კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 გამარჯვების გემოს დანატრულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ნახევრად სავსე

გასული კვირის მიწურულს, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავიც ვიზეიმეთ. რაკი ზეიმი, მაინც ზეიმია, ამჯერად არ შევჩერდები ისეთ გულსიმომკვლელ დეტალზე, რომ ეს ჩვენი დე-ფაქტო რუკა 1918 წლის დე-იურე რუკას ფრიად და ფრიად ჩამოუვარდება, მაინცდამაინც, არც მავთულხლართებს გავიხსენებ, რომელთა გადმოწევის საფრთხე ყოველწამიერია.
არ ვახსენებ, ვინაიდან თვით თბილისში ათიოდ საუკუნის წინათ სამას წელს არაბი ამირები ისხდნენ და ლამისაა მუსლიმანური კულტურის ცენტრად ჰქონდათ ქცეული, დღეს კი ჩვენ არათუ დავდივართ, სახელმწიფოც კი გვაქვს. მეტიც, 26 ქვეყნის პირველ პირსაც ველით სტუმრად!
თავად გასული, ანუ დამოუკიდებლობის იუბილეს კვირა კი მეტად დახუნძლული იყო მოვლენებით (კარგითაც და ცუდითაც): აშშ-ში დასრულდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და ჩვენმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს დეოკუპაციასა და „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანებას (ბოლოს და ბოლოს, სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს და მერე რა, რომ ოკუპანტის ტყვიაც კლავს, გულს მტრის ხელიც ვერ ადუმებს), სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სარჩელის ზეპირი მოსმენა გაიმართა რფ-ის წინააღმდეგ (2008 წლის ომში მისი უკანონო მონაწილეობის კონტექსტით) და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, იაპონიაში ტოჩინოშინმა გაგვახსენა გამარჯვების გემო.
თუმცა, რაკი ცხოვრება მხოლოდ სიამტკბილობა ვერ იქნება (ასე რომ იყოს, გემოსაც ვერ ჩაატან), არც თუ სასიამოვნოც ბევრი დატრიალდა: ნარკომოხმარების თავისუფლებასთან გაიგივებით დაწყებული და „ედ გე ბე ტე“ თემისა და მოზარდების დაპირისპირებით დამთავრებული, ზედაც, ჩვენებური ნაცისტების აქტივობის ფონზე და, რასაც ლაიტმოტივად კვლავ გასდევდა ეკლესიის მისამართით ქვების სროლა.
ასეა თუ ისე, ვინაიდან ყველაფერი აღქმაზეა: მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ეს ოხერი ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ მაინც ნახევრად სავსე?
скачать dle 11.3