კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№21 როგორი დამოკიდებულება გაქვთ სისუფთავესთან

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

წესრიგის სიყვარული ნამდვილად კარგია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ზოგჯერ წესრიგისა და სისუფთავის სიყვარული ნამდვილ საშიშროებად იქცევა ხოლმე. აუცილებლად მოსინჯეთ ეს ტესტი – ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.
1. რომელ გამოთქმას ეთანხმებით?
ა) სისუფთავე – ამის გარეშე არ არსებობს სილამაზე;
ბ) სისუფთავე – ჯანმრთელობის საწინდარია;
გ) სისუფთავე – ყოველდღიური აუცილებლობაა.
2. როდის რეცხავთ ფინჯანს დილით ყავის დალევის შემდეგ?
ა) დავლევ თუ არა, მაშინვე;
ბ) საღამოს;
გ) მეორე დილამდე არ ვრეცხავ.
3. სახლის დალაგებას აპირებთ და მეგობარმა ყავაზე დაგპატიჟათ:
ა) უარს ვეტყვი – ჯერ საქმე!
ბ) უცებ დავალაგებ სახლს და წავალ;
გ) რა დროს საქმეა, ეგრევე გავიქცევი.
4. კაფეში ჭიქა მოგიტანეს და ხედავთ, რომ მასზე თითების კვალია:
ა) დავუძახებ ოფიციანტს და ჭიქებს შევაცვლევინებ;
ბ) ვეცდები, ვიფიქრო, რომ ეს ჭუჭყი არ არის;
გ) არ მივაქცევ ყურადღებას.
5. სამსახურში მიდიოდით და მანქანამ გუბის წყალი შეგაშხეფათ:
ა) სახლში მივბრუნდები და გამოვიცვლი;
ბ) ვეცდები, სველი ხელსახოცით თავი მოვიწესრიგო;
გ) ვის არ მოსვლია, გზას განვაგრძობ.
6. ხშირად იწმენდთ ხელებს ანტისეპტიკური საშუალებით?
ა) რეგულარულად;
ბ) მხოლოდ მაშინ, როცა ხელების დაბანის საშუალება არ მაქვს;
გ) ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
7. აუთოებთ საწოლის თეთრეულს?
ა) რა თქმა უნდა, ეს თერმოდამუშავებაა;
ბ) დიახ. მიყვარს გაუთოებულ თეთრეულში წოლა;
გ) არა. რისთვის. პირველივე ღამეს დაიჭმუჭნება.
ნახეთ შედეგები:
თუ პასუხებში სჭარბობს „ა“ ვარიანტი – სისუფთავე თქვენთვის მანიაკური ჩვევაა. რომ შეგეძლოთ, დედამიწასაც კი გარეცხავდით. ჭუჭყთან ომი გაქვთ გამოცხადებული. შეეცადეთ, იფიქროთ იმაზე, რომ ჭუჭყი უბედურება არ არის. ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ზოგჯერ გადადეთ იატაკის ჯოხი და ჩვარი. იმდენი შესანიშნავი რამ არის, დრო რომ კარგად გაატაროთ...
როცა პასუხების უმრავლესობა არის „ბ“ – წესრიგი და სისუფთავე გიყვართ, მაგრამ ზუსტად იცით, სად გადის ზომიერების ზღვარი. დროს კარგად ანაწილებთ. ახერხებთ, რუტინული სახლის დალაგების პროცესი ტვირთად არ გექცეთ. ოქროს შუალედი ნაპოვნი გაქვთ.
პასუხების უმრავლესობა არის „გ“: ვერ ხვდებით, რა საჭიროა სახლის დალაგება. მინიმალური სისუფთავე გაკმაყოფილებთ. იატაკზე ნაგავი ყრია? რა პრობლემა. თუ ზოგჯერ ჭუჭყიანი მინიდან გარეთ გახედვა ჭირს, არც ეს არის ტრაგედია – ფანჯარას გააღებთ და ეზოში ისე გაიხედავთ.
скачать dle 11.3