კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გავხადოთ თხელი თმა მოცულობითი, მბზინვარე და ლამაზი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

თუ გსურთ, თქვენი თმა ვიზუალურად უფრო მოცულობითად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის, შეგიძლიათ გაიკეთოთ მელირება. შეიღებეთ თმა რამდენიმე სხვადასხვა ტონში. თმის ფერის მინიმალური გრადაცია, დავარცხნისას მოცულობის ილუზიას შექმნის. თმის ძირი ღეროზე უფრო მუქი უნდა იყოს.
შეარჩიეთ თმის მოვლის სწორი საშუალებები. ქაფი კი არ ეხმარება, უფრო პრობლემურს ხდის თმისთვის მოცულობის შექმნას. უმჯობესია, გამოიყენოთ სპრეი. ასევე, მუსი, რომლის თხელი ქაფი, იჭერს ფორმას და უფრო ფუმფულას ხდის თმას.
თმის გაშრობისას ჰაერის ნაკადი თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით მიმართეთ. ფენის რეჟიმი უნდა იყოს ზომიერი ან დაბალი. თმის გაშრობის დასასრულს, მოცულობა ძლიერი ფიქსაციის ლაქით დააფიქსირეთ. იმისთვის, რომ თმები არ დაგემუხტოთ, გამოიყენოთ ფენი, რომელსაც ჰაერის იონიზაციის ფუნქცია აქვს.
ნიღაბი თმის მოცულობისთვის და სწრაფი ზრდისთვის: 1 სუფრის კოვზი ჟელატინი კარგად გახსენით 3 სუფრის კოვზ თბილ წყალში. გააჩერეთ, რომ კარგად გაფუვდეს, შემდეგ შეურიეთ 1 ჩაის კოვზი შამპუნი და დაიდეთ თმაზე, შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით. გაიჩერეთ 20-30 წუთით და შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ. ნიღბის კვირაში ერთხელ გაკეთების შემთხვევაშიც კი, თმა ძალიან სწრაფად გაიზრდება და მოცულობაც მოიმატებს. იმისთვის, რომ მოცულობა თხელ და რბილ თმას მიანიჭოთ, კვერცხის გულისა და ზეითუნის ზეთის გამოყენება უნდა სცადოთ. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და დაბანამდე თმაზე წაისვით. შემდეგ  ცელოფნით კარგად შეიფუთეთ და პირსახოციც მოიხვიეთ. ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ.
თმის დამარბილებელი და ბზინვარების მიმცემი ნიღაბი: 100 გრამ მაიონეზს, დაუმატეთ თითო სადილის კოვზი არაყი და ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30 წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თმის ძირების გასამაგრებლად და ცვენის საწინააღმდეგოდ: დაფნის ფოთლის თბილი ნახარში დაბანილ, სუფთა თმაზე გადაივლეთ.
თმის დამარბილებელი ნახარში: კარგია დაბანის შემდეგ ძმრისა და ჭინჭრის ნახარშის გადავლება. ის არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას.
ლუდი ქერტლის წინააღმდეგ: შამპუნით დაბანილ თმაზე, წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ.
შავი პურის ნიღაბი თმის ღერის გასასქელებლად: თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე, წყალში ჩაალბეთ შავი პურის რამიდენიმე ნაჭერი. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ. პურის ნიღაბი აძლიერებს, ასქელებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას.
დაბანის დროს თმა არ დავარცხნოთ, რადგან, თბილი წყლით დაბანისას, თმის ძირები გაფართოვებულია და იმაზე მეტი თმა ცვივა, ვიდრე საჭიროა. უმჯობესია, თმა დაბანამდე დაივარცხნოთ.  ხვეულ თმაზე ბალზამი იხმარეთ, ხოლო, მშრალ თმაზე კი – კონდიციონერი.
скачать dle 11.3