კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მტრულ მოტივებზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში ქართული სახელმწიფო რუსულ სახელმწიფოს ოკუპაციას ედავება, „პატრიოტები“ მორიგ ჯერზე ესტუმრნენ წითელ მოსკოვს (მოლაპარაკების მოტივით). მოტივი კი, ერთი შეხედვით, კეთილშობილურია, მაგრამ აი, დსთ-ის კომიტეტში რატომ დაიარებიან, თითქოს „დუმას“, თუ მაინცდამაინც, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არ ჰქონდეს.
ჩემთვის უცნობია „პატრიოტული“ ზრახვანი (ქვენანიც და ზენანიც), თუმცა ვიცით, თუ რა გულისმომკვლელი სიტყვით მიმართა დეპუტატმა ადამ (მარშანიამ) თავის რუს კოლეგებს: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი აიღო (ვითომ სტრასბურგის სასამართლოს გულისხმობდა ამგვარ კურსად?!). სამწუხაროდ, საქართველოში არიან შიდა ძალები, 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის ავტორები, რომლებიც რატომღაც პარლამენტში სხედან და არ არიან სათანადოდ დასჯილები. არიან გარე ძალებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დიალოგს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას.“
ღალატი იქით იყოს და, ადამიანის, რომელიც, თუნდაც, ტივტივებს პოლიტიკაში და არ ესმის, რომ შენი ქვეყნის, თუნდაც, შენთვის აუტანელი ხელისუფლება არ უნდა დაადანაშაულო იმაში, რაც შენს ქვეყანას ვნებს (რადგან გამოდის, რომ რუსეთიც სწორად მოქცეულა, რომ უღიარებია შენი ორი რეგიონი) გონებრივი შესაძლებლობები აშკარად ეჭვქვეშაა.

скачать dle 11.3