გახდი „პოლიგლოტის“ მოსწავლე! საუკეთესო, უსაფრთხო და საიმედო კერძო სკოლა თბილისში » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№21 გახდი „პოლიგლოტის“ მოსწავლე! საუკეთესო, უსაფრთხო და საიმედო კერძო სკოლა თბილისში

თათია ფარესაშვილი თამარ ჩხენკელი

სკოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია დედამიწაზე! ხოლო წლები, ამ სიბრძნის კერაში გატარებული, ბედნიერი და ლაღი ხანაა ჩევნს ცხოვრებაში!
მზია დაუშვილი
სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორი



რატომ სკოლა „პოლიგლოტი“?
ეს ლოგიკური და ხშირად დასმული კითხვაა, თუმცა სკოლაში  სტუმრობის შემდეგ ეს კითხვა სამუდამოდ გაგიქრებათ. „პოლიგლოტში“ თქვენ დაგხვდებათ თბილი და კომფორტული გარემო, სადაც მთელი სულითა და გულით შეგიყვარებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სკოლის ყველა პედაგოგი ზრუნავს, მაღალ დონეზე შეასრულოს სკოლის მისია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აღზარდონ პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფადგანვითარებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას, რაც განაპირობებს კურსდამთავრებულების დიდ წარმატებას. ისინი ეწყობიან უფასო ფაკულტეტებზე, იღებენ გრანტებს და აგრძელებენ სწავლას რეიტინგულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში.
                                                      აი, რატომ უნდა ისწავლოთ „პოლიგლოტში“! 


სკოლა „პოლიგლოტი“ დაარსდა 2006 წლის იანვარში. სკოლა გთავაზობთ სამეტაპიან სწავლებას: დაწყებითი – I-VI, საბაზო – VII-IX და საშუალო – X-XII.
სკოლა ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზე, რისთვისაც სწავლების პროცესში იყენებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების
სასწავლო პროგრამებს.
 „პოლიგლოტში“ ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებიც სკოლის ცხოვრებას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.    
მოსწავლეებს აქვთ თბილი და კომფორტული გარემო.
სკოლის მიზანია, აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნება და განუვითაროს მას გონებრივი, ფიზიკური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები.
სკოლა ზრუნავს, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ხელს უწყობს მათ, გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
სკოლაში მუშაობენ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები, რომლებიც ზრუნავენ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებითა და მათი შედეგებით, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი იქნებიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული და წარმატებული მომავალი!

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ:  260 02 21; 214  41 45.
მისამართი: გუდამაყრის ქუჩა 4.
www.polygloti.edu.ge
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“!



скачать dle 11.3