბორატორიათა შორისი ხარისხის კონტროლით ვამოწმებთ. არსებობს საქართველოს ხარისხის კონტროლი, სადაც აუცილებლად ვმონაწილეობთ. გარდა ამისა, ავსტრიაში, ვენაში კეთდება ხარისხის კონტროლი, საიდანაც გვიგზავნიან ნიმუშებს, ჩვენ ვამოწმებთ და ვაგზავნით პასუხებს. ამ ყველაფერს ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი მუშაობის ხარისხის კონტროლისთვის ვაკეთებთ.
 მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და აქტიურად დავდივართ კონგრესებზე, მსოფლიო მასშტაბით.
ივლისში რომში კიდევ ერთი კონგრესი იქნება, სადაც ვაპირებთ წასვლას.
– რა მიმართულებით მუშაობთ?
– ჩვენს ლაბორატორიაში 100-ზე მეტი გამოკვლევა კეთდება, გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება: სისხლის საერთო ანალიზი; დიდი ხანია, ძალიან დაწვრილებით ვიკვლევთ შვილოსნობის საკითხებს და ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მამაკაცებზე, ვინაიდან მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, წყვილების უშვილობის შემთხვევათა 50 პროცენტში მამაკაცების პრობლემებითაა გამოწვეული. ამიტომ ძალიან აქტუალური გახდა მამაკაცის სპერმატოზოიდის გამოკვლევა. ჩვენ ამას ორი სხვადასხვა მეთოდით ვაკეთებთ: ერთია უშუალოდ გამოკვლევა მიკროსკოპის მეშვეობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – მიკროსკოპს ემატება სპეციალური ანალიზატორი, რომელიც ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს. გარდა ამისა, კეთდება სპერმის ოქსისტრესი, სპერმატოზოიდების დეენემის, ასევე, შეთავსების გამოკვლევა, შეუთავსებლობის შემთხვევაში კი – მიზეზის გამოკვლევა.
მედეა აზარაშვილი (თინა ბუკიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დირექტორი): 48 წელია, ქალბატონ თინას ვიცნობ და ეს არის გამორჩეული ქალბატონი თავისი ცოდნით, პროფესიონალიზმით, ინტელექტით და ოჯახიშვილობით. ვამაყობ, რომ ქალბატონი თინას გვერდით ვარ და ვინც მას იცნობს, ყველა მეუბნება: ბედნიერი ხარ, მასთან ერთად ყოველდღიური მუშაობა რომ გიწევსო. ვინც ქალბატონ თინას ერთხელ შეხვდება, ვერ დაივიწყებს, რადგან მისი გარეგნული, პიროვნული თუ პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე, ეს წარმოუდგენელია.
ლელი შანიძე (თინა ბუკიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მენეჯერი): თავისი თავმდაბლობის გამო, ბევრმა არ იცის, რომ ქალბატონი თინა ცნობილი დირიჟორის, შალვა აზმაიფარაშვილისა და ქალბატონი თამარ კვინიკაძის ერთადერთი ქალიშვილია. მიუხედვად მისი ასეთი წარმომავლობისა, ქალბატონმა თინამ ყველა ტიტული საკუთარი შრომით დამსახურებულად მიიღო თავისი ცხოვრების გზაზე. სულ ვამბობ, თუ ჩემს წინაპრებს რამე სიკეთე გაუკეთებიათ, მე, ალბათ, იმით გადამეხადა, რომ შევხვდი ქალბატონ თინას და მის გვერდით მომიწია მუშაობა. თუ დღეს მე რამეს წარმოვადგენ, ყველაფერი ქალბატონი თინას დამსახურებაა.
скачать dle 11.3