კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ ატირა ლოლიტა ცინცაძემ საკუთარ ქორწილში მეუღლე რამდენჯერმე, რა ოთხსაუკუნოვანი ტრადიციის გამო გადავიდა ქმრის გვარზე და რის გასაცნობიერებლად დასჭირდა მას რამდენიმე დღე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ მოცეკვავე ლოლიტა ცინცაძე და ერეკლე მაჭავარიანი დაქორწინდნენ. მათი ქორწილი არაერთი სიურპრიზით იყო სავსე, რაც მთავარია, ლოლიტა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ქორწინების შემდეგ ის მეუღლის გვარზე გადავიდა და ახლა ცინცაძის მაგივრად, მაჭავარიანია. „თბილისელების“ სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ დაქორწინებას.
ლოლიტა მაჭავარიანი: მნიშვნელოვანი დღეების განსაკუთრებულად აღნიშვნა ძალიან მიყვარს, ქორწილიც ასეთი გამოვიდა. ამ ყველაფერში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ერეკლეს მშობლებმა და ძმამ. პატარობიდან ხომ ოცნებობ რაღაცებზე, განსაკუთრებით, როცა თემა ქორწილს ეხება, ეს ოცნება მათ რეალობად მიქციეს. საოცარი გრძნობა მქონდა. ერეკლეს დედიკო, რომელსაც უკვე დედას ვეძახი, ძალიან მეხმარებოდა იმ ნიუანსების მოგვარებაში, რომელიც ქორწილის დღეს პატარძალმა უნდა გაითვალისწინოს. საბოლოოდ ყველაფერი 100 პროცენტით ისეთი გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ. თავიდანვე მინდოდა, არასტანდარტული ქორწილი გვქონოდა და ასე გამოვიდა. ფუნიკულიორზე გადავიხადეთ, 170 კაცი გვყავდა დაპატიჟებული. ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ, სადაც მამამ შემიყვანა და შემდეგ ჩემი ხელი ერეკლეს გადასცა. მერე ფოტოები გადავიღეთ მცხეთაში, საგურამოში. იქიდან წამოვედით თბილისში. ფუნიკულიორზე მოვაწერეთ ხელი და უკვე ქორწილიც დაიწყო.
– ულამაზესი კაბა გეცვა, ძალიან დიდი შლეიფით, თავზეც დიდი გვირგვინი გედგა. ნამდვილი დედოფალი იყავი.
– როდესაც საქორწილო კაბების მოსარგებად მივდიოდი, ყველა მეუბნებოდა: შენი სხეულიდან გამომდინარე, „რუსალკას“ სტილის კაბა მოგიხდებაო. ჩემი პასუხი ასეთი იყი: ქორწილი ერთხელ გაქვს ცხოვრებაში, გაშლილი, დიდი შლეიფიანი კაბის ჩაცმის შესაძლებლობა ყოველთვის არ მექნება-მეთქი. რადგან ეს დღე ჩემთვის უძვირფასესი იყო, მინდოდა, ჩემი ჩაცმულობაც ასეთივე გრანდიოზული ყოფილიყო. საბოლოოდ, ზუსტად ასეთი კაბა მოვირგე. ერეკლე ამბობდა: შევიკეროთ კაბა, რომელსაც დავიტოვებთ, ჩვენი შვილები მას უნდა შეეხონ ხელითო. ბევრი მეკითხებოდა: ამხელა კაბა როგორ მოირგე ისე, რომ შიგნით დანარნარებდიო. ძალიან მსუბუქი იყო. უშველებელი შლეიფი ჰქონდა, ამიტომაც ფატა მოკლე ფორმის გავაკეთეთ, რომ კაბის სილუეტი არ დაკარგულიყო. ძალიან მინდოდა, ამ დღეს დიდი გვირგვინი მკეთებოდა. სადაც შევიკერე კაბა, მათ ვთხოვე, რომ მოეძიებინათ. ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამომიტანეს, სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული. ერეკლემ კაბა რომ ნახა, პირველი ის იკითხა: გვერდით როგორ უნდა დაგიდგეო. მაგრამ იმდენად ჰაეროვანი და ნაზი იყო, რომ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ
კაბის გვერდით თავი კომფორტულად ეგრძნო. არასდროს დამავიწყდება მისი სახე, როდესაც პირველად დამინახა: თვალები აუწყლიანდა.
– ქორწილს წინ უძღვის ნერვიულობა, სტრესული პერიოდი. თქვენ გქონდათ მსგავსი რამ?
– ნერვიულობა ქორწილის წინა დღეებში დამეწყო. ქორწინების შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა აქვს ქალსაც და მამაკაცსაც. ვფიქრობდი, რამდენად შევძლებ ამ პასუხისმგებლობის აღებას-მეთქი. მგონი, შევძელი, რადგან ყველაფერი კარგად მიდის. შეყვარებულობის პერიოდში ყურადღებას გრძნობ, მზრუნველობას, ოჯახის შექმნის შემდეგ კი, ეს ყველაფერი ორმაგდება. უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა ჩნდება. დღის განმავლობაში ის თუ დაღლილია, მეც დაღლილი ვარ – მის თავს ჩემს თავში ვხედავ. ვამბობ ხოლმე: ერთ სხეულში ორი სულია-მეთქი. ერეკლეც ანალოგიურად არის განწყობილი. რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ეს კითხვები დავუსვით და ორივეს ერთნაირი პასუხები გვქონდა.
– თანაცხოვრების პირველი პერიოდი ზოგჯერ რთულია წყვილებისთვის.
– საკუთარ თავს თავიდანვე შთავაგონე, რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და რაც უფრო მალე გავერკვევი ყველაფერში, რომ საცხოვრებელ ადგილს ვიცვლი, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიწყებ ცხოვრებას, მით უფრო ადვილი იქნება-მეთქი. რამდენიმე დღე დამჭირდა ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად: როგორ ვიყავი და როგორ მინდა წავიყვანო ჩემი ცხოვრება.
–  ქორწილში იყო სიურპრიზები?
– რადგან მოცეკვავე ვარ, ყველა ჩემგან ცეკვას ელოდებოდა. სწორედ იმიტომ რომ ჩემგან ცეკვას ელოდებოდით, მე ვიმღერებ-მეთქი. ერეკლემ არაფერი იცოდა. ჩემი ვოკალის პედაგოგი იტალიაშია, ძალიან დაკავებულია და თავისუფალ დროს „სკაიპით“
მეკონტაქტებოდა. როცა ის მირეკავდა, სწორედ მაშინ რეკავდა ერეკლე. ვერასდროს ვპასუხობდი და ხან რა მიზეზის მოფიქრება მჭირდებოდა, ხან – რის. ქორწილის დღეს გავუკეთე სიურპრიზი, ვუმღერე და ძალიან მოეწონა. სიმღერის დროს, როცა ვუყურებდი, აეცრემლა თვალები და საკუთარ თავს ვუთხარი: ახლა თვალები უნდა მოვაცილო, რომ მეც არ ამეცრემლოს და ხმაზე არ იმოქმედოს-მეთქი.
– მოკლედ, ქორწილის დღეს რამდენჯერმე აატირე ერეკლე.
– კი, ეს მიზანი მქონდა და გამომივიდა. მეჯვარეებმაც გაგვიკეთეს სიურპრიზი – ცეკვა მოგვიძღვნეს. მზია ორველაშვილი იყო ჩემი მეჯვარე და მე და ერეკლეს ქართული ცეკვა მისმა მეუღლემ მოგვამზადებინა. მზიკომ და ერეკლეს მეჯვარემ აჭარული იცეკვეს. მზიკო ულამაზესი იყო, ძალიან უხდება ორსულობა. მანამდე ვუთხარი: განსაკუთრებული მეჯვარე უნდა იყო-მეთქი და ზუსტად რამდენიმე დღეში გავიგე, რომ ორსულად იყო.
– ახლა მოგიწია ბათუმიდან თბილისში გადმოსვლა. გააგრძელებ ცეკვას?
– კი. ისევ ვგეგმავ ჩავერთო ცეკვის სფეროში. სექტემბრიდან თბილისში სტუდიის ამბები განვაახლო. ჯერჯერობით შეჯიბრებებზე აღარ გამოვალ. ერეკლე მიწყობს ხელს – უნდა რომ სტუდიის ხელმძღვანელი ვიყო, განვვითარდე, როგორც ქორეოგრაფი. ჩემი ბიზნესის წამოწყებაში მეხმარება, უკვე დაწყებული გვაქვს ამაზე ფიქრი და უნდა, რომ ამ საქმიანობამ გაამართლოს. ზოგადად ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, სულ მანებივრებს სიურპრიზებით. ცოტა ხნის წინ ბათუმში მივდიოდით, მაგისტრალზე უცებ გააჩერა მანქანა და გაგიჟებული გადახტა. ისე შემეშინდა. მან კი ყაყაჩოები დამიკრიფა და მომართვა.
– როგორც მივხვდი, ქორწილის შემდეგ მეუღლის გვარზე გადახვედი.
– კი, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემთვის მარტივი. ერეკლეს დიდი სურვილი და თხოვნა იყო. მათ შტოს მე-17 საუკუნიდან აქვს ეს ტრადიცია და მეც გადავწყვიტე, გამეგრძელებინა – გადავედი ერეკლეს გვარზე.
скачать dle 11.3