კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 დააკვირდით, როგორ გძინავთ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

დაფიქრებულხართ ოდესმე, ნიშნავს თუ არა რამეს როგორ წევხართ, როდესაც კომფორტულად გძინავთ, რაზე მიანიშნებს თქვენთვის მოსახერხებელი პოზა? შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ ძილის პოზებს, რომელიც ავლენს ადამიანის ხასიათს და გაეცანით თქვენს დახასიათებას.
 *  როცა გვერდზე წევხართ, მუხლმიდებული პარტნიორზე ან კედელზე – ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ადამიანები სანდოები და მშვიდები არიან, წამყვან როლს ასრულებენ მეგობრების კომპანიაში. მათი განაწყენება ადვილი არ არის. როგორც წესი, იშვიათად ბრაზდებიან. არ აქვთ მომავლის შიში. ადამიანს, რომელიც ამ პოზაში წევს, აქვს უნარი, გაიღიმოს ყველაზე წვიმიან და უამინდო  დღესაც  კი. ხოლო ცვლილებებს ყოველთვის პოზიტიურად აღიქვამენ.
* პოზა „მოკუნტული“ – ადამიანები, რომლებიც ამ პოზაში იძინებენ, ვერ ძლებენ თანაგრძნობის, მუდმივი ყურადღებისა და დაცვის გარეშე. მათი მთავარი მახასიათებელი არის – ტირილის სურვილი და მაღალი ემოციურობა. ამ პოზით ის თითქოს განცალკევდება, თავს იცავს გარემო წრისგან. ადამიანებს, ვისაც სძინავს მოკუნტული ან ემბრიონის პოზაში აქვთ ხელოვანებისთვის დამახასიათებელი უნარები ან ნიჭი, რომლის განვითარებაც შეიძლება ქორეოგრაფიის ან მხატვრობის შესწავლით. თუ თქვენს  პარტნიორს ასეთ პოზაში სძინავს, ეს ნიშნავს, რომ დროა შეწყვიტოთ მისი ყოველი ნაბიჯის კონტროლი, ხოლო თუ კატას სძინავს ამ პოზაში, ესე იგი, ოჯახში ყველაფერი რიგზეა.
* ხელები და ფეხები აქეთ-იქით არის გაშლილი – სხვადასხვა   მხარეს – ამ პოზაში, როგორც წესი, ისვენებენ. ეს ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, ლიდერები  არიან. ისინი თითქოს ცდილობენ ტერიტორიის დაპყრობას, დასაკუთრებას. მათი ძირითადი მახასიათებლებია ინიციატივიანობა და იმპულსურობა.  არ უყვართ სიურპრიზები, სამაგიეროდ, გიჟდებიან წესრიგზე. მოსწონთ სიმშვიდე ოჯახში და მომავლის დაგეგმვა. ეს ადამიანები მთელი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით უდგებიან თავიანთ საქმეს, მალევე აღწევენ მატერიალურ კეთილდღეობას და ხალხის პატივისცემას.
* პოზა, როცა წევხართ ზურგზე – ასე მონარქებს სძინავთ.  ადამიანებს, რომლებსაც უყვართ განტვირთვა მეგობრების კომპანიაში, არიან პოზიტიურები, მუდმივად ილტვიან მასიდან გამოყოფისკენ და ყოველთვის სიცოცხლით სავსენი არიან. სამსახურში მათი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია: საუბრობენ გამართულად, არიან რაციონალურები, გამჭრიახები და ალღოიანები. ზოგჯერ – ჯიუტებიც. ასეთი ადამიანი ყოველთვის ყველას ყურადღების ცენტრშია და ლიდერობს. ზურგზე მწოლიარე პოზას, როგორც წესი, უპირატესობას მამაკაცები ანიჭებენ.
* პოზა „ყანჩა“ – როცა ცალ ფეხშეკეცილს გძინავთ. ასეთ ადამიანებს უყვართ მოულოდნელობა. აქვთ თავგადასავლებისკენ მიდრეკილება. თუმცა ახასიათებთ ცვალებადობა. გადაწყვეტილებებს ძალიან რთულად იღებენ. ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამსახურში ამჯობინებენ აკურატულობას, სიმშვიდესა და სტაბილურობას.
скачать dle 11.3