კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გადაურჩა სიკვდილს მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მერი ტარიელაშვილი და როგორ პასუხობს ის მამაკაცების არასასიამოვნო შემოთავაზებებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მოდელი მერი ტარიელაშვილი მსოფლიო სილამაზის კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი გახდა. „მისსამერ ვორლდ 2018“ ალბანეთში ჩატარდა და უამრავ კონკურსანტს შორის საქართველოს წარმომადგენელი იყო ის, ვისაც თავად კონკურსანტებიც კი ყველაზე მეტად გულშემატკივრობდნენ.
მერი ტარიელაშვილი: კონკურსში მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ ფინალში მხოლოდ 15 საუკეთესო გოგონა გადავედით. ვფიქრობ, საქართველოს სახელი და კულტურა ძალიან კარგად  წარვადგინე. ვაჩვენეთ ქართული ცეკვა, ქართული სამოსი, რომლითაც ყველას ყურადღება მივიქციეთ, ყველა აღფრთოვანდა. საჩუქრად ქართული ღვინო მქონდა წაღებული და მართალია,  ალბანეთიც თავს იქებს ღვინის კულტურით, მაგრამ ჩვენი, აშკარად, საუკეთესო იყო და ყველას ძალიან მოეწონა (იცინის).კონკურსი ალბანეთში ჩატარდა და ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი ოვაცია და ემოცია ალბანეთის  კონკურსანტის გამოსვლამ დაიმსახურა და ამას ნამდვილად იმსახურებდა, სხვათა შორის, ჩემი სეხნია და ულამაზესი გოგონა. მაგრამ იმის შემდეგ, მეორე საქართველო იყო, ვის წარმომადგენელზეც მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაში და ოვაციები არ წყდებოდა. ძალიან სასიამოვნო ემოციები მივიღე მათგან განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართული ეროვნული სამოსით წარვსდექი. ვაღიარებ იმასაც, რომ საცურაო კოსტიუმში გამოსვლისასაც აშკარად მე ვლიდერობდი (იცინის).
– ასეთი მასშტაბის კონკურსზე მეორე ადგილი აიღე, თუმცა, როგორც ვიცი, მაინც უკმაყოფილო ხარ, რატომ?
– მეტის მიღწევა შეგვეძლო, საკუთარ თავსა და სილამაზეზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, სილამაზის კონკურსებზე მხოლოდ სილამაზე არ არის საკმარისი. ასეთი ტიპის კონკურსისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომზადებაა საჭირო, რაშიც საქართველო ცოტათი მოიკოჭლებს – მხარდამჭრების თვასაზრისით, ფინანსების საკითხში თუ კიდევ სხვა ასპექტებში, რაც ძალიან სამწუხაროა. არადა ტურისტული თვალსაზრისით, ჩვენთვის საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა პოზიციონირება ისეთ ქვეყნად, რომელსაც ულამაზესი გოგონები ჰყავს, რაც ნამდვილად ასეა. გოგონები იქ მთელი დელეგაციებით იყვნენ, მე სულ მარტო ვიყავი ჩასული და შესაბამისად, არ მიკვირს, რომ პირველი ადგილი სხვამ დაიკავა.
– გართობა და დასვენება თუ მოახერხე?
– ყველაზე კარგად კონკურსანტებთან ურთიერთობა მახსენდება, ძალიან მეგობრული კონკურსანტები იყვნენ. გამიმართლა, იმიტომ რომ თვითონ კონკურსანტებიც მე მიჭერდნენ მხარს. ფინალის დაწყებამდე სათითაოდ მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად მე მოვიგებდი – შენ ყველაზე მეტად იმსახურებ გამარჯვებასო. იტალიამ უკვე მიმიწვია თავისთან სილამაზის კონკურსზე და დიდი სიამოვნებით გავემგზავრები. სამწუხაროდ, საქართველოში მოდის სფერო ძლიერი არაა, მაგრამ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მე ვერასდროს ვეტყოდი სხვას, მიჰყევი შენს ოცნებებს-მეთქი, თუ მე თვითონ არაფერს გავაკეთებდი ჩემი ოცნებების მისაღწევად. სილამაზის საერთაშორისო კონკურსი ჩემთვის ზუსტად ამის შესაძლებლობა იყო და ბედნიერი ვარ ამ მიღწევით.
– ლამაზ ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპს ამსხვრევ. მოდელობის პარალელურად, გაქვს პროფესიული ორიენტაციის ცენტრი.
– პროფესიული ორიენტაციის ცენტრის მთავარი მიზანია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს დავეხმარო საკუთარი კარიერული გზის პოვნასა და რეალიზებაში. მე მათ ვეხმარები, პრაქტიკაში ნახონ, როგორი იქნება მათი მომავალი პროფესია, მოირგონ როლები და დარწმუნდნენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს ან, პირიქით, სხვა რამ სცადონ. რაც შეეხება ლამაზი ქალისადმი სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, კი, ასეა. როცა მხედავენ, პირველ რიგში, გარეგნულად მაფასებენ და ნამდვილად არ ფიქრობენ იმას, რომ პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, რომ მაქვს პროფესიული ორიენტაციის ცენტრი, უნივერსიტეტში კარიერული განვითარებისა და სტუდენტების დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ როგორც კი ლაპარაკს ვიწყებ, ჩემდამი დამოკიდებულება ეცვლებათ.
– ვერ უარვყოფთ, რომ ვიზუალი საქმეშიც გეხმარება, მაგრამ ალბათ, ტკივილის მიზეზიც არაერთხელ გამხდარა.
– მიუხედავად იმისა, რომ სილამაზე, ერთი მხრივ, ძალიან გიადვილებს საქმეს, მით უმეტეს, თუ მეორე მხარეს მამარობითი სქესის წარმომადგენელია, პრობლემებსაც ქმნის. რადგან გარდა საქმიანისა, მამაკაცები ცდილობენ შენთან სხვა ტიპის ურთიერთობაც დაამყარონ, რაზე უარის მიღებაც არავის სიამოვნებს. ეს ყველაზე მტკივნეული მაშინაა, როცა ადამიანი შენთვის ავტორიტეტია და ძალიან ძვირფას მეგობრად მიგაჩნია. მისგან წამოსულ ასეთ დამოკიდებულებას, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანის დაკარგვამდე მიჰყავხარ, რაც არ გინდა. გინდა მასთან ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ არ გამოდის და სამწუხაროდ, იძულებული ხარ, საერთოდ გაწყვიტო. ამიტომ საქმეში ორმაგად ფრთხილი ვარ. ვცდილობ, ზედმეტად არ გავიღიმო, არ ვიყო გამომწვევი, შეხვედრაზე მოკლე ან ამოღებული არ ჩავიცვა, რომ ვიზუალზე არ გადავიდეს ზედმეტი ყურადღება.
– კონკიას მსგავსი ცხოვრება გაქვს. ძმასთან ერთად დედამ მარტო, მამის გარეშე, გაგზარდა. ბევრი პრობლემის გადალახვა დაგჭირდებოდათ.
– სამწუხაროდ, ასე იყო. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ყველაფრით უზრუნველყოფილები ვართ, მაგრამ უკვე მეც შემიძლია, ოჯახს დავეხმარო. ყველაზე მტკივნეული იცით, რა არის? იმდენად მივეჩვიე საკუთარ სურვილებზე უარის თქმას, რომ ახლა, როცა მათი დაკმაყოფილების საშუალება არსებობს, მაინც ყოველთვის არას ვამბობ, რადგან ეს უკვე ჩემს ხასიათშია.  ბავშვობაში დიდად ვერ ვხვდებოდი, რომ გვიჭირდა, უბრალოდ, ვერც წარმომედგინა, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ცხოვრება. რაც დედამ ჩვენთვის გააკეთა ჩემთვის გმირობის ტოლფასია.
– მამასთან ურთიერთობა ბავშვობიდანვე აღარ გაქვს, მაგრამ დღეს, ალბათ, მასაც ესმის შენი წარმატებების შესახებ.
– სამი წლიდან მამა აღარ მინახავს და სიმართლე რომ გითხრათ, აღარც მახსოვს. მეც მგონია, რომ გაიგებდა ჩემ შესახებ, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მხოლოდ ბებია-ბაბუასთან გვქონდა კონტაქტი, მაგრამ სამწუხაროდ, დაიღუპნენ.
– როგორც ვიცი, ხიფათიანი ბავშვობა გქონდა. არა?
– ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. წლინახევრის მდუღარე წყალში ჩავვარდი, ძალიან მძიმე დამწვრობა მივიღე, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩი. ორი კილო და ორასი გრამი დავიბადე, მიყურებდნენ, თურმე და ამბობდნენ, ამისგან ქალი უნდა გამოვიდესო... ძალიან სუსტი ვიყავი, ყოველ ზამთარში ფილტვების ანთება მქონდა. რამდენიმე წლის წინ, ბარბარობა დღეს გაზით მოვიწამლე და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში. თან ვხვდებოდი, რაც ხდებოდა, ყურებში წუილის ხმა მესმოდა, ძალა მეცლებოდა, მაგრამ უკვე ისე ვიყავი, აღარაფრის გაკეთება შემეძლო. ვცადე, აბაზანიდან გამოვსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე, იატაკზე დავეცი. მეგონა, ახლა ცოტა ხანი დავიძინებ, დავისვენებ და ავდგები-მეთქი. მაგრამ დედას შემთხვევით რომ არ გაღვიძებოდა, მე ვეღარასდროს გავიღვიძებდი. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, მაგრამ  ისეთ მდგომარეობაში მიპოვეს, დედას მკვდარი ვეგონე. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში გარდამხეტი აღმოჩნდა. ბევრი რამე გადავაფასე, გადავწყვიტე, მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს, რადგან მივხვდი, რომ რეალურად, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. შევიცვალე პროფესია, გადავედი ფსიქოლოგიურზე, ჩავერთე სამოდელო სფეროში და საკუთარი ოცნებების ასრულება დავიწყე.
– პირადს რაც შეეხება, როგორც ვიცი, არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხარ და არც შენ ხარ გულგრილი.
– არის ასეთი ადამიანი და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. როცა შეყვარებულს დავშორდი, ვერ წარმომედგინა, რომ ბედი უკეთეს საჩუქარს მიმზადებდა და მიხარია, რომ ჩემთვის სამაგალითო ადამიანს შევხვდი. მართალია, რომ მეც არ ვარ მის მიმართ გულგრილი.
скачать dle 11.3