კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 იმის გამო, რომ გოგონასთან ინტიმური ურთიერთობა მქონდა, ოჯახი მის ცოლად მოყვანას მიშლის


ოჯახი მკაცრად მზრდიდა და სულ იმას მიჩიჩინებდა, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ქართველი გოგონა მომეყვანა ცოლად. თუმცა, ბავშვობიდან მიყვარდა განსხვავებულად ჩაცმული, ლამაზი, თამამი გოგონები. ახლაც არ მიყვარს ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს. ნინა მეზობლის დაბადების დღეზე, კლუბში გავიცანი. ძალიან მომხიბლა მისმა უცნაურმა გარეგნობამ, არასტანდარტულმა ჩაცმულობამ და მხიარულმა ხასიათმა. არ დამიმალავს, რომ მისით მოვიხიბლე და სიმპათია მისგანაც ვიგრძენი. ნინას დედა რუსი ჰყავს და გარეგნობით მას ჰგავს – ქერა, გამხდარი, ლამაზი გოგოა, ხასითით, კი, როგორც თავად მეუბნება – მამას: თამამი, არაორდინარული და რისკიანია. თავის დროზე, თურმე, არც დედამისი უნდოდათ რძლად ქართველ დედამთილ-მამამთილს და იმის გამო იწუნებდნენ, რომ ძალიან მოკლე კაბა ეცვა და სიგარეტს ეწეოდა, თუმცა, მამამისმა არ დაუჯერა, ცოლად მოიყვანა. სამი შვილი გააჩინეს და დღეს ბედნიერი ოჯახია. მოკლედ, ნინა ის ადამიანია, ვისთანაც მაქსიმალურად ვიხსნები, მიხარია ცხოვრება და მინდა, ჩემი შვილიც მას ჰგავდეს. სახლში რომ გამოვაცხადე, შეყვარებული ვარ-მეთქი, დაინტერესდნენ, გამომკითხეს – ვინ არის, როგორი ოჯახის შვილიაო და რომ გაიგეს, დედამისი ქართველი არ იყო, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს – მაგ გოგოს ცოლად არ მოგაყვანინებთო. არ დამიმალავს, რომ მე და ნინას ინტიმური ურთიერთობა გვაქვს და მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია, როცა ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი უყვარს. მაგრამ ბებიაჩემსა და ბაბუაჩემს, ისეთები დაემართათ ამის გაგონებაზე, კინაღამ გადაყვნენ ამ ამბავს. დედ-მამის იმედი მქონდა, რომ გვერდით დამიდგებოდნენ და ისინიც კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ამბობენ, დედა რომ რუსი ჰყავს, ამას კიდევ ჩავყლაპავდით, მაგრამ დღეს რომ შენთან კოტრიალობს, რა გარანტია გაქვს, ხვალ სხვა კაცთან არ დაწვებაო. ამაზე სულ გადავირიე, სახლში სკანდალი მოვაწყვე. ჩემმა დამ ძლივს დამამშვიდა. ერთადერთი, ვინც გვერდით მიდგას, ეკაა – ჩემი უმცროსი და. მასთან ყოველთვის ვმეგობრობდი და არაფერი დამიმალავს. იცოდა ჩემი და ნინას ამბავი, არც შეუცხადებია და არც პრეტენზია გამოუთქვამს, პირიქით, ხელს მიწყობდა. რომ გავაცანი, ისე მოეწონა, გადაირია, მეუბნებოდა, აუ, რა ლამაზია, უცნაურად მომხიბვლელი, თბილი და მოსიყვარულეო. მეც ასე მგონია, მაგრამ ოჯახის წევრებს რა მოვუხერხო? ბებია-ბაბუის არ მიკვირს, ისეთ დროს არიან გაზრდილი, სიგარეტის მოწევა რომ ბოზობად ითვლებოდა, მაგრამ მამაჩემს და დედაჩემს რა სჭირთ ვერ გავიგე. მამაჩემი მეუბნება, რუს ქალებს ყველა სხვა თვალით ვუყურებდით, მხოლოდ გასრთობად გვინდოდა და შენ ვის ჰგავხარო. მგონი, ესეც ძველ დროში ჩარჩა. თანაც, ნინა რუსი არ არის, ქართველია და რომც იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? მიყვარს და ეროვნება რა შუაშია? ნინამ ეს ამბები არ იცის და ჩემი ოჯახის გაცნობა უნდა. რომ მეუბნება, როდის გამაცნობო, ენა მივარდება, რა ვუთხრა, არ უნდიხარ და ვერ აგიყვან-მეთქი? თუმცა, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს და საყვარელი გოგონას გამო, ჩემს ოჯახსაც დავუპირისპირდები და მთელ სამყაროსაც. უბრალოდ, იმის საშუალება არ მაქვს, დამოუკიდებლად ვირჩინო თავი. მინდოდა, სამსახურის შოვნა, მაგრამ არ გამიმართლა, არც ცალკე ბინა მაქვს, რომ იქ ვიცხოვროთ. მოკლედ, მიყვარს, ბედნიერი ვარ და თან, ვიტანჯები. ვერ ვხვდები, გამოსავალი სად ვნახო. ზუსტად ვიცი, ოჯახი ნინას არ მიიღებს, მე კი მის გარდა, სხვა არ მინდა და ვერც შევიყვარებ.
ნიკუშა, 26 წლის.скачать dle 11.3