კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა რთულ მდგომარეობაში იყო დიმიტრი მეორე, როდესაც მონღოლების დაჯგუფებები ერთმანეთს ანადგურებდნენ

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

1270 წელს მეფე დავით მეშვიდე ულუ გარდაიცვალა. მეფის ძე დიმიტრი ამ დროს თერთმეტი წლის იყო. 1271 წელს მონღოლთა საილხანოს ახალმა ყაენმა, აბაღამ დემეტრე მეფედ დაამტკიცა. რომ წამოიზარდა, დიმიტრი მეფე, ქართულ ჯართან ერთად, არაერთხელ ემსახურა აბაღა ყაენს სხვადასხვა ბრძოლაში.  
1282 წელს აბაღა ყაენი მოკვდა. რთულ პერიოდში უწევდა მეფობა დიმიტრი მეორეს. საილხანოს მონღოლთა შორის დაწყებული იყო დაპირისპირებები. სხვადასხვა დაჯგუფებები ერთმანეთს ებრძოდნენ. გამარჯვებულები დამარცხებულების მოკავშირეებსა და ნათესავებს ანადგურებდნენ.
საილხანოს ტახტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა აბაღას ძმამ, აჰმადმა, იგივე თაქუდარმა (იგივე, აჰმედ თოგუდანი). აბაღა ყაენის უფროსი ვაჟი, არღუნი ხორასნის მმართველად დაინიშნა. ხორასანი ერქვა ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილს, თურქმენეთის სამხრეთსა და ავღანეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ მხარეებს. მაჰმადიანმა აჰმადმა შეცვალა წინამორბედი ყაენების პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ და ომის მაგიერ, ეგვიპტელებს მშვიდობა და სავაჭრო ურთიერთობები შესთავაზა.
ჩვენი ხელმწიფე, დიმიტრი, ურდოში ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა. აჰმადმა პატივით მიიღო ქართველთა მეფე. ყაენის ნებით, მოხდა ერთი პოლიტიკური ქორწინება. საილხანოს გავლენიანი პოლიტიკოსის, დიდი ნოინის, ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დიმიტრი მეფის ასული რუსუდანი. ამისთვის მეფეს ძალიან განურისხდა კათალიკოსი ნიკოლოზი. მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდა ყაენის ვასალს, დაპყრობილი ქვეყნის მეფეს. ბუღა ნოინი ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო. ხოლო, ყაენის ნებას ვერავინ გადავიდოდა.
დიმიტრი მეფის ურდოში ყოფნისას, აჰმად ყაენმა დააპატიმრებინა და მოაკვლევინა თავისი ძმა, ყონღადარი. ჰულაგუ ყაენს, აჰმადის მამას, ბევრი შვილი ჰყოლია.
ხორასანში მყოფ ნოინებს ძალიან არ მოეწონათ აჰმადის მმართველობა, მისი პოლიტიკა ეგვიპტესთან, საკუთარი ძმის მოკვლა. განუდგნენ მას და ყაენად გამოაცხადეს აბაღას ძე არღუნი. ეს რომ შეიტყო აჰმადმა, შეკრიბა ჯარი და გაემართა არღუნთან საბრძოლველად. მოუწოდა ჩვენს ხელმწიფესაც.
რა უნდა ექნა დიმიტრი მეფეს, მონღოლთა სამოქალაქო ომში უნდა დაღვრილიყო ჩვენი ვაჟკაცი წინაპრების სისხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას ააოხრებდნენ. მეფემ თან წაიყვანა თავისი ჯარი. განვლეს ერაყი და მიადგნენ ტერიტორიას, რომელსაც არღუნი აკონტროლებდა. არღუნმა, იხილა რა აჰმადის ჯარის მრავალრიცხოვნობა, ვერ აღუდგა წინ და უკან დაიხია. შევიდა ციხეში, რომელსაც ქალსას უწოდებდნენ და გამაგრდა.
აჰმადის არმიამ ალყა შემოარტყა ციხეს. სხვა გზა არ ჰქონდა არღუნს, ითხოვა პატიება და უვნებლობის ფიცი ბიძისგან. აჰმად ყაენი დასთანხმდა. მონღოლების სიტყვა გაუტეხელი გახლდათ. გამოვიდა ციხიდან არღუნი და ჩაბარდა ბიძას. დიმიტრი მეფის ერთგული სამსახურით კმაყოფილმა აჰმად ყაენმა ძალიან დიდი საჩუქრები უბოძა ჩვენს ხელმწიფეს და მის ჯარს. მთელი აღმოსავლეთ საქართველო მისცა ისევ და სამშობლოში გამოუშვა.
ყაენმა თავისი შეწყალებული ძმისწული, არღუნი რეჰში დატოვა, ჩააბარა ალიყან ნოინს და სხვა ნოინებს, საიდუმლოდ კი უბრძანა, რამდენიმე ხანში მოეკლათ. მაგრამ, შეითქვნენ ნოინები, ბუღა და იასბუღა, ოირიდთა მთავარი, რათა ყაენად დაესვათ არღუნი და მოეკლათ აჰმადი. ღამით იარეს, მიადგნენ ალიყანის კარავს. შევარდნენ შიგ, ლოგინიდან ააგდეს, გამოიყვანეს გარეთ და მოკლეს. გათენდა თუ არა, არღუნი ყაენად გამოაცხადეს და აჰმადს გამოეკიდნენ. აჰმადი ამ დროს უჟანში იყო. 1284 წლის 10 აგვისტოს არღუნის მომხრეებმა აჰმადი დაამარცხეს, შეიპყრეს და საბლით მოახრჩვეს. სხვა გადმოცემით კი, მონღოლური წესით, ხერხემალი გადაუმტვრიეს. მონღოლური კანონებით, უფლისწულის სისხლის დაღვრა არ შეიძლებოდა. მას ხმლით ან დანით ვერ მოკლავდნენ. აჰმადის მომხრეები გაანადგურეს.
დიმიტრი მეფეს შემოუთვალეს ნოინებმა, განდგომოდა აჰმადს და მორჩილება გამოეცხადებინა არღუნისთვის. ჩვენმა ხელმწიფემაც დაუჯერა მათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. მთავარი იყო, ქვეყანა გადაერჩინა მონღოლთა რისხვისაგან. მიბრუნდა, ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა.
ყაენმა არღუნმა სიხარულით მიიღო ჩვენი ხელმწიფე, კვლავ დაამტკიცა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ. ახალი ყაენი მთლიანად იყო დამოკიდებული ბუღა ნოინზე, რადგან მან აიყვანა ტახტზე. ბუღა ნოინი კი, ჩვენი ხელმწიფის მეგობარი და მძახალი გახლდათ. გამოემართა შინისკენ მშვიდობით დიმიტრი მეორე. თუმცა, ახალი ყაენის თავში ტრიალებდა ფიქრები, როგორ გათავისუფლებულიყო ბუღა ნოინის გავლენისგან. ეს კი სახიფათო იყო ჩვენი ხელმწიფისა და სამეფოსთვის, რადგან, ბუღა ნოინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ხელმწიფეს. ყაენი კი უკვე ბუღას ყველა მეგობარს ეჭვით უყურებდა.
ერთხელაც განუდგნენ ყაენ არღუნს დარუბანდელნი. დარუბანდი (დღევანდელი დერბენტი), ახლანდელი დაღესტნის სიდიდით მეორე ქალაქი, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო და არღუნი მის დაკარგვას ვერ დაუშვებდა. ციხე-ქალაქი დარუბანდი დარუბანდის (კასპიის) ზღვასა და კავკასიის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოების შორის, ვიწრობშია გაშენებული. მთაგრეხილსა და ზღვას შორის მხოლოდ სამი კილომეტრია ვაკე. დარუბანდი სპარსულ ენაზე ნიშნავს დახშულ კარს. სხვა ხალხთა ენებზეც ქალაქ დარუბანდის სახელწოდებები კართან, ზღვის კართანაა დაკავშირებული. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დარუბანდის გადმოსასვლელს. სტრატეგიული თვალსაზრისით, ასეთი გზების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, საილხანოს მონღოებისთვის კი – განსაკუთრებით. დარუბანდიდან მოსალოდნელი იყო ოქროს ურდოს შემოსევები. გარდა ამისა, ამ გადასასვლელებს სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა – ძველ დროში საქარავნე გზები დიდ შემოსავალს იძლეოდა.
გაემართა ილხანი დარუბანდის ხელში ჩასაგდებლად. რა თქმა უნდა, თან წაიყოლა ჩვენი ხელმწიფე, დიმიტრი მეორე, ქართული ჯარის ნაწილებთან ერთად. როგორც ვთქვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო იმ დროს საილხანოს ვასალი იყო და ვალდებულება ჰქონდათ, ებრძოლათ ილხანის ინტერესებისათვის.
ველზე ბრძოლას დარუბანდელები ვერ გაუბედავდნენ ყაენს, ძალები ძალიან არათანაბარი იყო. დარუბანდელებს ქალაქის მაღალი გალავნებისა და კოშკების იმედი ჰქონდათ და გამაგრდნენ ციხე-ქალაქში. გაგრძელდა ბრძოლა.
დარუბანდლებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ქალაქი. სურსათიც ბლომად მოემარაგებინათ. ჩრილოეთის მხრიდან გზაც თავისუფალი იყო. იქნებ, ოქროს ურდოს დახმარებასაც ელოდნენ. აბაღა ყაენის ნაწილები უშედეგოდ უტევდნენ ციხე-ქალაქს.
მაშინ ყაენმა ჩვენს ხელმწიფეს უბრძანა ქალაქზე შეტევა.
მალე გაემზადნენ ჩვენი წინაპრები ქალაქზე შეტევისათვის, მოამზადეს კიბეები, თოკები, დამხმარე ნაგებობები და შეუტიეს. პირველად ციხეზე აიჭრა ბექა სურამელის ძე რატი, შემდეგ მისი რაზმელები და დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. ქართულმა ნაწილებმა აიღეს ციხე და გაუღეს ქალაქი ყაენს. ამ ყველაფერს ხედავდა ყაენი და გულში შური ჩაუდგა. მისმა ნაქებმა მონღოლებმა რამდენიმე დღე ვერ აიღეს ქალაქი, ხოლო ქართველებმა სწრაფად მოახერხეს ქალაქში შეჭრა. ახლა ალაფის მნიშვნელოვანი ნაწილი, წესისამებრ, ჩვენს წინაპრებს შეხვდებოდათ. ციხის აღების პატივიც ქართველების იყო.
ციხის აღების შემდგომ, ჩვენი მეფე ეახლა ყაენს. მეფეს ემოსა სახელოვანი, განსაკუთრებული აბჯარი, ალბათ, ქართველი ხელოსნების მიერ შექმნილი. შურით აღვსილმა ყაენმა მადლობის მაგიერ ჩვენს ხელმწიფეს სთხოვა, შენი აბჯარი მაჩუქეო. მყისვე გაიხადა მეფემ აბჯარი და მისცა ყაენს. აბა, აბჯრის გამო, პრობლემას ხომ არ შეუქმნიდა საკუთარ თავს და სამშობლოს, სამშობლოს სიყვარულით აღსავსე, თავდადებული მეფე, რომელსაც სიცოცხლეც არ ენანებოდა ქვეყნისთვის.
გამარჯვებულნი დაბრუნდნენ შინ ჩვენი წინაპრები და დიდი ნადავლიც ჩამოიტანეს.
скачать dle 11.3