კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა გადაწყვეტილება შეაცვლევინა მამა სერაფიმეს პატრიარქმა, როგორ აღმოჩნდა ის წმიდა ლაზარეს კუბოში და როგორ ებრძვის მძიმე დაავადებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მამა სერაფიმ ბით ხარიბი საზოგადოებას საკმაოდ ხშირად ანებივრებს სხვადასხვა მომღერალთან ერთად შესრულებული საოცარი საგალობლებით. როგორც თავად ამბობს, ეს საგალობლები მისთვის უფლის სიყვარულის ქადაგებაა, რომელთა მთავარი თემა უფლისა და ადამიანის ურთიერთობაა.
მამა სერაფიმე: კვიპროსის მიტროპოლიტმა ათანასემ კვიპროსზე მიგვიწვია საგალობლის შესასრულებლად. კუბო, რომელშიც საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე მიხილა, წმიდა ლაზარეს კუბოა. იქ ასეთი ტრადიციაა – ვინც ლაზარეს საფლავზე შედის, ის ამ კუბოში უნდა ჩაწვეს. როგორც ერთ-ერთმა კვიპროსელმა მითხრა, ზოგს ამ დროს მაცხოვრის ხმა ჩაესმის: „ლაზარე, აღსდეგ და გამოვედ!“
– როგორც ვიცი, თავადაც გაქვთ კუბო ეკლესიაში თქვენთვის.
– ანდერძში მიწერია, რომ კუბოს გარეშე გამასვენონ. მაგრამ ადრე, როცა ჩვენთან მამა ანდრია გელაშვილი გარდაიცვალა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რადგან ძალიან ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან. ავდექი და ჩემთვისაც შევუკვეთე კუბო, თუმცა შემდეგ მამა სერაფიმე კიკონიშვილმა მითხრა, რომ ასე არ შეიძლებოდა, რომ ქრისტე 33 წლის წავიდა და... ასე, რომ ჩემი კუბო დარჩა.
– თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გკითხავთ, რა გაწუხებთ და როდის დაიწყო ეს პრობლემები?
– ერთ მშვენიერ დღეს, ვიგრძენი, რომ საჭმელს ვეღარ ვჭამდი, ყლაპვის უნარი აღარ მქონდა, მალე წყლის დალევაც აღარ შემეძლო. გვეგონა, სიმსივნე მქონდა. ვიღაცამ საავადმყოფოში გადამიღო ფოტო და გავრცელდა ინფორმაცია, მამა სერაფიმე სიმსივნეს ებრძვისო. მადლობა ღმერთს, სიმსივნე არ აღმოჩნდა, ეს არის ეზოფაგოსპაზმის რთული ფორმა, ანუ ფიზიოლოგიური საყლაპავი მილის შევიწროება. ეს ის დაავადებაა, ბოლოს ნერწყვსაც რომ ვერ ყლაპავ და არ იცი, როდის მოგახრჩობს. 23 დღეში ათი კილოგრამი დავიკელი, თვე-ნახევარში – 16. არც ჭამა შემეძლო, არც სმა და მილის დახმარებით ვიღებდი დაბლენდერებულ საკვებს. როცა დიაგნოზი დამისვეს, სამკურნალოდ სანკტ-პეტერბურგის სავადმყოფოში გადამიყვანეს და იქ ქართველმა ემიგრანტებმა მომხედეს. იმ ხალხის თანადგომას რომ ვიხსენებ, მეტირება. მკურნალობას ახლაც ვაგრძელებ და ამ მიზეზით მიწევს ხოლმე ქვეყნიდან წასვლა. შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა. კვების პრობლემა ნელ-ნელა მიგვარდება, მაგრამ შეზღუდვები ჯერ კიდევ მაქვს.
– გასულ ზაფხულს თქვენს სახელთან საკმაოდ დიდი სკანდალი იყო დაკავშირებული და მერე გავრცელდა თქვენი ვიდეომიმართვა დროებით წასვლასთან დაკავშირებით. რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, გარიდებოდით ამ ყველაფერს?
– ამ ვიდეომიმართვაშივე ხმამაღლა ვამბობდი, რომ მერჩივნა, ცოტა ხნით მომერიდებინა თავი ამ ყველაფრისთვის, რადგან ცოტა გადავიღალე. როცა ადამიანი შეცდომას დაუშვებს, უნდა მიანიშნო, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ ქილიკი და დაცინვა სწორად არ მიმაჩნია. ძალიან მწყდებოდა გული გიორგი გაჩეჩილაძის გამო. არადა გიორგი გენიოსია, რასაც წერს, სასწაულია. ეს არ იყო გიორგის იდეა, ჩემი იყო, მაგრამ რატომღაც, ეს ყველაფერი მასაც შეეხო. მხოლოდ ჩემზე რომ წამოსულიყო ნეგატივი, კი ბატონო, ეს მივიღე და ვთქვი კიდეც: თუკი ვინმე დავაბრკოლე, შენდობას ვითხოვ-მეთქი.
– მერე იყო კიდევ ერთი საოცარი საგალობელი მეგი გოგიტიძესთან ერთად, რომელსაც  არაჩვეულებრივი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით, საერთო ჯამში ასეთი შეფასებებიც მოვისმინე: „თუ ამ მამაოს ვარსკვლავობა და პოპულარობა უნდა, „ნიჭიერში“ ან „X ფაქტორში“ გამოვიდეს, რატომ არის მამაოო?!”
– თუ ამ საგალობლებს  ინტერნეტში ნახავთ, მის ქვეშ უამრავ თბილ და დადებით შეფასებას წაიკითხავთ. ჩემთვის მთავარია, სიმღერა ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას ეხებოდეს. მე არ ვმღერი რომანსებს, რეპს, ბლუზსა და ჯაზს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად გამომდის, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ვუმღერი. ვიმღერე მეგი გოგიტიძესთან, „მუხამბაზთან“ – ცხოვრებაში პირველად დავწერე ქართული საგალობელი, ვიმღერე ირაკლი ფირცხალავასთან და ასე შემდეგ. თუ ჩვენი გალობა და ჰანგები საშუალებას მოგვცემს, იმ ახალგაზრდებამდე მივიდეთ, რომლებიც ეკლესიის წიაღს მოშორებულები არიან და რაღაცნაირად დავუახლოვდეთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თქვენ ვერ ნახავთ, რომ მე სადმე ვდგავარ და ვქადაგებ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წიგნშიც წერია. ჩემი ქადაგება სწორედ ეს გალობაა.
როგორ მიიღო მოსკოვის ყოფილი მერი მამა სერაფიმემო, ლამის მოღალატედ შეგრაცხეს.
– მივიღებ მასაც და საერთოდ, ყველას, ვინც ჩვენთან ეკლესიაში მოვა. მე წმიდანი არ ვარ და ყველა ვერ მეყვარება. სირიელი ბავშვების მკვლელი რომ ჩამოსულიყო, მიიღებდაო, წერდნენ და გეტყვით, რომ ყველას მივიღებდი. მე ყველა ერი მიყვარს, მათ შორის რუსიც – იქ გავიზარდე. მე მძულს პოლიტიკოსები, ღმერთმა შემინდოს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რაც არის, არის. ამიტომაც ვამბობ, რომ წმიდანი არ ვარ. ვერ მეყვარება პოლიტიკოსები, რომლებიც ქმნიან ვითარებას, რასაც ქვეყნებს შორის ომი და ახალგაზრდების იმქვეყნად წასვლა მოჰყვება. როგორ მიიღო რუსი, რატომ ჩადის რუსეთში და რატომ გალობს იქ? მაშინ, ჩემთან ერთად ის ქართველი ემიგრანტებიც ასეთები არიან, ვინც რუსეთში ცხოვრობენ? ეს ხომ სირცხვილია, ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და სიბოროტე უნდა გვძულდეს. რუსეთიდან დაგვპატიჟეს. კონცერტზე უნდა გვეგალობა, მაგრამ სად, არ ვიცოდით და მერე გავიგეთ, რომ კონცერტი კრემლში უნდა ყოფილიყო. ეს რომ გავიგე, მაშინვე უარი ვთქვი. ორგანიზატორები გაგიჟდნენ, ორი ათასი ბილეთი უკვე გაყიდულიაო, მაგრამ ვუთხარი, რომ ან ადგილს შეცვლიდნენ, ან უკან ვბრუნდებოდი. თავიდან კი წარმოუდგენლად მიაჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ, იძულებულები გახდნენ, კონცერტი სხვაგან ჩაეტარებინათ. რაც შეეხება ამ ორ სკანდალს, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და ისევ და ისევ შენდობას ვითხოვ, თუკი ვინმე დავაბრკოლე. ამის გამო მქონდა უკანდახევის პერიოდი. შარშანწინ, საერთოდ, ჯვარს ვდებდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია უკვე შესრულებული იყო – ჩვენს ენას ქანდის სკოლაში უკვე ოფიციალურად ასწავლიან.
– რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?
– უწმიდესმა მითხრა, რომ პენსიაზე გასვლა ადრეა და შენ შენივე ხალხს უნდა ემსახუროო. ეს არის ეთნიკური უმცირესობა, შენი იცი მათი ბუნება და მათ სულიერ სადარაჯოზე მსახურად უნდა იდგეო და ამით ყველაფერი მორჩა.
– დღეს ძალიან მტკივნეული თემაა ახალგაზრდობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი. ამ ყველაფრის ფონზე, საკუთარ შვილებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– მე, საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ახალგაზრდობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და ახლაც დავრბივარ, თუნდაც იმისთვის, რომ ჩემს დაავადებას ვებრძოლო. შვილებს რაც შეეხება, მათ ძალიან იშვიათად ვხედავ. მაგრამ ყოველთვის ვეუბნები: უბრალოდ, ეცადეთ, ისე იცხოვროთ, რომ საკუთარმა შეცდომებმა თქვენვე არ გატკინოთ გული-მეთქი. მე მხოლოდ შემიძლია ვუთხრა, მაგრამ გადაწვეტილებას მათ მაგივრად ვერ მივიღებ. შეიძლება, დავემხო მუხლებზე და ვეხვეწო, მაგრამ ძალის გამოყენება ქრისტიანული არაა. სჯობს, მოვკვდე, ვიდრე შვილს ხელი ვკრა, იმის გამო, რომ შეცდომა დაუშვა. ვინ არის შეუცდომელი?
– ახალგაზრდობა გაიხსენეთ, საინტერესო და მრავალფეროვანი წარსული გაქვთ.
– ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული. გამოგიტყდებით, დღესაც ვუყურებ აღმოსავლურ ორთაბრძოლებს. მერე უკრაინაში გადავედი და იქ სკოლა გავხსენი, სადაც ბავშვებს ვავარჯიშებდი. გავხდი „კანდიდატ მასტერა სპორტა“, ვმუშაობდი დაცვაში. როცა მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს, წავედი და ბერად აღვიკვეცე.
– არაერთხელ გადაურჩით სიკვდილს.
– გადმოვვარდი ავტოფარეხიდან, რომელიც სიმაღლით მესამე სართულს უტოლდებოდა და მადლობა ღმერთს, მოტეხილობაც კი არ მქონია. მერე ავტომობილმა გამიტანა და მაშინაც – არაფერი განსაკუთრებული. შემთხვევით „პერეგიდრონი“ დავლიე და თან, ორჯერ, რის გამოც პირი შიგნიდან ახლაც დამწვარი მაქვს. მერე ჩავვარდი ბეტონის ამრევ მანქანაში. ორი წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, მაგრამ მაინც გამოვძვერი. იმის მერე გავხდი მორბენალი და პირველი ადგილი დავიკავე, მიუხედავად იმისა, რომ ხელები და ფეხები „გადაჭრილი“ მაქვს. ზუსტად ამ ხელებითა და ფეხებით გავხდი ტაიკვანდოში ოთხგზის ჩემპიონი.
– ცოტა შარიანი ბიჭიც ყოფილხართ.
– მკლავებში ჯანი მომყვებოდა და ცხოვრებაში შარი, ძალიან შარიანი ვიყავი. მაგალითად, მოვდივარ, ვხედავ ვიღაც ჩხუბობს, შევდივარ ჩხუბში და ყველაზე ნაცემი მე გამოვდივარ (იცინის). შარშანწინ წერეთელზე ვიყავი და ვხედავ, მაგარი ჩხუბია. ვიფიქრე: ხალხი მიცნობს, ვისარგებლებ ამით და გავაშველებ-მეთქი. მივედი: აბა, ხალხო, რას ჩადით-მეთქი და გადავეფარე იმ ადამიანს, ვისაც სცემდნენ. მიცნეს კი არა, იმდენი მომხვდა... ბოლოს ვიღაცამ ფეხი რომ ასწია და დამხედა: ბიჭო, მამა სერაფიმე ყოფილაო (იცინის).  დღეს ამ ჩხუბის ორივე მხარის წარმომადგენლები ჩემთან დადიან ეკლესიაში.
скачать dle 11.3