კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ნანგრევების მმართველი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მეწვრილმანე

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიაში მისი მოკავშირეების პოზიციებზე (და რფ-ისიც მიაყოლა), ცხადი იყო, რომ ეს ჩვენი ოკუპანტი ეცდებოდა, რამე მოეფიქრებინა საკუთარი ძლევამოსილების დასტურად და თუმცა, პირადად მე დარტყმას სულ სხვა ფორმით ველოდი (ჩვენზე, იმიტომ რომ ყველაზე სუსტი რგოლი ვართ აშშ-სა და დასავლეთის მოკავშირეებს შორის, რუსეთი კი ის მეწვრილმანეა, მხოლოდ ჩვენ თუ აგვითამაშებს კუნთებს), სირიის სკამშერყეულმა მმართველმა გასულ კვირას ეს ჩვენი სეპარატისტული სოხუმი და ცხინვალი აღიარა.
ფაქტი არც თუ სასიამოვნო (აი, იმის მსგავსი, როგორც პიპინია იტყოდა, არაა კარგი, სახლში რომ მიხვალ და ულამაზო ცოლი დაგხვდებაო), მაგრამ იმასაც მოწმობს, რომ რფ–სა და ასადს მთლად კარგადაც ვერ აქვთ საქმე. ოღონდ, რაკი სამხედრო პასუხი არ გაგვცა, ნათელია, რომ პრ. პუტინმა იცის თავისი მოქმედების საზღვრები.
მეორე მხრივ, ნათელზე ნათელია, რომ ჩვენ სირიის დაშლა-დაქუცმაცების თავგადაკლული მომხრეების რიცხვში ვართ (და ამას არც ასურელი მამები გვიწყენენ). ეს აღიარება კი ნიშნავს, რომ ასადს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი არ აქვს, იმას გარდა, რომ სირიელ ქურთებს მწვანე აუნთო დამოუკიდებლობისთვის (თუკი აფხაზებს აღიარებს, ქურთებმა რაღა დააშავეს?!).
ჩვენებური სეპარატისტები დიდი აღტაცებით შეხვდნენ მორიგი ცოცხალ-მკვდრის აღიარებას, ოღონდ ფაქტია, მომენტით მაინც უნდა ისიამოვნონ, რადგან სირია დაიშლება და აღიარებაც გაქრება!
скачать dle 11.3