კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ დავიამოთ გარუჯვისას დამწვარი კანი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ნამზეურის მიღების დრო დადგა და უკვე ბევრი ეფიცხება მწველ სხივებს. მზეზე დიდხანს ყოფნა კანის დამწვრობას იწვევს. ეს საკმაოდ უსიამოვნო პროცესია, რომელმაც შესაძლოა, დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ. თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს, ამ პრობლემას ადვილად აიცილებთ თავიდან, ლამაზ ნამზეურსაც მიიღებთ და დამწვრობისგანაც დაზღვეული იქნებით:
* არც რუჯის მიღებამდე და არც დამწვრობის შემთხვევაში კანზე არ წაისვათ ზეთი და ზეთოვანი ან ცხიმის შემცველი სხვა ნივთიერებები. ცხიმი მზის სხივებს გარდატეხს, რაც უფრო ძლიერ დამწვრობას გამოიწვევს და მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას;
* არ შეიძლება სპირტი და სპირტის ბაზაზე დამზადებული საშუალებების გამოყენება, რასაც დამწვარი კანის ძლიერად გამოშრობა და გაღიზიანება შეუძლია გამოიწვიოს;
* არ შეიძლება დამწვრობის ადგილზე გაჩენილი ბუშტუკების დაჩხვლეტა, მასში არსებული სითხის იძულებით გარეთ გამოდევნა და კანის იძულებით მოცილება. აქერცლილი კანის მოცილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კანის უჯრედები უკვე მკვდარია და მისი მოცილება ტკივილს არ იწვევს;
* მოერიდეთ მზეს იმ დრომდე, სანამდე დამწვრობა არ მოგირჩებათ.
მზის დამწვრობისას შვებას მოგგვრით გრილი შხაპი ან აბაზანა. ტკივილს კარგად ხსნის წყლით სავსე აბაზანაში 1–2 ჭიქა ვაშლის ძმრის ჩამატება. ნუ გამოიყენებთ საპონს ან გელს, რადგან ისინი კანის გამოშრობას იწვევენ. დამწვრობის პირველ საათებში ცივი წყლის საფენები დაგეხმარებათ. ეფექტურია ცივი გვირილის ნაყენის კომპრესები. სიცივე მოხსნის ტკივილს და გადაარჩენს მეტი რაოდენობის უჯრედებს, ხოლო გვირილა ხელს შეუშლის ანთებით პროცესებს. ამის შემდეგ, შეგიძლიათ შეიზილოთ „პანთენოლის“ შემცველი კრემი. ის უსაფრთხო და ეფექტურია. ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, კვებავს დაზიანებულ კანს და აჩქარებს მის მოშუშებას. უმჯობესია, გამოიყენოთ სპრეის სახით წარმოდგენილი პრეპარატი, ეს შეამცირებს მექანიკურ ზემოქმედებას კანზე.
ტკივილებს შეგიმსუბუქებთ თუთიის ოქსიდზე დამზადებული მალამოებიც. უფრო რთულ შემთხვევაში კი, ჰორმონებზე დამზადებული ანტიანთებითი საშუალებები დაგეხმარებათ. კარგია კვერცხის ცილაც. ამ პროდუქტებში არსებული პროტეინი ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას. კარგია, აგრეთვე, დამწვარზე უმი კარტოფილის ან კიტრის ნაჭრების დადება.
მზით დამწვრობის დროს შეუცვლელია ალოე. ის ამშვიდებს და აგრილებს კანს, ხსნის ტკივილსა და გაღიზიანებას. ალოე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას, შეშუპებების დაცხრომას. ეფექტურია მისი შემცველი სხვადასხვა კრემისა და სველი საფენების გამოყენებაც.
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ხდება კანის გაუწყლოება, და გამოშრობა. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. დამწვარი კანის აღდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემები და ლოსიონები, რომელთა შემადგენლობაში C ვიტამინი შედის.скачать dle 11.3