პაატა გულიაშვილის ანეკდოტები » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№23 პაატა გულიაშვილის ანეკდოტები


სამსახურში, თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ჩატარდა. გამოცდიდან სახეგაწითლებული გამოვარდა მიხო, მიაჯახუნა ფეხით კარი და კარგად მიაგინა.
– რა ქენი? – მივარდა მარო.
– რა უნდა მექნა? რას არ მაიფიქრებენ, კაცო, ვააა... ისეთი ტესტი შამხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი.
– მაინც, რა ეწერა მაგეთი?
– რა ეწერა და – სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმაო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა? არასწორად დავწერე და ჩავიჭერი.
– სწორი პასუხი თუ იკითხე მაინცა, კაცო? რა იყო?
– ვიკითხე და  ზიმბაბვე ყოფილა!
– მერე?
– რა მერე, ქალო? კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!
***
– კარენ, რატომ არ გამოგყვა ასმიკა ცოლად?
– ღარიბი ხარო.
– მერე, ვერ უთხარი, რომ ერევანში, მილიონერი ბიძა გყამს და იმის ერთადერთი მემკვიდრე ხარ?
–  ვუთხარი და ახლა ასმიკა ჩემი ბიცოლაა.
***
სუპერმარკეტში გამყიდველს ეუბნება ტიპი:
– თუ შეიძლება, ერთი შოკოლადი და ათი პრეზერვატივი მომეცით.
– რას ამბობთ, ერთ შოკოლადზე, მაგდენჯერ არ მოგცემენ...
***
– ძვირფასო, ნახე რა მშვენიერი დღეა.
– და, მერე რა?
– არაფერი, უბრალოდ, შენ მითხარი, ერთ მშვენიერ დღეს, შენგან წავალო, დაგავიწყდა?
***
 დილით, ცოლს სძინავს, ქმარი იატაკს გვის. მიადგა შვილი და ეუბნება:
– მამა, მართალია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, საქმრომ არ იცის, ვინ არის მისი საცოლე,  სანამ არ დაქორწინდებიან?
– ეჰ, შვილო, ეგ ყველა ქვეყანაში მასეა...
***
– ლამარა, შევცდით, ბინა რომ ვიყიდეთ... ისეთ კორპუსში უნდა გვეყიდა, სადაც სპორტდარბაზი იქნებოდა და სპორტით დაკავდებოდი.
– ოხ, სექს-შოპის მაღაზია რომ გვაქვს კორპუსის პირველ სართულზე, ამით მე რა?
***
კახელი მიტუა ეუბენება მეზობელს:
– ბიჯო, აი, ამ ჩემს სიდედრსა ჰო, პირი აქვს, როგორც „ჟიგულის“ კარი.
– ეგ, რა შუაშია, მიტოვ?
– მა რა არის შუაში? სანამ მაგრად არ ვგლიჯავ, კი არ იკეტება.

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
ცოლ-ქმარი ჩხუბობს.

ცოლი: მოკლედ, ამ ოჯახში, ჩემი გულის კარი ვერ გავაღე!
ქმარი:  ზატო, მაცივრის კარი ხომ გააღე?
***
ორი სომეხი დირექტორი ხვდება ერთმანეთს.
– თანამშრომლებს ხელფასს უხდი?
– ძალიან ცოტას... გამოდის რომ არ ვუხდი. და, შენ?
– არც მე.
– შენები სამსახურში დადიან?
– კი. შენები?
– რა თქმა უნდა!
– ვააა... დავფიქრდი და, ლოვიკჯან, მოსვლა ფასიანი ხომ არ გავხადოთ?скачать dle 11.3