კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№23 ჭეშმარიტი სარწმუნოება

უკვდავი სიცოცხლე
სააქაო ცხოვრებას საამსიცოცხლო თვალთახედვით რომ შევხედოთ, ეს დედამიწა ადამიანთათვის, ჯოჯოხეთებრივი დაუშრეტელი ცეცხლის გენიით, შეუბრალებელი ტრაგედიაა. გოდების, დაღვრემილობისა და ღრმა გლოვის მომგვრელია. შეუძლებელია, თუ გულისხმიერად შეხედავ, გოდების თვალით არ გადახედო მთელ ქვეყნიერებას და მწარე სულთქმა კვნესით არ აღმოიოხრო ადამიანთა საამწუთო ვაებით აღზევებული ცხოვრება, სადაც საზოგადოდ ყოველნი და კერძოდ თითოეულნი ვაების ხმით გოდებენ, მდუღარე ცრემლის ტბასა შინა ლევენ განსაზღვრულ დღეებს და შეუბრალებლად, გამოუხსნელად თანაწარუვალ კბილთა ღრჭენით ეშორებიან წუთისოფელს. რომელი მხარე გნებავს აიღო, განიცადო და არ დაგტანჯოს გამწარებით. გადაავლეთ გონების თვალი მთელს ქვეყნიერებას, ჩაიხედეთ ადამიანური გრძნობით ცხოვრების სარკეში, რა გულშემზარავ სურათებს დაინახავთ. აუტანელი მდგომარეობა სიღარიბისა და ტანჯვა-წვალებისა გოდებისა და ვაების ცრემლთა ზღვად გუბდება.
თუ საამქვეყნო ცხოვრებით შემოსაზღვრეთ ადამიანთა სიცოცხლე, გეკითხები, საყვარელო მკითხველო, რა ბედნიერება უნდა ახაროთ კაცობრიობას? ნუთუ ცხოვრების ასეთ ულმობელ გეენიაში სამგლოვიარო ჰანგზე აწყობილ სიმების საცრემლო ხმა სიამოვნებითა და სიხარულით ვიოცნოთ? განა ეს თავის მოტყუება არ იქნება? განა ეს იმ მელას არ დაგვამსგავსებს, რომელიც მახეში გაება და სიზმრად გრძნობდა თავის თავს? თუ წიაღ ამ ხილულ ნივთიერ სოფლისა არ არსებობს უკვდავი სიცოცხლე, თუ არსთა ქმნულების ბრძნულ მიმდინარეობას მეტი არსი არაფერი აქვს, თუ არა მხოლოდ ტანჯვა. სიკვდილი და განქარვება, მაშინ ქვეყნიერების არსებობას აზრი არ ჰქონია, მისი არსებობის მიზანი უგუნურება ყოფილა. განა ამას ეთანხმება ადამიანის გონება? თუ აღსრულ ხარ, მკითხველო, სადმე მთასა მაღალსა ზაფხულ და გადაგიხედია მსოფლიო ბუნების სიმდიდრისკენ, რომლის ბრძნულ წყობილების შეზავებულება აზრუწვდენელობით თვალწინ გეშლება. უსათუოდ მოსულხარ აღტაცებაში და ესრეთ ბრძნულ შვენიერების მკერდ-მიყრდნობასა და მისდამი აღტაცებითი ტრფიალების დროს იდუმალ ჩაგძახებდა ხმა პოეტური ფსალმუნთ მგალობლის: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარება და დიდად შვენიერება შთაიცუ. შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაათხენ ცანი, ვითარცა კარავნი, რომელმან დართნა წყალთა ზესკნელნი მისნი, რომელმან დახსნა ღრუბელნი აღსავალად თვისსა... რომელმან დააფუძნა ქვეყანა სიმტკიცეზა ზედა თვისსა. არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. უფსკრული, ვითარცა სამოსელი გარემოდებულ არს მისსა, მთათა ზედა დასდგენ წყალნი, შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაც დააფუძნენ იგინი. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდახდენ, არცა-ღა მიაქციონ დაფარვად ქვეყანისა. რომელმან გამოადინა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა სდიოდიან წყალნი. სვან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, გაძღენ კანჯარნი წყურვილსა მათსა. მათ ზედა ფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მისცენ ხმა მათი. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან, ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქვეყანა... შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან სცნა ჟამი დასლვისა თვისისა. ვითარ განსდიდენ საქმენი შენნი, უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.
ვისი გონება იქნება თანახმა, რომ ესრეთ ბრძნულად წყობილი ქვეყანა იყოს მხოლოდ საპყრობილე. ადამიანთა სატანჯავო?
მე ცა და ქვეყნის არსთა ფორმას ვხედავ აზროვნების ხილულ საყდრად და გონების ზესაფრენ ეტლად. ეს გონების ზესაფრენი ეტლი. ქვეყნიერების არსებობის აზრის მიმცემი, კაცობრიობის ცხოვრების მაფრთოვანებელი არის რწმენა, რომ გარეშე ხილულ ნივთიერ სოფლისა არსებობს სიცოცხლე მარადისობის მოტრფიალე, რომლის ბუნება სამარადისოდ უკვდავმყოფობის აღმრჩეველია.
უკვდავი სიცოცხლე – ეს არსებითი მოთხოვნილებაა ადამიანის ბუნებისა. იგი შუქსა ჰფენს მომაკვდავ ხორცის საყდარშიც ადამიანს. მასში აქვს ძირი მის მისწრაფებას სანატრელ ნეტარებით სავსეს სუფევისკენ. მას ესასოება, მას ეთაყვანება და ეს არის მისი სულის დაუსრულებელი წინსვლის იდეა.
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახილია. მისი მარად წინსვლისკენ ლტოლვა. ვინმე ადამიანი მიწევნილია იმ გულსავსების საზომზე, რომ კიდევ არ ნდომოდეს უმჯობესობა და წინ ხედვა უფრო უკეთესობისა გაუქმებულ იყოს მის შორის და ერთ წერტილზე ბედნიერების განსასვენებელში სუფევით დამყარებულ იყოს? ყველა დამეთანხმება, რომ არ იქნება ისეთი კაცი ქვეყანაზე, არც მეუფებით, არც სიმდიდრით, რომელსაც კიდევ რაღაც უმჯობესისკენ, წინსვლისკენ ხედვა არ ჰქონდეს. ადამიანმა რამდენიც უნდა დიდების ხარისხთა კიბეები აღვიდეს, რაც უნდა საქვეყნო პატივ-დიდება შეიძინოს, მაინც კიდევ აქვს სურვილი წარმატებისკენ. ხედავს, რომ რაღაც აკლია მას და სრული კმაყოფილების დროშა ჯერ კიდევ ვერ აღუმართავს. ეძებს და მიილტვის სადღაც უმაღლესისკენ. ეს აღუვსებელი ნდობის უფსკრული, დაუშრეტელი წყურვილი წარმატებულებსა და მილტოლვა განდიდებისადმი არ ეკუთვნის მარტო ხორციელ ანგარების ანგარიშს, არამედ ეს ბრწყინვალე ნაპერწკალია დაუსრულებელ ღვთის ხატება ადამიანის უკვდავად სისრულისადმი მისწრაფებისა.

скачать dle 11.3