კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რაზე არ მისცა კურთხევა ნინო სამნიაშვილს კათოლიკოს-პატრიარქმა და როგორ განიკურნა ის მესამე სტადიის თავის ტვინის სიმსივნისგან ტრადიციული მედიცინის გარეშე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

რელიგიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში ჰქონდა, რა თქმა უნდა, გაუაზრებლად. ცოტა რომ გაიზარდა, ყველაფერი კარგად გააცნობიერა და გადაწყვიტა, ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნა, მაგრამ პატრიარქმა მისი შემოქმედების მოსმენის შემდეგ, ამის უფლება არ მისცა.

ნინო სამნიაშვილი: დედა მუსიკოსი მყავს და მისი დამსახურებაა, რომ ოთხი წლიდან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ექვსი წლისა კი, უკვე – ორკესტრთან ერთად. ახლა 31 წლის ვარ და თუ ამ სფეროში წინ წავედი, ეს რამდენიმე ადამიანის დამსახურებაა და მე მათი განსაკუთრებულად მადლობელი ვარ. მათ შორისაა ლელა მინაშვილი და მადონა გაფრინდაშვილი – ზესტაფონის პირველი მუსიკალური სკოლიდან, თბილისის ნიჭიერთა ათწლედიდან – თამრიკო კეჩხუაშვილი, სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები: ნანა ხუბუტია და რუსიკო ხოჯავა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი ირინა ხერჟი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებს შევხვდი. წელს მაგისტრატურას ვამთავრებ, ბათუმში ამისთვის ვარ ჩამოსული. ბაკალავრიატი კი, თბილისის კონსერვატორიაში დავამთავრე. 16 წლიდან უწმიდესთან ვუკრავ. 13 წლის ვიყავი, როცა მონასტერში წასვლა და დარჩენა გადავწყვიტე. მათ იცოდნენ, რომ მუსიკოსი ვიყავი და ჩემი მოძღვარი მამა ტარიელი მონასტერში ჩემი დარჩენის წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, შენ მუსიკოსი ხარ და ამ გზას უნდა გაჰყვეო. მონასტერში ცხოვრებისას მუსიკის წერა დავიწყე. „ილიაობას“ პატრიარქთან მიმიყვანეს და უთხრეს, რომ მონასტერში დარჩენა მინდოდა. მაშინ უკვე 16 წლის ვიყავი. პატრიარქმა მომისმინა და მითხრა: შენ ერს სჭირდები, მე ვერ მოგცემ მონასტერში დარჩენის კურთხევასო და ერში დავრჩი. ბედნიერი ვარ, რომ უწმიდესმა კეთილი საქმის კეთების კურთხევა მომცა. მუსიკოსი მეგობრები ვნახე და მათთან ერთად 2008 წლიდან ჩამოვაყალიბე ჯგუფი „ნინო და მისი მეგობრები“. პირველი კონცერტი ბავშვთა სახლის დასახმარებლად 2010 წელს გვქონდა. ამის შემდეგ, პატრიარქის კურთხევით, საქველმოქმედო კონცერტებს ყოველწლიურად  ვატარებთ.
– ძალიან პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონიათ რელიგიასთან.
– როგორც დედა მიყვება, სამი წლისა ძილში პირჯვარს ვიწერდი. როცა ამან ყოველდღიური სახე მიიღო, სახლში მოძღვარი მოიყვანეს და მას უთქვამს, რომ უნდა მოვნათლულიყავი. მას შემდეგ დავდიოდი სამლოცველოში, გავხდი აღმსარებელი, მედავითნე, მგალობელი და სხვანაირი ინტერესი გამიჩნდა ეკლესიისადმი.
– დედა როგორ ხსნის სამი წლის ასაკში გამოვლენილ ასეთ ინტერესს?
– როცა მეკითხებოდნენ, ძილში პირჯვარს რატომ იწერო, თურმე, ბავშვური ენით ვყვებოდი, რომ სიზმარში დიდი ბაბუა ვნახე, რომელსაც თეთრები ეცვა და გულზე დიდ ჯვარს მკიდებდა. ეს სიზმარი ყოველღამე მეორდებოდა. მეორე კლასში ვიყავი, როცა ერთ დღეს, ტაძარში ქადაგების დროს ხშირი პირჯვრის წერა დავიწყე, რითაც ყველას ყურადღება მივიქციე. შემდეგ უცებ გავითიშე და წმიდა ნინოს გამოცხადება მქონდა – ჯვარს მსახავდა. გარდა ამისა, დედა ყოველდღიურად გვიკითხავდა საღვთო ისტორიას და ჩემში ამ ინტერესის გაღვივება სწორედ მისი დამსახურებაა.
– მაგრამ 13 წელი ძალიან ცოტაა ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც მონასტერში წასვლაა. როგორი იყო ოჯახის რეაქცია?
– მამა წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა ჩემი გაშვება. დედასაც არ უნდოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ დავბრუნდებოდი. მე კიდევ უფრო და უფრო მეტად მაინტერესებდა, რა ხდებოდა მონასტერში იმის მიღმა, რასაც ჩვენ ვხედავდით. თავდაპირველად დედას ვთხოვე, რომ მცხეთის სამთავროს მონასტერში წავიდოდი, იმიტომ, რომ იქ მამა გაბრიელი ცხოვრობდა, იქ მაყვლოვანის მონასტერია, სადაც წმიდა ნინომ შეაფარა თავი და ასე შემდეგ – ჩემში ეს ყველაფერი ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. დიდი ხნით რომ დავრჩი, მშობლები ძალიან განიცდიდნენ, ეშინოდათ, საერთოდ არ დავრჩენილიყავი, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ ამას არ ვაპირებდი. სინამდვილეში, პირიქით იყო, მაგრამ სიმართლე რომ მეთქვა, ვიცოდი, ძალიან ინერვიულებდნენ. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე: სიყვარული, მორჩილება, სიკეთე, შრომა. როცა დარჩენის კურთხევა არ მომცეს და წამოვედი, ცხრა თვის განმავლობაში გრძელმკლავიანი არ გამიხდია, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო. ძალიან განვიცადე, მაგრამ პატრიარქს ვერ შევეწინააღმდეგებოდი.
– პატრიარქი იყო ის, ვინაც გადაწყვეტილება შეგაცვლევინათ და არ მოგცათ დარჩენის კურთხევა.
– მგონი ერთადერთი ვარ, ვისაც ამის უფლება არ მისცა. ძალიან ბევრი, მონასტერში წასულის დედა მივიდა მასთან, შვილის დაბრუნების თხოვნით, მაგრამ უწმიდესი პასუხობდა, რომ ეს მათი გადაწყვეტილება იყო, რომელშიც ვერ ჩაერეოდა.
– თქვენ რატომ არ მოგცათ კურთხევა დასარჩენად?
– უწმიდესს ძალიან უყვარს ხელოვანი ადამიანები. ყოველთვის ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ. მთელი ეს დრო ამაში ვრწმუნდები. ყველა უყვარს, მაგრამ მათ განვითარებაზე გამორჩეულად ზრუნავს. ამიტომაც მითხრა, შენ მუსიკოსი ხარ, შენ ერს სჭირდები და მათთან უნდა დარჩე. იმიტომ, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგიძლიაო. ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. მისი სიტყვა და მისი ნუგეში ჩემთვის ყველაფერია. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე და ვიცი, რომ ეს მისი ლოცვისა და სიტყვის ძალის დახმარებით მოხდა.
– რთული ეტაპი ახსენეთ. როდის შეგექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
– ზუსტად ორი წლის წინ გავიგე ამ პრობლემის შესახებ. სანამ მეტყოდნენ, რომ თავის ტვინის სიმსივნე მქონდა, იყო მეხსიერების დაქვეითება, ბარბაცი, შინაგანი სისუსტე. იმ პერიოდში გამოცდები მქონდა და გადაღლილობას ვაბრალებდი. მერე თავის გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო. პირველად ანალიზმა ეს შედეგი რომ აჩვენა, არ დავიჯერე და სხვაგან წავედი. იქაც გამიმეორეს, რომ სიმსივნე მქონდა და მთავარმა ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთო. ეს შედეგი ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო სენტიმენტად ვერ აღვიქვი. არ მიფიქრია, რომ მე იმწუთას საცოდავი ბავშვი ვიყავი. ქიმიოთერაპიაზე მაშინვე უარი ვთქვი და გურიაში, შემოქმედის ეპარქიაში მეუფე იოსებთან წავედი. ვთქვი, თუ რამე მომივა, აქ მომივიდეს და არა სახლში-მეთქი, რადგან არ მინდოდა, რომ ჩემებს ენერვიულათ. იქ არის დედა ელენე, მისი დის ქმარი მეცნიერია – ბატონი გია ალექსიძე, რომელმაც ამ დაავადების წამალი გამოიგონა. ჩემი მდგომარეობის შესახებ რომ გაიგეს, სასწრაფოდ გიასთან გამომიშვეს. იქიდან მოყოლებული, დღემდე ვმკურნალობ და ვფიქრობ, რომ ღმერთმა და ჩემმა რწმენამ გადამარჩინა, რა თქმა უნდა, ამ წამალთან ერთად. სხვა ყველაფერზე, რასაც ტრადიციული მედიცინა ითვალისწინებს უარი ვთქვი. დასხივებაც შემომთავაზეს, ქიმიოთერაპიაც, ქირურგიული ჩარევაც, მაგრამ არცერთი მათგანისთვის არ მიმიმართავს. თუ დამიჯერებთ, ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა. დიაგნოზის გაგებიდან მეორე დღესვე შევუდექი ყოველდღიურ საქმეებს, ვიცოდი, მათი დახმარებით მდგომარეობიდან გამოვიდოდი. ამ დაავადების მქონე ძალიან ბევრი ადამიანი დავიმეგობრე და ვნახე, რომ  მათი 95 პროცენტი სასოწარკვეთასაა მიცემული. იმას კი არ ფიქრობენ, რომ აუცილებლად განიკურნებიან, ყოველდღე ემატებათ შიში, ვაითუ რამე დაემართოთ. მე ასე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ვისაც ჩემზე მძიმე მდგომარეობაში უწევთ ყოფნა და ამიტომ მე არ მაქვს უფლება, არ გავიღიმო და დაცემული ფეხზე არ წამოვდგე.
– ბუნებრივია, პატრიარქთან გექნებოდათ ამაზე საუბარი.
– პატრიარქს მოვუყევი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მან ხელი თავზე დამადო და მითხრა, შენ გადარჩებიო. არ მიკითხავს, როგორ? არც ეჭვი შემპარვია მის სიტყვებში. დავიჯერე და ეს იმდენად დიდი რწმენა იყო, რამე რომ დამმართნოდა მაინც დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ გადავრჩებოდი. მკურნალობამ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა, მესამე სტადიიდან უკან დავბრუნდით. იმ პერიოდში ღამე მეღვიძებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა, ტკივილი მატირებდა. თუმცა დილას ისევ ღიმილით ვიწყებდი და არაფერს ვიმჩნევდი, ამიტომაც ყველა მეუბნებოდა, შენ არაფერი გჭირსო.
– ერთი წელი ოჯახს უმალავდით, არა?
– მხოლოდ ჩემმა მოძღვარმა, ექიმმა და რამდენიმე მეგობარმა იცოდა. მეგობრებს ვაფრთხილებდი, არ შემიცოდოთ, თუ თქვენში სიბრალულს დავინახავ, აღარ დაგელაპარაკებით-მეთქი. არ მინდოდა ოჯახის წევრებს ენერვიულათ, მათ ტკივილს ვერ ავიტანდი. ამიტომ მათ ერთი წლის შემდეგ ვუთხარი, მაშინ, როცა სტამბოლიდან ანალიზების კარგი პასუხები ჩამოვიდა. გაგიჟდნენ, ტირილი დაიწყეს, აქამდე რატომ არ გვითხარიო და ავუხსენი, რომ ზუსტად ამ მომენტს ველოდი, როცა უკეთ ვიქნებოდი, ახლა კი ისინიც იმედიანად უნდა ყოფილიყვნენ. ახლა ძალიან პატარა კვანძები ისევ მაქვს, რა თქმა უნდა, კეთილთვისებიანია. ვფიქრობ, რომ რწმენით და კეთილგანწყობით ამის დამარცხებაც შესაძლებელია.
– ამ ყველაფრის პარალელურად, შეიძლება, ბევრისთვის ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ექსტრემს უჭირავს: ალპინიზმი, მოტოციკლი...
– ოც წლამდე ძალიან მეშინოდა სიბნელის. როცა ბნელოდა, სახლში მარტო ვერ ვჩერდებოდი. იმ პერიოდში მკლავში დამჭრეს. თავისუფლების მეტროსთან თავს დამესხნენ და ფულს მთხოვდნენ. არ მივეცი და დანით დამჭრეს. ამის შემდეგ ჩემი შიშები კიდევ უფრო გამძაფრდა. ოჯახმა კარატეზე მიმიყვანა, შემდეგ, ჩემი სურვილით, სროლის სწავლა გადავწყვიტე, რადგან იარაღი ძალიან მიყვარს. მერე მოტოციკლეტმა დამაინტერესა. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს მშვილდი. ეს ყველაფერი ჩემთვის განტვირთვაა ალპინიზმთან ერთად. ცოტა ხანი კალათბურთზეც დავდიოდი. მერე გადავწყვიტე, ჩემს შიშებთან გასამკლავებლად მარტო წავსულიყავი ლაშქრობაში. პირველად ათი დღით ზემო აჭარაში წავედი. საშინელება იყო პირველი ღამე მარტო კარავში – წარმოიდგინეთ, მაშინ ნებისმიერი ფრინველისა და მწერისაც კი მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ ვერ გავათენებდი და მოვკვდებოდი (იცინის). მაგრამ მერე ეს შიშები გადავლახე. კამიანის ციხესიმაგრეზე მითხრეს, იქ დარჩენა საშიშია, რადგან ადრე რაღაც რიტუალები ტარდებოდაო, მაგრამ გავჯიუტდი და ღამე იქ გავატარე. პირველი-ორი დღე საშინელი შიშები მქონდა. რომ მეუბნებოდნენ, ამა და ამ ადგილას ნუ წახვალ, ღამე ნადირიაო, არ ვუჯერებდი და მწვანე ტბაზე ტურებმა საჭმელი შემიჭამეს (იცინის). მერე ბევრი რამ ვისწავლე, ერთი წვეთი წყლის ფასი გავიგე – რვა საათი წყალს ვეძებდი. ბოლოს ვნატრობდი, ტალახიანი წყალი მაინც შემხვდეს-მეთქი. იქ გავიგე ერთი ლუკმა საჭმლის ფასი და პრობლემების დამოუკიდებლად გამკლავებაც ვისწავლე. მაშინ არ ვიცოდი, რომ მოუმზადებლად წასვლა არ შეიძლება. თან, სადაც უფრო კისრის მოსატეხი იყო, იქეთ მივდიოდი. ათდღიანი ლაშქრობიდან რომ დავბრუნდი, 12 კილოგრამი მქონდა მოკლებული. ღამით, როცა კარვის წინ ცეცხლი არ ანთია, ნადირი იოლად მოდის. რადგან ბალახი ცვრიანი იყო, ჩემი მოგზაურობის მეშვიდე დღეს, ცეცხლი ვერ დავანთე და მგელი მოვიდა. ხელში ფსკვნილი მეჭირა და მთელი ღამე ლოცვაში გავათენე. ვიცოდი, რომ პანიკაში ჩავარდნა და ზედმეტი ემოციების გამოჩენა არ შეიძლებოდა. მგელმა იღრინა, უარა კარავს, ხან თათით, ხან კბილებით ცდილობდა შემოღწევას, მაგრამ გამიმართლა, რომ ძალიან კარგი კარავი მაქვს, რომელსაც დღემდე აქვს შერჩენილი მგლის კბილები, რითაც მე ახლა ვამაყობ, მაგრამ მაშინ კინაღამ მოვკვდი (იცინის). ამ ყველაფრის შედეგად სიყვარული ვისწავლე. თუ აქამდე მწერებისაც კი მეშინოდა ახლა ყველა ფრინველი და მცენარე მიყვარს. მივხვდი, რომ მთავარი სიყვარული და რწმენაა და დამერწმუნეთ, მათი წყალობით ნებისმიერ დაავადებას თუ შიშს განვკურნავთ.
скачать dle 11.3