კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№22 რუსული ბოდვები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სტრასბურგის სასამართლოში (სადაც საქართველო რფ-ს უჩივის) გასულ კვირას ზეპირი მოსმენა გაიმართა: მხარეებმა (რუსულმა და ქართულმა) და მათმა ადვოკატებმა თავ-თავიანთი არგუმენტები წარმოადგინეს.
რუსული დელეგაცია, ჩვეულებისამებრ, თავის ამპლუაში იყო: კერძოდ, რფ-ის წარმომადგენელმა (რაღა წარმომადგენელმა, რფ-ის მთლად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ) განაცხადა, რომ რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში (1922 წელს) სტალინმა შეიყვანა, ის კი ქართველი, სახელდობრ, გორელი იყო, აი, ოსებს კი არავინ ჰკითხა, უნდოდათ თუ არა საქართველოსთან ერთადო, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოში ქართველებმა რევანში განიზრახესო.
წესითა და რიგით, რფ-ის იუსტიციის მინისტრის ბოდვა სასამართლომ ყურად არ უნდა იღოს, იმას გარდა, რომ რფ-ის იუსტიციის მინისტრის მოადგილის შერაცხადობაა გასარკვევი (მეორე მხრივ, ამ საქმესთან სტალინი არაფერ შუაშია ან კი რა ესაქმებოდათ ოსებს ცხინვალში 1922 წელს?!).
თუ რუსი ჩინოვნიკის ლოგიკას მივყვებით: რაკი სტალინის ქართველობისა და გორელობის ვერსია არგუმენტად აქვთ, მეორე მსოფლიო ომიც ჩვენ მოგვიგია და, ამრიგად, რფ-ის ტერიტორიაც ჩვენია: ჰოდა, წავიდნენ და მერე რა, რომ ოთხი მილიონიც არ ვართ, დარწმუნებული ვარ, ფრიად წარმატებით ავითვისებთ დედამიწის მერვედს.
скачать dle 11.3