კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ არ იზიარებს მამა პეტრე კოლხი საპატრიარქოს პოზიციას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და რატომ გაუჩნდა მის შვილს მამის სასულიერო პირობაზე პროტესტი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

მამა პეტრე  კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხს, საზოგადოება იცნობს, როგორც არაორდინარულად მოაზროვნე მოძღვარს, რომელიც საკუთარ პოზიციას სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებს. „არ არის თქვენი ბრალი – ჩვენი ბრალია, ჩვენი, ჩვენი... მშობლების მხარში დგომა რომ გჭირდებოდათ, ისინი თქვენ თვალწინ ერთმანეთს ხოცავდნენ, თქვენ კი კარს მიიხურავდით და გამოსავლის ძებნაში სიცოცხლე არ გინდებოდათ. თუ ერთმანეთს არ უღებდნენ ბოლოს, ემიგრაციაში იყვნენ და მშობლების მონატრებას, მათ მიერ გამოგზავნილი ფულით კლუბში „ახრჩობდით“. სულის ტკივილი თუ შეგაწუხებდათ, ეკლესიას მიაშურებდით. იქ კი, სვირინგების, პირსინგების გამო გარეთ გიშვებდნენ... ამას მიზეზად იყენებდით და დარდის გასაქარვებლად ისევ კლუბს მიაშურებდით. საბოლოოდ კი ურწმუნოებაში, ნიჰილიზმში, სასოწარკვეთაში ერთი დღით ცხოვრობდით და იმ ერთ დღესაც ნარკოტიკი გართმევდათ.” – წერს მამაო სოციალურ ქსელში.
 პეტრე კოლხი: ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხმა აიმაღლა ამ მარაზმის წინააღმდეგ და საჯაროდ ამხილა ის კლუბები და ხელმძღვანელები, სადაც ასე ხელაღებით ხდებოდა ნარკოტიკების გასაღება და ირღვეოდა შიდა და სახელმწიფო კანონიც, არასრულწლოვნებს კლუბებში უშვებენ და ისინი იქ აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებოდნენ, სადაც შეეძლოთ ნარკოტიკების მიღება და საბოლოოდ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხდებოდნენ, უარეს შემთხვევაში – გარდაიცვლებოდნენ. ამ ნარკობიზნესში შოუ-ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან. ყველაზე მეტად შემძრა იმ ფაქტმა, რომ რუსთაველზე თითქმის არცერთი ახალგაზრდა ფხიზელი არ იყო და ისინი იბრძოდნენ, ოღონდ არ ვიცი, რისთვის. მოდი, ასე ვთქვათ, ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისთვის – რას ნიშნავს თავისუფლება და რისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ? ორივე მხარე არის აბსოლუტურად დამნაშავე, ბნელი და არაპორგრესირებადი, რადგან ჩემთვის მიუღებელია წამალდამოკიდებული ადამიანის ცხოვრება, ისევე როგორც „ქართული მარშის“ გამოსვლები, რადგან ორივე ერთმანეთს ავსებს და არის ერთი იდეა სხვადასხვა სახით – ეს არის საზოგადოების მანკიერება. „მამაო ჩვენოს“ შეძახილებით დედის გინება და შეურაცხყოფა მართლმადიდებლობას უფრო აკნინებს, ვიდრე იცავს.
– იმ აქციაზე თქვენი შვილიც იმყოფებოდა და გირეკავდათ, რომ თქვენც იქ მისულიყავით: არ უთხარით თქვენს შვილს, რომ არ წასულიყო?
– არ მითქვამს ჩემი შვილისთვის, არ წახვიდე-მეთქი. ჩემს შვილს რომ ვკითხე, აქციაზე რატომ იდგა, მან მითხრა, რომ ჩემი თანატოლები არიან ძალადობის მსხვერპლნიო. თუკი ეს ასეა, მე მივესალმები ბრძოლას ძალადობის წინააღმდეგ. რადგან ჩემი შვილი არის სასულიერო პირის შვილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ უნდა გამოხატოს. თუ მას მიაჩნია, რომ მისი თანატოლები და მეგობრები არიან ძალადობის მსხვერპლნი.
– როცა თქვენი შვილი გთხოვდათ, მისულიყავით, რატომ არ მიხვედით აქციაზე?
– გამომდინარე იქდან, რომ ვარ სასულიერო პირი, აქციაზე არ მივიდოდი, რადგან წარმოვადგენ მხარეს და იქ რომ სასულიერო პირი მისულიყო, ჩათვლიდნენ, რომ სასულიერო პირი მოვიდა  ეკლესიის სახელით, ვეგონებოდით ოფიციალური მხარე. მაგრამ მე ოფიციალური მხარე ვერ ვიქნებოდი, რადგან აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული აზრი მაქვს, ვიდრე საპატრიარქოს. ეკლესიის ყველაზე დიდი პრობლემა არის შეცდომების დაუნახაობა, რესურსების, იმ სასულიერო პირების გამოუყენებლობა, ვინც მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჩვენ რომ ეს რესურსი გამოვიყენოთ, პრობლემა ადვილად მოგვარდება. ეკლესიებში უფრო მეტად გადიან ახალგაზრდები ფეისკონტროლს, ვიდრე კლუბებში, პირიქით რომ იყოს, უკეთესია. ოღონდ მოვიდეს ახალგაზრდა ეკლესიაში და როგორიც უნდა, ისეთი იყოს. ეკლესიას ვადანაშაულებ ჩემს შვილთან მიმართებაში, როდესაც ჩემი შვილი 13 წლის იყო და მოკლე ტუნიკით იდგა მდინარეში, ამის გამო ამბიონზე სასულიერო პირების დასტამ ეშმაკი, სატანა და ამორალი უწოდა. იმ ბავშვს ვერაფრით დააჯერებ, რომ სასულიერო პირი არის კეთილი და საერთოდ, ღმერთი რომ კეთილია, რადგან ღვთის პირით მოლაპარაკე ადამიანები ყველაზე ბოროტები და დაუნდობლები გამოდგნენ და მას უკვე გაუჩნდა პროტესტი, რატომ არის მამამისი სასულიერო პირი თუ ასეთი ბნელი სასულიერო პირები არსებობენ.
– რამდენად მოდიან ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდები ეკლესიაში, თუ გაქვთ მათთან შეხება?
– ნარკოდამოკიდებულ ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს ურთიერთობა. თუ მათ თბილად დაელაპარაკე, ისინი ძალიან ადამიანურები და მოსიყვარულეები ხდებიან. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ადამიანებს აქვთ, უსიყვარულობის პრობლემაა. ისინი, ძირითადად, აგრესიის, ძალადობის, შეურაცხყოფის მსხვერპლი არიან და ყველგან და ყველაფერში სიყვარულს ეძებენ. როცა ვიღაც მოეფერება, გულში ჩაიკრავს და ჩაიხუტებს, მაშინაც შეცბუნებულები არიან, რადგან უკვირთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნა, ხიდჩატეხილობის პრობლემაა – როდესაც ჩვენს შვილებს უამრავი პრობლემა ჰქონდათ დაგროვილი და მშობლებთან კამათში ხარჯავდნენ დროს. ამ ბავშვების კლუბში წასვლაში ჩვენც ვართ დამნაშავეები.
– თქვენს ბავშვობაში, ახლაგაზრდობაში თუ გიჩნდებოდათ რაღაცების მიმართ პროტესტი?
– ბავშვობაშიც მიჩნდებოდა და ახლაც მაქვს პროტესტი ეკლესიაში არსებული მანკიერების მიმართ. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი – მამა იყო ძალიან უხეში, მკაცრი და იმ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ოჯახში უფროსებს შორის ხდებოდა, ძალიან რთულად აღვიქვამდი. თუ განსხვავებული აზრის იყავი, ამის გამო ქუჩაში ვერ გახვიდოდი, რადგან აუცილებლად გითავაზებდნენ, თუ მასების აზრს არ გაითვალისწინებდი, იყავი გარიყული, ჩასაქოლი და რევოლუციონერი. მე ყოველთვის ყოველგვარი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეს არ იყო ხელოვნური, ბუნებრივად ვიყავი ასეთი. როგორც პროტესტი, ბავშვობიდან მომყვება ერთი რამ:  90-იან წლებში ჩემი ქალაქი, წალენჯიხა მხედრიონელებმა ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით მიწასთან გაასწორეს. ჩემი სკოლა დაწვეს. ჩვენ ბავშვობა წაგვართვეს. წალენჯიხაში ჩემი ასაკის ბიჭებს და გოგონებს აუპატიურებდნენ და ამის მერე კონტრასტი რამაც შემიქმნა არის ის, რომ ჯაბა იოსელიანს ეროვნული გმირი ვუწოდეთ. მე ამას ვერასდროს ვერ მივიღებ და პროტესტი მიჩნდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს აქტი განახორციელა. ეს ბავშვობის ტრავმა სამუდამოა, აჩრდილივით მომყვება და ტკივილს ვერასდროს ვივიწყებ.
– არასდროს გქონიათ ნარკოტიკთან  შეხება?
–  ჩემს ბავშვობაში ნარკოტიკები ქუჩაში ეყარა, განსაკუთრებით მხედრიონის პერიოდში. მეც მაძალებდნენ, მაგრამ არასდროს გავკარებივარ. მით უმეტეს, სამეგრელოსა და სვანეთში ძალიან მოდაში იყო მარიხუანა და დიდი სიამაყით აცხადებდნენ: სვანეთის მარიხუანა მაქვს და ხომ არ მოვწიოთო. არასდროს გამჩენია სურვილი, გამესინჯა, რადგან მე ისედაც „ვკაიფობდი“ ჩემი ცხოვრებით, წიგნების კითხვით, ლექსებით, პოეზიის საღამოების მოწყობით, ოღონდ, ჩემნაირი გვერდით არავინ მყავდა, რაც ურთულესი იყო. მე ვაკუუმში ვიყავი, ძალიან დიდ იზოლაციაში მოვაქციე საკუთარი თავი, თუმცა, ვარ ბედნიერი, მე გავილაშქრე საზოგადოების წინააღმდეგ და არ დავემსგავსე იმ გარემოს და საზოგადოებას, სადაც ვიმყოფებოდი. ამიტომ, ნურასდროს ნურავინ იტყვის, რომ არის საზოგადოების მსხვერპლი. მე ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ ჩემში ჩამეკლა პირადი თუ ინტელექტუალური მოთხოვნილებები და გავმხდარიყავი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორებიც არიან სხვა დანარჩენები ჩემს თაობაში და ტაში დამეკრა მოძველებულ ტრადიციებზე, შეხედულებებზე და მეც მეთქვა: არ შეიძლება, რას იტყვის ხალხი, სწორედ იმას ვაკეთებდი, რასაც ხალხი კრძალავდა, რადგან ხალხი არის ბრბო.
скачать dle 11.3