კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (82)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№22 ლიბერალური დემოკრატია ქართულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე, პროვოკატორს – საბაბი, დანარჩენს კი – რეიტინგიო. ჰოდა, რაკი ყველას თავისი უნდა, „რუსთავი 2-მა“ გიორგი გაბუნიამ, არც აცია, არც აცხელა და ცენზურასთან მებრძოლის ალმით შეფრთიანებულმა (მეორე მხრივ, რატომ ღმერთი არ გაიცინებს, იქ რომ დაგმობენ ცენზურას, სადაც მთავარი ცენზორები არიან დავანებულნი?! მაგრამ შენ გაუგებ ლიბერალურ დემოკრატიას ქართულად?), მოახერხა და, საპატრიარქოს შეფასებით, ღვთის მგმობი გადაცემა მოამზადა.
მართალია, თავად გადაცემის ავტორი (და ტელეკომპანიაც) გამოხატვის თავისუფლების ვერსიას „აწვება“, მაგრამ, რაკი საპატრიარქოსაც აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება, სამღვდელოებას მიმართა, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“.
მე არ შევუდგები იმის გარჩევას, თუ სად გადი-გამოდის ჩემი და შენი თავისუფლების ზღვარი და მაქვს თუ არა იმის ქილიკის უფლება, რაც სხვისთვის ფასეულია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მეუფე იობის მიერ გიორგი გაბუნიას დაწყევლამ, განსაკუთრებით, ათეისტი და ლიბერალი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მოტივით, განა ეს ქრისტიანულია?!
ლოგიკა, მართლაც, უცნაურია (იმასაც რომ თავი დავანებოთ, უცებ ყველა რომ ღვთისმოსავი ხდება, როგორც კი მისთვის უსიამოვნო ფაქტი ხდება), თუკი ერთი მოქალაქე ფიქრობს, რომ მისი გამოხატვის თავისუფლებაა მეორე მოქალაქისთვის ღირებულზე ქილიკი, ვითომ მეორე მოქალაქის (თუნდაც, ის სასულიერო პირი იყოს) გამოხატვის თავისუფლება რატომ არ უნდა იყოს პირველი მოქალაქის დაწყევლა (თუმცა პირადად მე წყევლა არ მომწონს არც სასულიერო და არც არასასულიერო პირისგან)?!
მაგრამ აღშფოთებულებისაც მესმის: ქვების სროლა ერთი მიმართულებით, ანუ მათგან სხვისკენ უფრო კომფორტულია, თუმცა, როგორც ჩანს, ხელის შემბრუნებლებიც გამოუჩნდნენ.
скачать dle 11.3