რა იწვევს ცოლ-ქმარს შორის ხშირ კონფლიქტებს და რა კავშირშია ამასთან ბიოველი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№22 რა იწვევს ცოლ-ქმარს შორის ხშირ კონფლიქტებს და რა კავშირშია ამასთან ბიოველი

ოჯახის შექმნის დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეწყობა  თუ არა წყვილი ერთმანეთს ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომ მომავალში სირთულეების გადალახვა შეძლონ.
ხშირად წყვილს ერთმანეთი უყვარს, არც ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნებას, მაინც ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, ამის ბევრი მაგალითია და ოჯახები თითქმის უმიზეზოდ ინგრევა.
ყველა კონკრეტულ ოჯახს თავისი ენერგეტიკული ველი და აურა აქვს, ეს კი დამოკიდებულია სწორედ ცოლ-ქმრის აურაზე, მათ შორის არსებულ ენერგეტიკულ ურთიერთობებზე. ეს ქვეცნობიერად, ენერგიების დონეზე ხდება. თუ ეს ველი დარღვეულია, მაშინ ყველა უსიამოვნება, კონფლიქტი და უბედურება, რაც ოჯახში ხდება, სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის ნებისმიერ დარტყმას, პრობლემას, წინაღობასა თუ ბარიერს უძლებს და გადალახვაც უადვილდება.
ადამიანებს გარშემო აურა აკრავს. ის მოციმციმე გარსია და იქმნება ენერგიების იმ ნაკადით, რაც ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. ადამიანს ასეთი შვიდი ცენტრი აქვს. თითოეული მათგანიდან გამოსული ენერგია კი, ჩვენ გარშემო მოციმციმე, ვიბრირებად, ძლიერ შრეს ქმნის. ბიოველში, სულ შვიდი ენერგეტიკული შრეა. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით უფრო სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცოლ-ქმარი კი, ერთმანეთზე ზემოქმედებას ამ ბიოველების საშუალებით ახერხებს. როცა კავშირი ჰარმონიულია, ისინი ერთი მექანიზმით მუშაობენ, ერთმანეთისაც კარგად ესმით და მშვიდად თანაცხოვრობენ. მაგრამ, თუ ოჯახის საერთო ველი დარღვეულია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს – ხშირად კამათობენ, უმიზეზოდ ჩხუბობენ, ეჭვიანობენ და პატარა პრობლემასაც კი ართულებენ.
ზოგადად, ოჯახის საერთო ველის გაძლიერება და ამით მომავალი პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ადამიანთან ურთიერთობის დროს თავს უხერხულად გრძნობთ, იღლებით და გეწყებათ დისკომფორტი – ნუ აირჩევთ მას ცხოვრების მეგზურად და ამით საქმეს ნუ გაირთულებთ. ზოგი ადამიანი ამ დისკომფორტს თავიდანვე გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. არადა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია შემდგომი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ოჯახური თანაცხოვრების დროს კი, შესაძლოა, კრიზისულ სიტუაციამდეც მიგიყვანოთ.
გირჩევთ, ნუ წამოიწყებთ სასიყვარულო რომანს იმ ადამიანთან, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და მშვიდად ვერ გრძნობთ. მაგრამ, თუ ხვდებით, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, მშვიდდებით, დუნდებით, კმაყოფილებით ივსებით და გრძნობთ, მასთან განშორება გიჭირთ, ესე იგი, ეს ის ადამიანია, ვისთანაც მომავალში საერთო ენერგეტიკული ველი მყარი იქნება. ეს კი იდეალური ოჯახური ცხოვრების საწინდარია, რაც პრობლემებსაც აგაცილებთ და არც ოჯახის დანგრევის წინაშე აღმოჩნდებით. უმჯობესია, თავიდანვე დაფიქრდეთ და ამაზე წინასწარ იზრუნოთ.скачать dle 11.3