კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ აპირებდა ლავრენტი ბერია „ანაკლიის პროექტის“ განხორციელებას საქართველოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საბაზრო ეკონომიკის „მეხოტბე“ და „კაპიტალისტურ რელსებზე გადასული“ პოსტკომუნისტური საქართველოს მთავრობა ინოვაციურ იდეებს სწორედ იმ შორეული კომუნისტური წარსულიდან იპარავდა, რომელიც დღეს უაპელაციოდაა დაგმობილი. ამ ინოვაციების უმრავლესობის ავტორი კი, ლავრენტი ბერიაა, რომელიც ლამის კაციჭამია კანიბალადაა გამოცხადებული „დემოკრატიული სამყაროს“ მიერ. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური გეგმა იყო შავ ზღვაზე, ანაკლიის მიდამოებში ქალაქ-პორტის მშენებლობა. ბერიას გათვლებით, იქ უნდა შექმნილიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ძალიან დიდ შემოსავალს მოიტანდა. ხოლო ამ არასოციალისტური პროექტის შესანიღბავად, ბერიამ მას „სოციალიზმის დიდი სოციალური პროექტი“ უწოდა...
გასული საუკუნის სამოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა ერთ-ერთი ძლიერი საბჭოთა მეცნიერი, ეკონომისტი ისააკ გუსმანი. მან თერთმეტი წელი პატიმრობაში გაატარა აბსურდული ბრალდებით – „ხელშეწყობა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემის დაშლაში“. ანუ, გუსმანს დააბრალეს, რომ მან შეუდგინა ლავრენტი ბერიას მოქმედების გეგმა, თუ როგორ უნდა მოეშალა სოციალისტური ეკონომიკის სისტემა და გადასულიყო კაპიტალისტური ეკონომიკის სისტემაზე. იმ პერიოდში ახალგაზრდა, ნიჭიერი ეკონომისტის „დანაშაული“ კი ის იყო, რომ უშუალოდ ბერიას დავალებით, ისააკ გუსმანმა შეადგინა ანაკლიის მშენებლობის, განვითარებისა და ეკონომიკური ეფექტურობის დაწვრილებითი გეგმა. ამის გამო 27 წლის ეკონომისტს ჯერ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ ეს სასჯელი ოცდახუთწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. საბოლოო ჯამში კი, თერთმეტ წელიწადში გამოუშვეს ციხიდან. შეერთებულ შტატებში გუსმანმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. მასში დიდი ადგილი ლავრენტი ბერიას ეთმობა და მასზე (ბერიაზე) ავტორი წერს: „ბერია, ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანი არ იყო, როგორადაც მას საბჭოთა პროპაგანდა წარმოაჩენს.  მე ვერაფერს ვიტყვი, ეგრეთ წოდებულ, მის „სექსუალურ მისწრაფებებსა და თავგადასავლებზე“, რადგან მისი ბალიში არ ვყოფილვარ, თუმცა არც ეს მიმაჩნია სიმართლედ. თუკი ბერია დღედაღამ სექსით იყო დაკავებული, მაშინ როდის ასწრებდა ის ასეთ მუხლჩაუხრელ მუშაობას? ამის მოწმე კი პირადად მე ვარ, რადგან „ანაკლიის პროექტზე“ დაძაბული მუშაობის ექვსთვიან პერიოდში ბერიას გვერდით არაერთხელ ვყოფილვარ, კვირების განმავლობაში გადაბმულად მიმუშავია და მას არამც თუ სექსი, უბრალოდ, გართობაც კი არა. ბერიასთან, „ანაკლიის პროექტთან“ დაკავშირებით, ბოლო შეხვედრა, 1953 წლის 12 ივნისს მქონდა. ანუ, ბერიას დაპატიმრებამდე ზუსტად ორი კვირით ადრე. პროექტზე მუშაობა კი, ექვსი თვით ადრე, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, 1952 წლის 2 დეკემბერს დავიწყე. ერთ ძალიან ცივ, ყინვიან დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად ჯერ კიდევ ზამთარი არ დამდგარიყო (18 ნოემბერს), ეკონომიკის ინსტიტუტში, ჩემს სამუშაო ოთახში ვიჯექი და რაღაც გამოთვლებს ვაწარმოებდი. ამ დროს შიდა ტელეფონმა დარეკა და ყურმილი რომ ავიღე, ჩვენი ინსტიტუტის დირექტორის, კონსტანტინ ვასილის ძე ოსტროვიტიანოვის (ის აკადემიკოსი იყო) მთრთოლვარე ხმა შემომესმა. მან მითხრა:
– ისია (ისააკის შემოკლებული ფორმა), სასწრაფოდ ჩემთან ამოდი.
მივხვდი, რომ რაღაც არაორდინარული  მოხდა. სანამ სართულიდან სართულზე ავდიოდი, გონებაში კალეიდოსკოპური სისწრაფით გავატარე ყველა ის შესრულებული სამუშაო, რაც ჩემი მუშაობის ორწლიან პერიოდში გამიკეთებია, მაგრამ ხინჯი ვერ აღმოვაჩინე და აკადემიკოსის კაბინეტში მშვიდად შევაბიჯე. კონსტანტინე ვასილიევიჩი კი – პირიქით, ძალიან აღელვებული ჩანდა და ადგილს ვერ პოულობდა. რომ დამინახა, ჩემთან მოიჭრა. რატომღაც აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ყურში ჩამჩურჩულა:  ისია, სადმე რაიმე ზედმეტი ხომ არ გილაყბია? – თანაც, ტუჩზე თითი მიიდო, იმის ნიშნად, რომ ხმამაღლა არ მიპასუხოო. მე უარის ნიშნად თავი გავუქნიე. მან კი გაფითრებული სახით მიჩურჩულა:
– ცოტა ხნის წინ „ვეჩეთი“ ბერიას მდივანმა დამირეკა და მითხრა, რომ ბერიას შენთან საუბარი სურს და თხუთმეტ წუთში გადმორეკავენ.
ამ  სიტყვებზე გამეღიმა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აკადემიკოსი ასეთი დაბნეული იყო და შიშმა ამ უჭკვიანეს ადამიანს საღი განსჯის უნარი დაუკარგა. რაიმე ზედმეტი რომ მელაპარაკა, ბერია რატომ მოისურვებდა ჩემთან ლაპარაკს? უბრალოდ, „ჩეკისტები“ დამაპატიმრებდნენ და „ლუბიანკაზე“ მიკრავდნენ თავს. ამიტომ, აკადემიკოსს ვუთხარი:
– ნუ ღელავთ, კონსტანტინ ვასილიევიჩ. როდის იყო, რომ ჩემი რანგის ადამიანს ბერია ურეკავდა ლაყბობისთვის. ალბათ, სხვა რამეშია საქმე. დავიცადოთ. დარეკავს და გავიგებთ-მეთქი.
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ „ვეჩემ“ დარეკა. აკადემიკოსმა უპასუხა და ხელით მიმიხმო.
– გისმენთ, – ვუპასუხე მე.
– გამარჯობა, ისააკ მოისეევიჩ. ბერია გელაპარაკებათ, – მომესმა ქართული აქცენტით, დინჯად წარმოთქმული ეს ფრაზა.
ბერიას სალამი დავუბრუნე. მითხრა, რომ მასთან მივსულიყავი კაბინეტში, ძერჟინსკის მოედანზე.
– ერთ საათში გელოდებით. ნახვამდის, – მითხრა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.
ბერიამ გულთბილად მიმიღო. მითხრა, რომ როცა გაიკითხა, ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი და კრეატიულად მოაზროვნე ეკონომისტი,  ჩემი თავი ურჩიეს. შემდეგ დაბალ მაგიდასთან მდგომ სავარძლებში ჩავსხედით და მან ძალიან გასაგებად და თანამიმდევრულად ამიხსნა, რომ სოციალისტური  სოციალური ექსპერიმენტისთვის ეკონომიკური გათვლები სჭირდებოდა და რომ ეს გათვლები მე უნდა გამეკეთებინა. მან დამისახელა ამ ექსპერიმენტის ტერიტორია და ბოლოს მითხრა:
– ისააკ მოისეევიჩ, ხვალვე გაემგზავრეთ საქართველოში და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეთ. აწონ-დაწონეთ. იქ თქვენ უკვე გელოდებიან. დარჩით, რამდენი ხანიც დაგჭირდებათ. შემდეგ კი, ისევ ჩემთან მოდით და თქვენი მოსაზრებები მომახსენეთო.
მეორე დღეს უკვე ზუგდიდში ჩავედი და ტერიტორიის გაცნობას შევუდექი. იქ თორმეტი დღე გავჩერდი. მოსკოვში რომ დავბრუნდი, ბერიას ვეახლე და უკვე გამზადებული გეგმის ჩონჩხი დავუდე. მან მითხრა:
– კარგია. ახლა კი – ხორცშესხმა, ანუ გეგმის სრულყოფა განაგრძეთ. მხოლოდ ამის შესახებ ნურავისთან ილაპარაკებთ, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს...
1953 წლის 12 ივნისს ყველაფერი მზად იყო და უკვე მშენებლობის დაწყება შეიძლებოდა, რომელიც მილიარდ 100 მილიონი მანეთი ჯდებოდა. თუმცა, ამ პროექტის ამოქმედებისთანავე დანახარჯი 6 თვეში ნაზღაურდებოდა, ხოლო ორი წლის მერე ყოველწლიური შემოსავალი 10 მილიარდი იქნებოდა...
გასაკვირი არაა, რომ „ანაკლიის პროექტი“ ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე მის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი მთავარი სამხილი იყო...“
скачать dle 11.3