კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მიირთვით ალუბალი ყოველდღიურად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმსა და იოდს. ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ, რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადების დროს. ალუბლისა და ბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის. B ვიტამინი უცვლელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს. ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.
ალუბლის კურკის გულს თუ გახეხავთ და კომპრესის სახით პოდაგრაზე დაიდებთ, გიშველით. ვისაც კუჭის შეკრულობა აქვს, ბევრი ალუბალი უნდა ჭამოს. კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ნევრასთენიის, დეპრესიისა და სხვა ნევროფსიქიკურ დაავადებებზე. ვისაც აწუხებს სკლეროზი, დღეში 1 კილოგრამამდე ალუბალი უნდა მიიღოს და დააყოლოს 1,5-ლიტრი რძე. ალუბლის ხის ქერქის ნახარში შველის რევმატიზმსა და კრუნჩხვებს: 1სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთი. გააჩერეთ, გაწურეთ და  დალიეთ დღეში 1-2 ჭიქა.
ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვადაა ფიტონციდები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კი, კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით, მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს. თუმცა, გახსოვდეთ, ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია.
 ალუბლისა და ბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება. ალუბლისა და ბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივი მიღება სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, აძლიერებს  თერმოგენეზს და ხელს უწყობს წონის კლებას.
 მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. უმადობის დროს კი შეგიძლიათ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის ასევე, გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს. გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას.
ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ასევე, ხელს უწყობს წონის კლებას. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილისას. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის - გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი.
ფოთლებს ყურადღება უნდა მიაპყრონ გულით ავადმყოფებმა. ის შეიცავს კუმარინს – ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას და ეწინააღმდეგება თრომბის წარმოქმნას. ფოთლების ნახარში გამოიყენება გულის იშემიის, ინფარქტისა და ინსულტისას. ყუნწები ძლიერი შარდმდენია. ჰიპერტონიის დროს 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ყუნწებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ და დალიეთ 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ალუბლის ნაყოფში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბუნებრივი ნივთიერება ანტოციანინი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს, შეინარჩუნოს გლუკოზის დაბალი დონე სისხლში. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერება 50 პროცენტით ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის აქტივობას და ინსულინის გამომუშავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის. ანტოციანინს სხვა ხილიც შეიცავს, მაგრამ ალუბლის კანსა და რბილობში მისი რაოდენობა გაცილებით მეტია.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ
კუჭ-ნაწლავს

ხალხურ მედიცინაში კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახის მცენარეები. მაგალითად, შეკრულობის საწინააღმდეგოდ
განსაკუთრებით კარგი საშუალებაა ალოე (წვენი და არა გელი). ასევე, ბაბუაწვერას ფესვები, რევანდი (სამედიცინო), სიენა, მრავალძარღვას თესლი და ასე შემდეგ
* 20 გრამ დაქუცმაცებულ ხეჭრელის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, 30 წუთით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ძილის წინ.
* მიირთვით ყურძენი ან 1 ჭიქა ყურძნის წვენი დღეში 3-ჯერ: დილით – უზმოზე, სადილამდე 1 საათით ადრე და საღამოს.
* 180 გრამ მაწონს კარგად შეათქვიფეთ 10 გრამი მცენარეული ზეთი და ჩაის კოვზით ნელ-ნელა მიირთვით, ძილის წინ.
* დილით 1 სადილის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ (ოთახის ტემპერატურის) წყალში და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.
* 150 გრამ ალოეს წვენს შეურიეთ 300 გრამი თაფლი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში 2-ჯერ (დილით უზმოზე და ძილის წინ) და მიაყოლეთ წყალი.
ქრონიკული შერკრულობის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით: ჭინჭარი, პიტნა, ანისულის თესლი, გვირილის ყვავილი, ასფურცელა, ტყის მარწყვის ფოთლები, კატაბალახას ფესვები, ხეჭრელის ქერქი და საბლის ფესვები. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთით გააჩერეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ 1 საათით დადგით თბილ ადგილას, გაწურეთ, გაყავით ორ ნაწილად და მიიღეთ დილით ან საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 4 კვირაა.
* სპასტიკური შეკრულობის დროს მიიღეთ მეოთხედი ან 1 ჩაის ჭიქა ახალი კარტოფილის წვენი.
* საფაღარათო თვისებები აქვს მჟავე კომბოსტოს მარილწყალს. მიიღეთ თბილი, დღეში ნახევარი ჩაის ჭიქა.
კუჭში ტკივილების შეგრძნებისა და ნაწლავების შებერვის შემთხვევაში: იყენებენ 4 გრამ კოთხუჯის ფესურას. ადუღებენ 1 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე ყრიან დაქუცმაცებულ 2 სუფრის კოვზ ასისთავას, 1 სადილის კოვზ აბზინდს, 1 სადილის კოვზ კრაზანას, თითო ჩაის კოვზ პიტნასა და კატაბალახას ფესვებს. შემდეგ შედგამენ ცხელ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში, წურავენ და იღებენ უზმოზე 1 ჩაის ჭიქას, დანარჩენს ყოფენ 4 ნაწილად და სვამენ დღის განმავლობაში.
კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეტეორიზმის წინააღმდეგ გამოიყენება ანისულის ნახარში: აიღეთ 5 გრამი (1 ჩაის კოვზი) ანისულის ნაყოფი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 45 წუთი, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც აწუხებს შეკრულობა – გადახედოს და შეიტანოს კვების რაციონში (ან დიეტაში) საკმარისი რაოდენობის სითხე, რომელიც შეკრულობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
რა რაოდენობის სითხეა ორგანიზმისთვის საჭირო? დადგენილია, რომ ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის რაციონში 6 ჭიქა სითხე (სასურველია 8) უნდა იყოს. მართალია, დასაშვებია ყველანაირი სითხე, მაგრამ ყველაზე უკეთესია ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ან დიეტიდან ყოველგვარი ზეთი, რომელიც გამოწურულია ბოსტნეულიდან, ზეთისხილიდან, სოიიდან და  შეკრულობა ნაკლებად შეგაწუხებთ. მთავარი არ არის ზეთის შეზღუდვა, უბრალოდ, სასურველია, ის არ მიიღოთ თავისუფალი სახით (ზოგიერთი სხვადასხვა სახის ზეთს იღებს უზმოზე, ან ჭამის წინ, შეკრულობის თავიდან ასაცილებლად), სწორედ ეს შეიძლება, გახდეს შეკრულობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების მიზეზი. თავისუფალი სახით მიღებისას ზეთი კუჭის კედლებზე ქმნის დამცავ აპკს, რაც შემდეგ ხელს უშლის ნახშირწყალბადებისა და ცილების გადამუშავებას წვრილ ნაწლავში. პროცესი თითქმის 20 საათი გრძელდება და იწვევს გაზებისა და ტოქსინების წარმოქმნას, რომელიც მსხვილ ნაწლავში გროვდება. იგივე ზეთი თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ბუნებრივ ფორმაში, მაგალითად, მიირთვათ ნიგოზი, ავოკადო, ზეთისხილი, სიმინდი, ამ დროს მათში შემავალი ზეთი კუჭის კედლებზე არანაირ დამცავ აპკს არ წარმოქმნის, შესაბამისად, არ აფერხებს საჭმლის მონელებას და შეკრულობასაც არ იწვევს.


რა დაავადებებს კურნავს გვირილა

გვირილა ძალიან სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მას იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით, როგორც სამკურნალოდ, ასევე კოსმეტიკური საშუალებებისთვისაც. გვირილისგან მრავალი ეფექტური წამალი მზადდება, რომლებსაც წარმატებით იყენებენ ექიმები. ეს მცენარე  გამოირჩევა სასიამოვნო სუნით, ამიტომაც მისგან სურნელოვან ზეთებსაც ამზადებენ.
გვირილა იმ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა გამოიგონეს. რეცეპტი საოცრად მარტივია: აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, გვირილა, უკვდავა და არყის ხის კვირტი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, შველის სიმსუქნეს, ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას.
თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.
დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ, უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს.
აიღეთ 6 წილი გვირილის ყვავილი, 4 წილი კატაბალახას ფესვი და 1 წილი ძირა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს მეტეორიზმის დროს.
ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი კრაზანა, მინდვრის შვიტა, გვირილა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი და გადმოდგით. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირში დღეში 5-6-ჯერ.
მუცლისა და კუჭის არეში დისკომფორტი,  კუჭში სიმძიმის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, მოუნელებლობა – ის პრობლემებია, რომლის დროსაც გვირილას უნდა მიმართოთ. მცენარეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს (გასტრიტი, წყლული) შეგიძლიათ ჩაიტაროთ გვირილის ჩაით მკურნალობის კურსი: დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ ნაკლებადტკბილი გვირილის ჩაი, რომელიც ასე მზადდება: 1-2 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ. გვირილის ჩაის ყოველდღიურად სმა დიდი ხნის განმავლობაში არ არის საჭირო, საკმარისია ერთ თვე. თუ თავბრუხვევები დაგეწყოთ, ესე იგი, ზედმეტი მოგივიდათ. გვირილის ჩაი სწრაფად მოგგვრით შვებას შებერილობისა და გულისრევის ან ფაღარათის დროს.скачать dle 11.3