კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

№22 რატომ ითხოვს კახა კუხიანიძე პარასკევს, შაბათსა და კვირას ტრუსიკის ჩახდით ჩხრეკას და რის გამო არ დადის ის კვირის გარკვეულ დღეებში ღამის კლუბებში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი კახა კუხიანიძე იმ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, სადაც წლების წინ „ძველბიჭობა“, შავი ტანსაცმელი და ქუჩაში დგომა „კაი ტიპობასთან“ ასოცირდებოდა. მართალია, 12 წლის ასაკიდან ქუთაისში აღარ ცხოვრობს და დედაქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ მშობლიურ ქალაქზე შეყვარებულია. ამბობს, რომ გარემოცვამ, რომელშიც ის იზრდებოდა, მასზე ცუდი გავლენა ვერ მოახდინა და მას გასართობად არც კლუბური ნარკოტიკი, არც „პლანის“ მოწევა და არც ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღება არ სჭირდება.
კახა კუხიანიძე: ჩემი მშობლები მკაცრად მზრდიდნენ, თუმცა, მაინც ჩემს ჭკუაზე დავდიოდი. რთულად აღსაზრდელი ბავშვი ნამდვილად არ ვიყავი და მშობლებიც ყოველთვის მენდობობდნენ, სჯეროდათ, ცუდს არაფერს ჩავიდენდი. სულ მუსიკისკენ ვიხრებოდი და ისინიც ხელს მიწყობდნენ. თუმცა, ქუჩის სკოლის გავლაც აუცილებელი იყო და ამას ყველა მოზარდი გადიოდა, მათ შორის მეც.
–  ქუთაისში, წლების წინ, „ძველბიჭობა“, შავი ტანსაცმლით ქუჩაში დგომა და „პლანის“ გაბოლება „კარგ ტიპობასთან“ ასოცირდებოდა. ამაში მეთანხმები?
– გეთანხმები, წლების წინ არა მარტო ქუთაისში, ყველგან, შავი ტანსაცმელი თუ გეცვა, ბირჟაზე იდექი და „პლანს“ ეწეოდი, მაგარი ტიპი იყავი, მაგრამ თუ ვიოლინოთი და ნოტების რვეულით დადიოდი – დედიკოს ბიჭი. ჩემს შემთხვევაში, ეს ყველაფერი კომბინირებული იყო, თუმცა, ქუჩაში მთელი დღე ვერ ვიდგებოდი და თან, 12 წლიდან სერიოზულად დავიწყე ჩემს კარიერაზე  ფიქრი. ამიტომ, „ძველბიჭობისთვის“ და ბირჟაზე დგომისთვის არ მეცალა.
– დამეთანხმები, რომ გარემოცვა, მეგობრები და ნაცნობები მოზარდის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. ხომ ასეა?
– გეთანხმებით, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა „ძველ ბიჭებთან“, ნარკოტიკების მომხმარებლებთან და „პლანის“ მწეველებთანაც. თუმცა, ვერავინ დამაძალებდა, გინდა თუ არა შენც ნარკომანი, „პალანაქეში“ და ბირჟავიკი გახდიო. ყველა ადამიანი, თავად ირჩევს თავის ცხოვრების გზას. მიუხედავად გარემოცვისა, მე ვერ გავხდებოდი ნარკოდამოკიდებული, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში. მე სხვა განზომილებაში ვიყავი, არავის ვბაძავდი მოწევაში თუ „გაჩხირვაში“ და არც ქუჩაში დგომაში. ასე რომ, ჩემი ცდუნება ამ მხრივ, ვერ მოხდა (იცინის).
– ახლა, არ მითხრა, „პლანიც“ არ მაქვს მოწეულიო, არ დაგიჯერებ.
– ვინმემ რომ მითხრას, „პლანი“ გასინჯული არ მაქვსო, მეც არ დავუჯერებ. მთავარია, მასზე დამოკიდეული არ გახდე და მისი რეგულარულად მოხმარება არ გააგრძელო. მე ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და იმისთვის, რომ საღად ვიაზროვნო, სულაც არ მჭირდება „პლანის“ მოწევა. ალკოჰოლის დალევასაც კი ვერიდები. რეალისტი ვარ და ზომიერება ყველაფერში მიყვარს. სასმელშიც, ყანწებისა და განსხვავებულების დალევას „პრიატნად“ ყოფნა მირჩევნია. იცით, როგორი დალევა მიყვარს? რომ არ ვითიშები, „პრიატნად“ ვარ და კარგ ხასიათზე. თუ გავიგლიჯე და გავითიშე, ეგ რაღა დალევა და სიამოვნებაა?
– ვიცი, ხშირად სტუმრობ კლუბებს. კლუბურ ნარკოტიკზე რა აზრის ხარ?
– ჩემთვის ნარკოტიკი, ნარკოტიკია და კლუბური იქნება თუ სხვა სახის, რა მნიშვნელობა აქვს? იმისთვის, რომ კლუბში დრო გავატარო და ვიცეკვო, კლუბური ნარკოტიკი ნამდვილად არ მჭირდება, თორემ არც ყანწებისა და განსხვავებულების დალევა გამიჭირდებოდა, არც ყიდვა და არც დალევა. ასე რომ, კლუბური ნარკოტიკისგან შორს ვარ და მადლობა ღმერთს, ირგვლივაც ისეთი მეგობრები მყავს, ვისთვისაც ნარკოტიკი მიუღებელია. ახლა რომ დავფიქრდი, ნარკოდამოკიდებული მეგობარი არ მყოლია. ნარკომანების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ ვგიჟდები, თავს რომ იღუპავენ. ეს, რასაკვირველია, მათი არჩევანია და მათივე გადასაწყვეტი, მაგრამ რისთვის და რატომ? ლეგალიზების წინააღმდეგი ვარ და ჩვენი გადაშენების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიმაჩნია. არც მიტინგზე გავედი და ვერც მხარს დავუჭერ ლეგალიზებას. ბარიგების ძებნა კი, ეს იქნება კლუბებში, ბუჩქებში, სახლსა თუ ქუჩაში, ყველგან საჭიროა და უნდა ეძებონ. ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ამ საშინელებას და მათ შორის, ერთი ჩემი ნაცნობიც, რომელიც დღემდე ვერ მომინელებია. ჩემთვის ბარიგა არის მკვლელი, ის უნდა დაიჭირონ და მიუსაჯონ სამუდამო პატიმრობა! ზოგადად, ქართველებმა, არ ვიცით სწორი გართობა – ის, რომ კლუბში გართობას არ სჭირდება ნარკოტიკი და ქორწილში –  ღვინოში ბანაობა. ცეკვასა და სიმღერას რად უნდა, ხალხნო, ნარკოტიკი და სასმელი? უცხოეთშიც ბევრჯერ ვყოფილვარ ღამის კლუბებში და სრული თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს, მაგრამ მე ჩემს საქართველოში არ მინდა შევიდე კლუბში და ვუყურო, როგორ ჩამოსდის გოგოს პირიდან დორბლი და კოცნის „დუჟიანი“ გოგო გოგოს, ბიჭი – ბიჭს, გოგო –  ბიჭს და ბიჭი – გოგოს. ამის გამო არ დავდივარ ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას კლუბში.
–  კახა, სოციალურ ქსელში დაწერე სტატუსი: „ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ტრუსიკის ჩახდით ჩხრეკა უნდა იყოს, მე ამის მომხრე ვარ“. ბევრმა მოგიწონა ეს აზრი, ბევრმა კი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა.
– დიახ, დავწერე, რომ უნდა მოხდეს ტრუსიკის ჩახდით ჩხრეკა, ახლაც ამ აზრზე ვარ, მაგრამ იმაზე, რომ ბევრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა, ვერ დაგეთანხმებით. ერთი, რომელიც არ დამეთანხმა, მიტინგზე იყო და ამის მერე, დამიწერა კომენტარი, მართალი იყავი, კახა, არ ვიცოდი რომელ თავისუფლებაზე იყო საუბარი და ახლა გეთანხმებიო.  ერთი ცინიკურად მწერდა: საღოლ, ასე რომ აზროვნებო. დიახ, საღოლ მე და კიდევ ვამბობ: ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას უნდა იყოს სათანადო ჩხრეკა, თუნდაც ტრუსიკის ჩახდით, რომ ისევ არ გათენდეს ტრაგიკული დილა და არ გავიგოთ კიდევ ერთი ახალგაზრდის უაზროდ გარდაცვალება. არ შეიძლება, ასე უაზროდ კვდებოდეს ამდენი ახალგაზრდა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მე ეს მაწუხებს და ამიტომ ვსაუბრობ ასე ხმამაღლა. კიდევ ვამბობ, ის ჩემი ნაცნობი, რომელიც ნარკოტიკს ემსხვერპლა, ზუსტად ვიცი, არ იყო ნარკოდამოკიდებული, მაგრამ რა მოხდა, არ ვიცი. ფაქტია, ის დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. წეღან მკითხეთ, წრემ რატომ ვერ იქონია შენზე გავლენაო. მადლობა ღმერთს, მე კარგ წრეში და გარემოცვაში მომიწია გაზრდა და ეს მიხარია. კიდევ ვამბობ, ბარიგები მკვლელები არიან და მათი დანდობა არ შეიძლება. ყოველთვის სირცხვილი იყო, ადამიანს რომ ბარიგის სახელი ჰქონდა და მიკვირს, ასე თავისუფლად როგორ გადაადგილდებიან დღეს? „გაბლატავებულები“ არიან. ყველამ იცის, რომ ის ბარიგაა და ვერ ვხვდები, როგორ დადიან თავაწეულები ჩვენ გვერდით? ზუსტად ვიცი, მათ არ შერჩებათ ამდენი ახალგაზრდის სიკვდილი, მაგრამ გარდაცვლილებს – რა? ეს ნუგეშია? ჩემი აზრით, უფრო უნდა გამკაცრდეს კანონი ბარიგების მიმართ და ნარკოდამოკიდებულებს კი სპეციალურ დაწესებულებებში უნდა უმკურნალონ, იქნებ რამდენიმე მაინც გადარჩეს სიკვდილს. ძალის გამიყენებით ნარკოტიკის გამსაღებლებთან ბრძოლას მივესალმები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ უაზრობას და მომავალ თაობას მაინც გავუფრთხილდეთ, რომ ისინიც არ დავღუპოთ. როცა ადამიანი ვერ ახერხებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას, სხვა რაღაცისკენ იხრება, უფრო მარტივ გამოსავალს ეძებს – ნარკოტიკს და თავს იღუპავს. ამიტომ, არ უნდა მივიღოთ ლეგალიზაციის კანონი, პირიქით, უნდა გამკაცრდეს კანონი ნარკოტიკებთან დამოკიდებულებაში.
скачать dle 11.3