კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ახალგაზრდა მამაკაცის მამიდაშვილთან ინტიმურ კავშირს მკვლელობა მოჰყვა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

53 წლის ბადრი ბ-შვილი სამართალდამცველებმა  32 წლის გოგა ფ-ძის  განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან წინასწარ განზრახვით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მისი ახლო ნათესავი იყო. გოგა ფ-ძე მიღებული დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.     
  როგორც გამოძიებით დადგინდა, ბადრი ბ-შვილმა გოგა ფ-ძე შურისძიების ნიადაგზე მოკლა. შემთხვევა ნათესავის ოჯახში მოხდა, სადაც გოგა ფ-ძე ბიძის, ბადრი ბ-შვილის მოთხოვნით საქმის გასარკვევად მივიდა.  მკვლელობას შეესწრო ოჯახის უფროსი მამაკაცი, რომელმაც ინციდენტში ჩარევა და სიტუაციის განეიტრალება ვერ შეძლო. ამონაწერი მოწმის, ნუგზარ ს-ანის ჩვენებიდან: „როგორც  ბადრი, ასევე გოგაც, ნათესავად მეკუთვნის, ვიცოდი მათ შორის დაძაბული ურთიერთობა რომ იყო, რაც გოგას მიერ ჩადენილ საქციელს უკავშირდებოდა. ინციდენტამდე ორი დღით ადრე ბადრიმ მთხოვა, გოგა შენს სახლში მოვა სალაპარაკოდო, უარს ვერ ვეტყოდი, პირიქით, ვფიქრობდი, რომ მათ შორის ურთიერთობა გამოსწორდებოდა. დაახლოებით ერთი თვე იქნება, რაც ნათესავებში გახმაურდა, რომ გოგას, რომელიც ბადრის ცოლის ძმისშვილი იყო, ბადრის შვილი, 13 წლის გოგონა ერთი თვე გარყვნილ ქმედებაში  ჰყავდა ჩათრეული. ამის შესახებ გოგონას მშობლებმა თვითონ გოგონასგან გაიგეს, რასაც დიდი აურზაური მოჰყვა. კაცი შვილს ბებიასთან სოფელში დასასვენებლად უშვებდა და თურმე, ბიძაშვილი 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ამ თემაზე სიძე-ცოლისძმამაც იკამათეს. ბადრი სიდედრის და ცოლისძმის ოჯახში აღარ მიდიოდა, მაგრამ გოგასთან საქმის გარკვევა უნდოდა. გოგას ნათესავებში წესიერი ბიჭის რეპუტაცია არ ჰქონდა: აქამდე ორი ცოლი ჰყვადა, რომელთაც გაურკვევლად დაშორდა; ადრე ქურდობისთვისაც იყო ნასამართლევი და ციხიდან გამოსული სწორ გზაზე მაინც ვერ დადგა. როდესაც ნათესავებში მომხდარის გამო დიდი ამბები ატყდა, თითქმის ყველა ვიყავით დარწმუნებული, რომ რასაც გოგონა მშობლებთან ამბობდა, მართალი იყო. ან ტყუილი რაში უნდა დაჭირვებოდა.  ბადრისა და გოგას შეხვედრა ჩემს ბინაში დათქმულ დროს მოხდა. მე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ  ბადრი, რომელიც ძალიან წყნარი და წესიერი კაცი იყო, ჩემს სახლში იარაღით მოვიდოდა, უფრო მეტიც, დანა ჰქონდა ჯიბეში გოგასაც, როდესაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამწვავდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა, დანა პირველად გოგამ გამოიყენა, მაგრამ მე შუაში ჩავუდექი მოჩხუბრებს და გოგას დანა წავართვი. ის ბადრისთან ჯერ თავს იმართლებდა, რომ მისი შვილის შეცდენას არ  ცდილობდა და  გოგონას მოყოლილი მისი ფანტაზიის შედეგი იყო, მაგრამ მერე, როდესაც ბადრიმ დეტალებზე დაუწყო საუბარი, გაღიზიანდა და გოგონა ცუდი სიტყვებით მოიხსენია. ამას მოჰყვა კონფლიქტი, ბადრი ოთახიდან გავიდა, მეგონა, გოგა მიატოვა, მაგრამ მოულოდნელად, ალბათ, 2 წუთში, უკან შემობრუნდა და გოგას პისტოლეტიდან დამიზნებით ორჯერ ესროლა. გოგას, რომელიც ბადრისთან ძალიან ახლოს იდგა, ორივე ტყვია თავში მოხვდა. რეაგირებაც კი ვერ მოვასწარი. სახე ჩემი ნათესავის სისხლით მომესვარა, რომელიც იქვე ჩემს ხელებში გარდაიცვალა. ბადრი ისეთი შეშლილი იყო, მკვდარსაც კი ვერ ვაგლეჯდი ხელიდან, ძირს დაგდებულს აფექტში მყოფმა წიხლების რტყმა დაუწყო და საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა. ჩვენი ძიძგილაობა, ალბათ, 3-4 წუთი გაგრძელდა, ცხედარს ძლივს მოვაცილე.  სასწრაფო გამოვიძახე, მაგრამ გოგა უკვე გარდაცვლილი იყო. ბადრი კი, პოლიციას ადგილზე დაელოდა”.
   ბადრი ბ-შვილი პოლიციას თავად ჩაბარდა. ის შოკურ მდგომარეობაში იყო,  ნათესავის სისხლით მოსვრილი. მომხდარის შესახებ  ვერაფერს ამბობდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ბადრი ბ-შვილის განმარტებით, სპეციალურად შეიძინა. მოგვიანებით მან აღიარებითი ჩვენება მისცა გამოძიებას. ამ საქმეზე, ფსიქოლოგების თანდასწრებით, ბადრი ბ-შვილის შვილიც დაჰკითხეს რომელმავ  გამოძიებას ბიძაშვილის მიერ ჩადენილი გარყვნილი ქმედების,  გაუპატიურების მცდელობისა და გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის შესახებ  მოუთხრო. იგივე დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამაც. ამონაწერი გოგონას ჩვენებიდან: „ბებიასთნ სტუმრად მარტო არ ჩავდიოდი, იქ დასვენება ყოველთვის მშობლებთან ერთად მიწევდა, პირველი შემთხვევა იყო, როცა დედამ  ერთი თვით  დამტოვა თავისი დედისა და ძმის სახლში. გოგას  დაინტერესებას თავიდანვე ვგრძნობდი, სულ უნდოდა ჩემთან ერთად ყოფილიყო. სამი დღის ჩასული ვიყავი, როდესაც მანქანით წამიყვანა სასეირნოდ. თავისი და სთხოვდა გამოყოლას, მაგრამ ისე გააკეთა, რომ მარტო ჩვენ ვყოფილიყავით. პირველი კონტაქტი იქ დაიწყო. შემეშინდა, წინააღმდეგობა გავუწიე მანქანაში, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სახლშიც ვერაფერი ვთქვი. ერთი თვის განმავლობაში ხან რას მოიმიზეზებდა ხოლმე, ხან რას და ყველა ჩვენი მარტო დარჩენა მისი მხრიდან ძალადობით მთავრდებიდა.“ გოგონა ფსქილოგებთან დეტალურად აღწერდა, როგორ იყო გარყვნილი ქმედებისა და გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მსხვერპლი.  
ბადრი ბ-შვილმა ჩადენილი მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ცოლის ძმის შვილის მოკვლას ერთი თვე გეგმავდა. „რაც ეს ამბავი გავიგე, მოსვენება დავკარგე. ყველაზე მეტად იმან გამამწარა, რომ გოგას დანაშაულის გრძნობაც კი არ აწუხებდა და მომხდარს ჩემს შვილს აბრალებდა – ათას საზიზღრობას ყვებოდა ნათესავებში. დავურეკე ჩემი ცოლის ძმას და თავის შვილს იმანაც ხელი დააფარა. ერთადერთი, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა, მისი და იყო, რომელიც არ მალავდა, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ეძიძგილავებოდა ღამით ჩემი შვილი ბიძაშვილს, რომელიც მას საწოლში ითრევდა. გოგონა დედასთანაც კი მალავდა ამის შესახებ, მაგრამ მერე სახლიდან გაიქცა და ამით ყველაფერს მივხვდით. არ ვნანობ ჩადენილ საქციელს. ბოდიში რომ მოეხადა ან  დანაშაული ეღიარებინა, შეიძლებოდა, ეს არ ჩამედინა, მაგრამ  ჩემი შვილის შერცხვენის პასუხად ვერაფერი მივიღე. ბავშვს ისეთი სტრესი ჰქონდა, გონზე ვერ მოგვყავდა, ერთი თვე ექიმებთან ვატარებდით.” სასამართლომ ბადრი ბ-შვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი, ბრალდებულის ფსიქოემოციური მდგომარეობა და გარდაცვლილის მიერ ჩადენილი მძიმე  ქმედება,  ბადრი ბ-შვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
скачать dle 11.3