კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№22 რა საიდუმლო მისიით ჩავიდა ლავრენტი ბერია 1949 წელს ტიბეტში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

იმ უამრავ ინოვაციებს შორის, რაც ლავრენტი ბერიამ საბჭოთა უშიშროებაში დანერგა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო უშიშროების აგენტთა საიდუმლო-ოპერატიული სკოლის დაარსება.
უშიშროების ცნობილი გენერალი, 85 წლის პავლე სუდოპლატოვი 1992 წელს იხსენებდა: „ლავრენტი ბერია დიდი პიროვნება იყო და მას გამორჩეული გონება და შესაძლებლობები ჰქონდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ლავრენტი პავლოვიჩი ჩემი უშაულო უფროსი იყო და მისი ხელმძღვანელობით არაერთ წარმატებას მივაღწიე. არა. მე ვლაპარაკობ ნეიტრალური პოზიციიდან. ასე ვთქვათ, როგორც ობიექტური შემფასებელი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბერია საბჭოეთის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო. რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად. ბერიამ საბჭოთა უშიშროება ქვეყნის ნამდვილ ფარად და მახვილად აქცია და ეს აბსოლუტური სიმართლეა. ლავრენტი პავლოვიჩი მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც სჯეროდა და აიმედებდა ადამიანური შესაძლებლობები. ამასთანავე, ბერია უფრთხილდებოდა ადამიანურ რესურსებს და მარშალი ჟუკოვივით დაუნდობლად არ „ხარჯავდა“ ამ რესურსს საკუთარი თავის განდიდებისთვის. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჟუკოვმა ოთხჯერ იმაზე მეტი ხალხი შეაწყვიტა ფაშისტებს, ვიდრე ამას ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობა მოითხოვდა... ბერიასთვის კი, ადამიანური რესურსი დიდ ღირებულებას წარმოადგენდა. ყოველმხრივ ესწრაფვოდა მის შენარჩუნებას, განვითარებასა და სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენებას. სწორედ ამ მიზნით დააარსა მან უშიშროების აგენტთა საიდუმლო-ოპერატიული სკოლა, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე უმაღლესი კლასის საიდუმლო აგენტებს ამზადებდნენ და ხატოვნად მინდა გამომივიდეს, – ასეთი რამ თვით ჯეიმს ბონდსაც კი არ დაესიზმრებოდა...“
უშიშროების საიდუმლო-ოპერატიული სკოლა, რომლის შესახებაც გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერს, 1950 წლის 10 თებერვალს გაიხსნა და 1953 წლის 10 ივლისს დახურეს. ანუ, მან სულ რაღაც 3 წელი და 5 თვე იფუნქციონირა და ბერიას მკვლელობის შემდეგ, ხრუშჩოვის ბრძანებით შეწყვიტა არსებობა. სკოლაში სწავლა სამწლიანი იყო და მან მხოლოდ  ორმოცდაათი სუპერაგენტის მომზადება შეძლო. მათ შორის 46 მამაკაცი იყო და 4 ქალი. მეორე ეტაპის ორმოცდაათმა სტუდენტმა მხოლოდ ხუთი თვე ისწავლა და ყველანი გაყარეს ისე, რომ მათთვის ახსნა-განმარტება არ მიუციათ. თან, დაემუქრნენ, რომ თუკი ილაყბებდნენ, მხრებზე თავები არ შერჩებოდათ. საიდუმლო სკოლის პირველ გამოშვებას კი უკვე დავალებები ჰქონდათ მიღებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდნენ. ბერიას მკვლელობის შემდეგ, ყველა მათგანი მოსკოვში გამოიძახეს, ჩამოიტყუეს და დააპატიმრეს. საიდუმლო-დახურულ ციხეში გამოამწყვდიეს და ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოუღეს ბოლო.
სუდოპლატოვი ყვებოდა: „ბერიას ჩანაფიქრით, საიდუმლო აგენტთა სკოლას უმაღლესი ინტელექტუალური სუპერაგენტები უნდა აღეზარდა, რომლებიც ზერთულ დავალებებს შეასრულებდნენ. ლავრენტი პავლოვიჩმა სწორედ ასეთი ამოცანა დაუსახა ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს. მათ კი, შესაბამისი დასკვნა დაუდეს ბერიას, სადაც ეწერა: „ინდივიდს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ინტელექტი, ფიზიკური მომზადება და უძლიერესი ნერვული სისტემა“. ხოლო, როდესაც ინსტრუქტორ-პედაგოგთა კონტინგენტს არჩევდნენ, რომელშიც პირადად ბერია მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ საუკეთესოები ამოარჩიეს. ერთ-ერთ პედაგოგად ტიბეტელი ლამა ჩჟონცი შეარჩიეს, რომელიც სტუდენტებს საბრძოლო ხელოვნება უშუში წვრთნიდა და მედიტაციებს ასწავლიდა, რაც მათ (მომავალ სუპერაგენტებს) ექსტრემალურ სიტუაციებში აბსოლუტური წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. ჩჟონცი 42 წლის იყო და ტიბეტში 20 წლის ასაკიდან გადავიდა. მანამდე ის საქართველოში, თბილისში ცხოვრობდა და სინამდვილეში, გურამ ნაკაშიძე იყო. 1928 წელს კი, როდესაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა და აბსოლუტურად მარტო დარჩა, ფეხით ჩავიდა ტიბეტში და ბერი გახდა. ეს ინფორმაცია ბერიას ჯერ კიდევ 1938 წელს მიაწოდა „ენკავედეს“ პოლკოვნიკმა ანტონ კესარევმა, რომელიც ტიბეტის საიდუმლო ექსპედიციაში მონაწილეობდა. აშკარაა, რომ ბერია საქმის კურსში იყო, თუ როგორ  მოღვაწეობდა მისი თანამემამულე ქართველი ტიბეტში და 1949 წლის სექტემბერში პირადად ეწვია მას საიდუმლოდ  და საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე შეიპირა. 1950 წელს კი ტიბეტელი ბერი საიდუმლო-ოპერატიული სკოლის წამყვანი პედაგოგი გახდა...“
ბერიას ვერაგული მკვლელობისა და სკოლის ლიკვიდაციის შემდეგ, პედაგოგიური კოლექტივის ნაწილი უშიშროების ჩვეულებრივ სკოლაში გადაიყვანეს. ნაწილი კი, ციხეში ჩასვეს. დაპატიმრებულთა შორის იყო ჩჟონციც, იგივე გურამ ნაკაშიძე. მან, ერთი წელი ლეფორტოვის ციხეში დაჰყო, შემდეგ გააციმბირეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უკრეს თავი, სადაც პოლიტპატიმრები იხდიდნენ სასჯელს. თუმცა, 1955 წლის იანვარში, მინუს 35-გრადუსიან ყინვაში გაიქცა. მას მდევრებიც კი არ დაადევნეს, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. თუმცა, ნაკაშიძე ცოცხალი გადარჩა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახერხა წასვლა და 2001 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე კი, მემუარები გამოსცა, სადაც დაწვრილებით აღწერს თავის ცხოვრებას. დიდ ადგილს უთმობს ბერიას და დადებით კონტექსტში მოიხსენიებს მას.
скачать dle 11.3