კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ გაიმეტა მამაკაცმა ძმა და რძალი სასიკვდილოდ

ნინო კანდელაკი ეკა ბარაბაძე

57 წლის ოთარ ს-ია ძმისა და რძლის მკვლელობისთვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან კონფლიქტის დროს სახისა და მუცლის არეში   სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა 53 წლის სიმონ ს-იასა და მის მეუღლეს – 50 წლის ნინო შ-შვილს. ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე, საკუთარ  ბინაში გარდაიცვალა. სიმონ ს-ია კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.    
 სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან, სიმონ ს-იასა და ნინო შ-შვილის ბინიდან, ამოიღეს დანაშაულის იარაღი – ნაჯახი, რომლითაც დანაშაულში ეჭვმიტანილმა ოთარ ს-იამ ძმა და მისი ცოლი მოკლა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობამდე მან სხეულის დაზიანებები მიაყენა საკუთარ მეუღლესაც, რომელიც ცემის შედეგად, ასევე, საავადმყოფოში მოხვდა.
 რა გახდა ოჯახური კონფლიქტისა და დაპირიპირების  მოტივი, ამის შესახებ სამართლადამცველებისთვის თავად დაკავებულ ოთარ ს-იასგან გახდა ცნობილი. მანამდე კი, გამოძიებამ დაჰკითხა ინციდენტის თვითმხილველი ორი ქალბატონი, რომლებიც მკვლელობის  ფაქტს შეესწრნენ,  და ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდათ, რადგან მკვლელობის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამონაწერი მოწმის, ლუიზა ლ-ძის ჩვენებიდან: „ნინომ, რომელიც 25 წელი ჩემი მეზობელი იყო, ჩემს ხელებში დალია სული. როდესაც  ოთარი მოვიდა, მე და ნინო ქუჩაში, სკამზე ვისხედით.  ოთარს სახეზე ეტყობოდა, რომ აღელვებული  იყო. მაზლსა და რძალს შორის ჩხუბი ქუჩაშივე დაიწყო. ოთარმა ჭიშკარი ლამის შეანგრია და ეზოში ისე შევიდა, ნინოც შეჰყვა, მისგან  ვიცოდი, რომ  მაზლთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა,  მაგრამ თავს არ მივეცი უფლება, მათ ეზოში შევყოლოდი. ალბათ, ათი წუთი იქნებოდა გასული, როდესაც ჩემი მეზობლების ეზოდან წივილ-კივილი და ჩხუბი მომესმა. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა, მაშინვე მათი ეზოსკენ გავიქეცი. კარიდანვე დავინახე ოთარი, რომელსაც ხელში ცული ეჭირა და ხან ცოლს ურტყამდა, ხან – ქმარს. ენით ვერ გადმოვცემ, რა ხდებოდა: ცოლ-ქმარი მიწაზე ეყარნენ, სახეზე ხელებს იფარებდნენ, წამოდგომას ცდილობდნენ, მაგრამ ვერც დგებოდნენ და ოთარიც არ ჩერდებოდა. მე დავიბენი, უკან გამოვვარდი და  მეზობელ მამაკაცებს დავუძახე დასახმარებლად. სანამ ისინი ნინოსა და სიმონის ეზოში შემოვიდნენ, ყველაფერი დასრულებული იყო, ცოლ-ქმარი სისხლის გუბეში ცურავდა. ნინოს მივუახლოვდი, თავი ავაწევინე, თითქმის გარდაცვლილი იყო,  ჩემს ხელებში დალია სული.“
დაზარალებული ცოლ-ქმრის მეზობლებმა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო დახმარების ბრიგადა  და პოლიცია გამოიძახეს. მათ ოთარ ს-ია შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.  საქმის მასალების მიხედვით, ძმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ნინო შ-შვილის მიერ ოთარ ს-იას მეუღლის, ნანული ს-იას ჩართვას მეორადი ავეჯის ბიზნესში,  რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. კონფლიქტი თავიდან მაზლისცოლებს შორის დაიწყო, ისინი ერთმანეთს საერთო ბიზნესიდან თანხის მოპარვას აბრალებდნენ, ოთარ და ნანული ს-იები უმცროს ძმასა და მის ცოლს თავისი ბინის გაყიდვასა და ვალების სანახევროდ გადახდას სთხოვდნენ, რასაც უმცროსი ძმა არ თანხმდებოდა. სიტუაცია ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ოთარ ს-იამ  და მისმა მეუღლემ ბინა დაკარგეს, რაშიც  ისინი სიმონსა და ნინოს ადანაშაულებდნენ.   
 მეზობლები ოთარ ს-იას დადებით პიროვნებად ახასიათებდნენ და მისგან ასეთი სასტიკი მკვლელობის ჩადენა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ერთ-ერთი მეზობლის ჩვენების მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ ოთარ ს-ია შვილებით ღია ცის ქვეშ დარჩა, ძმის წინააღმდეგ მაინც არაფერს ამბობდა და მომხდარში ცოლსა და რძალს ადანაშაულებდა. რა მოხდა მკვლელობის დღეს სიმონ ს-იას სახლში და რატომ გაიმეტა მამაკაცმა ძმა და რძალი სასტიკი მკვლელობისთვის, ამის შესახებ თავად ბრალდებულმა განაცხადა.  ამონაწერი ოთარ ს-იას ჩვენებიდან: „იმის მიუხედავად, რომ ჩემს ძმასთან ურთიერთობა გამიფუჭდა, მისი მოკლვა  განზრახული არ მქონია. ყველაფერში დამნაშავე იყო ჩემი რძალი, რომელთანაც ყოველთვის ცუდი ურთიერთობა მქონდა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, მის გამო ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ლამის დამაკავეს. ამის მერე სულ თავს ვარიდებდი. როდესაც ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ნინომ მეორადი ავეჯის ბიზნესში ჩართვა შესთავაზა, ბოლომდე არ ვათქმევინე, ისე ავუკრძალე ნინოსთან რაიმე სახის საქმეში გარევა. ამის მიუხედავად, ნინომ აიძულა ჩემი მეუღლე, ჩემ ჩუმად ჯერ სახლიდან ნივთები დაეგირავებინა, მერე კი ჩვენი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი კერძო იპოთეკარისთვის გაეფორმებინა. როდესაც ეს ამბავი გავიგე, უკვე გვიანი იყო. ცოლთან დიდი უსიამოვნება მომივიდა, მაგრამ რაღას შევცვლიდი. ძალიან მალე, 6 თვეში, სახლიც დავკარგეთ. სამი შვილით ქუჩაში დავრჩით. ნათესავმა შეგვიფარა. იმის მაგივრად, რომ ჩემს რძალს თავი დამნაშავედ ეგრძნო, აქეთ გვსაყვედურობდა, ხომ არ დავაძალე, ეს საქმე მათი საქმეც იყოო. რამდენჯერმე გავაფრთხილე ჩემი ძმა, გააჩერე შენი ცოლი, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ყველაფერი, მშობლების სახლი გავყიდოთ, თანხა გავიყოთ, რომ ორივეს ჩვენი ჭერი გვქონდეს-მეთქი, მაგრამ ნინო ამის უფლებას არ აძლევდა. ჩემი შვილების სახლი იოლად გაიმეტა დასაკარგად, თავისი – ვერა. ჩემს ძმასთან რამდენჯერმე მომიხდა კონფლიქტი, ლამის ხელით შევეხეთ ერთმანეთს და მე დავუთმე. მასთან ურთიერთობას ვერიდებოდი. მკვლელობის დღეს ცოლმა მითხრა, რომ ნინომ დაურეკა და გალანძღა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. იმავე საღამოს მივედი ჩემი ძმის სახლში, ნინოსთან საუბარიც არ მინდოდა, ვიფიქრე, სიმონს ადამიანურად დაველაპარაკებოდი, მაგრამ ნინო თვითონ ამიხირდა და ჩხუბში მეც ჩამითრია. ჩემმა ძმამ ცოლის მხარე დაიჭირა, ისეთი სიტყვები მითხრა, რაც არ უნდა ეთქვა. თავის ცოლს შემატოვა – ამას ელაპარაკეო და ეზოს ბოლოსკენ წავიდა. მე მას გავყევი. შემთხვევით სიმონი იმ ადგილას გაჩერდა, სადაც დაჭრილი შეშა ეწყო, იქვე იდო ნაჯახიც. მე სიმონს მივუახლოვდი, მან უცებ შეშა აიღო და მომიქნია – თავში უნდა ჩაერტყა. ძალიან გავმწარდი. ნაჯახს  დავავლე ხელი და გონებადაკარგულმა ორჯერ მოვუქნიე, ძალიან ახლოს ვიყავი და ნაჯახი სახეში მოხვდა. მერე კი, არ ვიცი, რა მომივიდა, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. ნაჯახი  რამდენჯერმე დავარტყი, სიმონი ძირს დავარდა, ამ დროს ჩემი რძალი ზურგიდან შემომახტა და ბეჭებში მიკბინა, სიმწრისგან მასაც მოვუქნიე ცული, ხან ერთს ვარტყამდი, ხან – მეორეს, საერთოდ გავითიშე. მხოლოდ ხალხის ყვირილმა და ხმაურმა გამომაფხიზლა.“ – განაცხადა ოთარ ს-იამ აღიარებით ჩვენებაში, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.
სასამართლომ ოთარ ს-ია დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  
скачать dle 11.3