კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№23 ტრაგედიის ექო

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ჩვენების ფასი

ისე მოხდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის აჩრდილი თავს დაგვტრიალებს. იმდენადაც კი, პოლიტიკურმა ძალებმა (უპირველესად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც შექსპირის რიჩარდს უკვე ისე გაუსწრო, რომ საცაა მსოფლიოს ახალ შედევრად იქცევიან) გამოიყენეს (სკამი უპირველეს ყოვლისა) გამოძიების სისუსტე, მოზარდის მკვლელობის ფაქტიც და საპროტესტო ტალღის აგორება სცადეს (უდიდესი ალბათობით, საკლუბო პროტესტის მინავლების შემდეგ). თუმცა ამით ტრაგედიის არსი არ იცვლება და არც ის, რომ არც არავინ ცდილობს მომხდარიდან დასკვნის გამოტანას (პრევენციისთვის).
ამასობაში კი, ვიცით, რომ იქ მყოფმა მოზარდებმა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დაჰყავთ თავიანთ მასწავლებლებს (მოტივით, თუ არ წავიყვანთ, რა ღირებულებებზე ველაპარაკოთო, თითქოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არ მოწმობდეს, რა „ღირებულებებითაც“ დაუხუნძლავთ ისინი) არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან (სავარაუდო მოტივით, ჩაშვება ცუდი ტონია).
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა შემდეგი: ჯერ ერთი, მთავარი ტრაგედიაა, რომ მოზარდებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, იმიტომ რომ მენტალური პრობლემაა;
მეორეც – პრობლემაა, რომ პროკურატურას „ნაციონალების“ დროინდელი კადრები მართავენ, ისევე, როგორც იმდროინდელი მოსამართლეების კვლავ მოსამართლეობა;
და, რაც მთავარია, როდესაც „ნაციონალები“ ადამიანის უფლებების დაცვას გვპირდებიან და დამცველთა ალამს აფრიალებენ, იქ რაღაც კარგი არ უნდა იყოს ჩაფიქრებული.
მეორე მხრივ, ყველანი სისტემურ გარდატეხას ითხოვენ, არადა დღესავით ნათელია: კადრების ცვლილება კი არადა, სისტემური გარდატეხის მაჩვენებელი ტრაგედიის შემსწრე მოზარდების მიერ სიმართლის თქმა იქნება.
скачать dle 11.3