კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 გირჩთა-გირჩი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე რა მოვწიე“?!

​მაშინ, როდესაც აქეთ – ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინიმ გაგვახსენა გამარჯვების გემო (ხუმრობა საქმე ხომ არ არის – სამ მილიონშიც კი რომ ასეთი გამოგერევა?!), იქით – ჩვენმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორმა აღგვითქვა ტაქტიკური იარაღით მომარაგება, რომ იქნება ხმალდახმალ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტანკ-„ჯაველინ“) ბრძოლაში გამარჯვებაც ვიგემოთ, გირჩთა-გირჩი (ესე იგი, ჯაფარიძე) თავის ამპლუაშია (ან კი როგორ არ იქნება, როდესაც „თავსა ახლად ვერვინ იშობს, ავსა კარგად ვერვინ შეცვლის“).
ჰოდა, რაკი არის, აქეთ – გირჩთა-გირჩი, იქით – ვერვინ შეცვლის, დიმიტრი ხუნდაძეს ფაშისტი უწოდა. რატომ? იმიტომ რომ, ხუნდაძის მოთხოვნით, მარიხუანის მომხმარებლები სახელმწიფო რეესტრში უნდა აღირიცხონ, რომ სამუდამოდ აეკრძალოთ ავტოტრანსპორტის მართვა, საგანმანათლებლო, სამედიცინო საქმიანობა და მსგავსი (პირადად მე ვეთანხმები, ესე იგი, მთლად ფაშისტი თუ არა, ფაშისტუნა გამოვდივარ, გირჩთა-გირჩის ვერსიით).
ცხადია, იბადება კითხვა, რატომ გვაიძულებს (გირჩთა-გირჩი), რომ, მაინცდამაინც, დაბოლილებმა გვასწავლონ და გვიმკურნალონ. რატომ და, თურმე, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი ძალიან ინდივიდუალური ყოფილა და განსხვავებულად რეაგირებს ერთსა და იმავე სუბსტანციაზეო. ამიტომაც შესაძლოა, დაბოლილმა ექიმმა ისე გიმკურნალოთ, რომ ავიცენა წამოდგეს საფლავიდან, მეც შემახედეთო.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა: „გირჩმა“ ჯაფარიძემ არც ის დამალა, რომ აქტიურად მოიხმარდა მარიხუანას 16-დან 35-წლამდე, ყოველ საღამოსაც კი ვეწეოდიო (დღისით, ნეტავ, დედა უშლიდა თუ პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი?!) და იმ პერიოდში სამი დიპლომიც აუღია, თავისით უსწავლია ინგლისური (აი, ჩინური რომ ესწავლა თავისით, სულ სხვა იქნებოდა), უმუშავია საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასწავლიდა წამყვან უნივერსიტეტში, დებატებშიც ვიღებდი მონაწილეობას და, საერთოდაც, მარიხუანა რთული სიტუაციების დაძლევაში მეხმარებოდაო (ცხადია, რთული გადასამოწმებელია, მართალს ამბობს თუ ქოსატყუილობს, მაგრამ, სულო ცოდვილო და, მარიხუანას დაღი კი დაუსვამს მის გამომეტყველებაზე).
აშკარაა, რომ მარიხუანის პოპულარიზაციას ეწევა (ხოლო, თუ გულწრფელი ვიქნები, მავნებლობს), თუმცა იბადება კითხვათა კითხვა: აი, იმ პათოსის ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი გმირი რომ ამბობს: „სამშობლოს თუ გაყიდი, კაი ფასი დაადე, არ გააპუსტიაკოო“. ანუ იმედია, გასამრჯელო, რასაც უხდიან, ღირს ამად.
скачать dle 11.3