კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გახდა დეა ადამია სტალინის სულიერი დედა და როგორ აპირებს ის „ახალგაზრდა სტალინელების“ პარტიით ქვეყნის სათავეში მოსვლას

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

კლუბების დარბევისა და რუსთაველზე გამართული აქციების შემდეგ დეა ადამიამ გადაწყვიტა, შექმნას პარტია „ახალგაზრდა სტალინელები“ და ქვეყანაში დაამყაროს მოდერნიზებული სოციალურ-პოლიტიკური წყობა, გვპირდება, რომ ისეთი ოქროს ხანა დადგება, როგორიც თამარ მეფის დროს იყო.
მედეა ადამია: სტალინი ჩემმა ოჯახმა შემაყვარა. ყველგან, სახლში, ჩინეთშიც – ჩემს სამუშაო ოთახში მიდგას სტალინის ბიუსტი. ის უდიდესი პიროვნება იყო. სამწუხაროდ, გონებადაბნელებული ქართველები არ ამაყობენ, საქართველოს მტრებმა შექმნეს მისგან მტრის ხატი და ამ ხალხს გონება დაუბნელეს. შეხედეთ გერმანიას და ავსტრიას, არის კატეგორია, ვინც ჰიტლერით ამაყობს –  პიროვნება გვყავდა ქვეყანაში, მსოფლიოს შიშის ზარს სცემდაო. ჩვენ კი ასეთი პიროვნებით არ ვამაყობთ, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა. სტალინი ნამდვილად იყო უფლის მათრახი. ამას ყველგან ვამბობ, სადაც შეიძლება ვთქვა. სტალინის გრცხვენოდეს და ამ ქათმების კრიახით უნდა იამაყო, ვინც ახლახან რუსთაველზე აქციაზე იდგნენ, რა სამარცხვინოა.
–  მართლა აპირებ, დააარსო პარტია „ახალგაზრდა სტალინელები“?
–  გამიჩნდა არა მხოლოდ სურვილი და იდეა, არამედ მიზანი, შევქმნა პარტია „ახალგაზრდა სტალინელები“, საქართველოს მასშტაბით ყველგან გაიხსნება ფილიალები, რომელიც მიზნად დაისახავს, საქართველოში ზნეობის აღზევებას. მეყოლება თანამოაზრეები, რომლებიც ბევრნი არიან და ოცნებობენ ზნეობრივად განვითარებულ საქართველოზე, ტრადიციული ოჯახის სიყვარულზე. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც – ევროპაში, რუსეთსა თუ ჩინეთში, მყავს თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დამიჭერენ. საქართველოში უნდა იყოს მოდერნიზებული სოციალურ-პოლიტიკური წყობა. როდესაც მე ქვეყნის სათავეში მოვალ და საქართველოს მმართველი გავხდები, დაგვიდგება ისეთივე ოქროს ხანა, როგორიც გვქონდა ქალი მმართველის, თამარ მეფის პერიოდში.
– როგორი იქნება შენი პოლიტიკა?
– აუცილებლად შევიტან უდიდეს წვლილს მართლამდიდებლური იბერიის გაბრწყინებაში და არა სოდომ-გომორის გაბრწყინებაში. ამ ადამიანებს შევუქმნიდი ცალკე რესპუბლიკას, ისინი იქნებოდნენ, იარსებებდნენ თავისთვის. სადღაც ანაკლიის იქით, ტყისკენ ან კახეთისკენ, მიწებს მივახედინებდი, იშრომებდნენ, დავუდგამდი დინამიკებს და მიეღოთ ის დოპინგი, თუ უნდათ. მე მათ არაჯანსაღ ადამიანებად ვთვლი. ისინი არიან განსაკურნებელნი, მიწასთან ურთიერთობა კი, ადამიანს აკეთილშობილებს, ესენი არიან მიწასთან დასაბმელები, იმ დოპინგის ქვეშ ვათოხნინებდი, ვაბარინებდი საქართველოს ტერიტორიის დაუმუშავებელ მიწებს. თუ უკვე მერე არ გამოსწორდებოდნენ, ჰიტლერის გაზის კამერა მონაგონია, რასაც მათ მოვუწყობდი.
– „ვოვა, მოდი“, – ჩემი ვოვა მაინც მოვა“ – კლუბების დარბევის შემდეგ გამართული აქციების დროს პუტინს უხმობდი. შენი პარტია პრორუსული ხომ არ იქნება?
– იქ მდგომი თვითმკვლელი ახალგაზრდები არიან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის მტრები. პუტინს ვუხმობდი მათ დასარბევად. რასაც ესენი იმ დღეებში აკეთებდნენ, ქვეყნის მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს. ასეთ საქართველოს, რასაც მე ვუყურებდი რუსთაველზე გამართული აქციისას, სადაც ქათმების კრიახი ისმოდა, ყველა ტელეეთერი მათ ეკუთვნოდათ, ქვეყანა რომელიც დარჩათ დაბოლილ ქართველებს, მდუმარე ბერებსა და პეროიანებს, მირჩევნია, მოვიდეს რუსის ჩექმა და წაუთაქოს რომ აზრზე მოვიდნენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია. ქვეყანაში ისედაც მძიმე ვითარებაა და ეს იქნება ნარკომანიის არნახული წახალისება. დიდი ხნის წინ უნდა ჩამოგვეკრა განგაშის ზარები. ეს ბარიგები ისეთი განძები არიან, მიწაში უნდა იყვნენ და იქ ინახებოდნენ.
– სტატუსი დაწერე, რომ სიზმარში სტალინის ნათლია გახდი, ამ სიზმარს ხომ არ მიიჩნევ პარტიის შექმნის მომასწავებლად?
– შეიძლება, ამის ნიშანიც იყო და შეიძლება, იმისაც, რომ სტალინი ავსტრიაში წასვლის წინ მესიზმრა. ეს სიზმარი, ალბათ, ამას მოასწავებდა, რომ მე ავსტრიაში მოვხვდებოდი ცხრა მაისს, გამარჯვების დღეს. საერთოდ, ამბობენ, რაც გეფიქრება, ის გესიზმრებაო და რომ გითხრათ, რომ დღედაღამ სტალინზე ვფიქრობ-მეთქი, ტყუილი იქნება. უდიდეს პატივს ვცემ მას, როგორც პიროვნებას, ასევე ბერიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მათზე ფიქრში ვაღამებ და ვათენებ. თუმცა, თვე არ გავა ისე, რომ მე მათზე არ გავიფიქრო – როგორი დიდი გონის მატარებლები, დიადი ადამიანები იყვნენ. ერთ მშვენიერ ღამეს, ჩვეულებისამებრ, უშფოთველად მეძინა და ვხედავ ასეთ სიზმარს: მე და დედაჩემი ვიმყოფებით ტაძარში, სადაც სტალინს ეცვა თეთრი ფორმა, ულამაზესად, დიდებულად გამოიყურებოდა. ჩვეულებრივად მიმდინარეობდა მისი ნათლობის რიტუალი. მას მე ვნათლავდი, ჯვარი დავკიდე, გავაქრისტიანე და გავხდი მისი სულიერი დედა. მახსოვს, დედას სიზმარშივე ვუთხარი: ძალიან მერიდება, როგორ უნდა ვიყო სტალინის ნათლია. არ მჯერა, რომ მე ვნათლავ სტალინს-მეთქი. დედამ მითხრა: მერე რა? თვით ქრისტე, იოანე ნათლისმცემელმა მონათლაო. რომ გამეღვიძა, ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი. ამ სიზმრისთვის დედას ხომ არ გავაღვიძებდი, ვიფიქრე, არ დამავიწყდეს-მეთქი და დავწერე „ფეისბუქზე“, მაინც ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს ვასაჯაროებ. მერე, მართლა აღარ მახსოვდა და მადლობა „ფეისბუქს“, რომ გამახსენა. მერე კიდევ სხვა პოზიტიური სიზმარი ვნახე - ჯეკპოტი მოვიგე – 140 ათასი ლარი და ვწუწუნებდი, რომ კურსი ძალიან დაბალია, დოლარი მაინც ყოფილიყო-მეთქი. მესამედ – მანქანის გასაღები გადმომცეს. ბედნიერი ვიღვიძებდი ყოველ დღე. მერე შეწყდა ეს სიზმრები.
– ავსტრიაში როგორ აღნიშნე 9 მაისი, გამარჯვების დღე?
– ვაკის პარკში მინდოდა მივსულიყავი დედაჩემთან და ოჯახთან ერთად, ტრადიციულად, ყვავილებით და პატივი მიმეგო უცნობი ჯარისკაცის საფლავისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ევროპის უმაგრეს სახელმწიფოში გამომივიდა. ახლახან ჩამოვედი ავსტრიიდან, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს. შუაგულ ევროპაში, ყველაზე წამყვან სახელმწიფოში, როგორიც არის ავსტრია, დიდებული ზარ-ზეიმით ჩატარდა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მთელი ევროპა ზეიმობდა, გეორგიევსკის ლენტებითაც, წითელარმიელების ქუდებიც გვეფარა, ყველაფერი ისე შესანიშნავად ჩატარდა, ვიგრძენი, რომ ვიყავი ადამიანების გარემოცვაში. იყვნენ გერმანელებიც, ავსტრიელებიც, რუსებიც და მთელი ევროპა ზეიმობდა.  იქ რომ მივედი, ვთქვი, რომ მე ვარ სტალინის ქვეყნიდან. მერე ვუთხარი, რომ მე ვარ საქართველოდან – ეს იყო მათთან მისასვლელი საშვი. ისედაც ვიყავი დაპატიჟებული რუსეთის საელჩოს წარმომადგენლისგან. ბოლომდე დავესწარი. მოვიდნენ ტელევიზიიდან, ჩაწერეს ჩემთან ინტერვიუ. როგორც მათ მითხრეს, რუსებისთვის გასაკვირი იყო, რომ მათზე მეტი ვიცოდი რუსეთსა და სტალინზე. მაინტერესებდა, როგორ აღინიშნებოდა გამარჯვების დღე და მერე, ტრადიციულად, წავედი რუსულ რესტორანში. ძალიან კარგები არიან რუსები. ჩემი მამიდები, ბიძა დღემდე იქ ცხოვრობენ. ერთი პერიოდი, ბავშვობის გარკვეული წლები, მეც სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი და რუსეთის უდიდესი ნოსტალგია მაქვს. 2015 წელს რუსეთში კონკურსის გამარჯვებული გავხდი და გრანპრი მივიღე. თემა მქონდა დაწერილი – „მშვიდობა კავკასიაში“, ჩვენი ერების მეგობრობაზე. როგორ შეიძლება, გეზიზღებოდეს და გძულდეს პუშკინის, ლერმონტოვისა და ტოლსტოის რუსეთი.
– პუტინის?
– პუტინი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. მაგალითად, შენ ცხოვრობ დიდ ვილაში და შენი მეზობელი ქოხიდან გესვრის კენჭებს, ხომ გაბრაზდები. ამ ქოხში, ჩვენს პატარა საქართველოს ვგულისხმობ. უძლიერეს სახელმწიფო რუსეთს ჩვენ კენჭებს ვესვრით, ის გვაპატიებს? კი არ გვაპატიებს, გადმოვა და ეზოსაც ჩამოგაჭრის ან მთლიანად წაგართმევს და ეყოლები მონად შენივე სახლში.
скачать dle 11.3