კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ მოვამზადოთ სხეული ნამზეურისთვის

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მზის სხივები დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ყოველდღიურად მიღებული 15-წუთიანი მზის აბაზანები საჭირო რაოდენობის D ვიტამინით ამარაგებს ორგანიზმს. დოზირებული მზე აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, კვებავს მას და ზრდის მის დამცველობით-ბარიერულ ფუნქციას. ეს კი ხელს უწყობს კანის წინააღმდეგობის გაზრდას სხვადასხვა ინფექციის მიმართ.
რუჯის მიღების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კანის ტიპს. ცხიმიანი კანი კარგად რეაგირებს მზის სხივებზე, ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მშრალი კანის შემთხვევაში კი, ეს პროცესი ცოტა ტრავმულია. კანი იქერცლება, იჭიმება და ადამიანს დისკომფორტი ექმნება. ამიტომ, თუ გაქვთ მშრალი კანი, გარუჯვის დროს ისეთი კრემები უნდა გამოიყენოთ, რომ კანი ღრმად დაატენიანოს. კარგია, აგრეთვე, პერიოდულად კოლაგენის ნიღბების გაკეთება.
გარუჯვისას ნუ ისარგებლებთ დეზოდორანტებით და სუნამოებით, რადგან კოსმეტიკურ საშუალებებში არსებულმა ნახშირწყალბადებმა შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ ტუჩის კანი არ გამოიმუშავებს მელანინს, შესაბამისად, ის განსაკუთრებით დაუცველია და აუცილებელია დამატენიანებელი საცხის წასმა.
კანის დასამშვიდებლად მიიღეთ გრილი შხაპი, შემდეგ კი, წაისვით გარუჯვის შემდგომი სპეციალური დამატენიანებელი, რომელშიც შედის ვიტამინები B5 და E. პირველი ხელს უწყობს მზის სხივების მიერ განადგურებული კანის უჯრედების აღდგენას, მეორე კი, კანის სტრუქტურას აწესრიგებს. ამ პროცედურების შემდეგ, რუჯი უფრო დიდხანს რჩება, რადგან კანი დაცულია აქერცვლისგან.
იმისთვის, რომ მივიღოთ ლამაზი ფერის რუჯი, აუცილებელია, კანი თანდათანობით შევაჩვიოთ გარუჯვას. მზის აბაზანები იწყება 5-10 წუთიდან და ნელ-ნელა ემატება დრო. უმჯობესია, თუ თავიდანვე მზის აბაზანებს მოძრაობაში მიიღებთ. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გარუჯვის უარყოფითი შედეგები, სასურველია, რუჯი მზის დაბალი აქტიურობის პერიოდში მიიღოთ – დილით – 11 საათამდე და საღამოს – 16 საათის შემდეგ. 12-დან 15 საათამდე მზე ძალიან აქტიურია, ამიტომ, ამ პერიოდში გარუჯვა, არ შეიძლება.
მზეზე გასვლამდე არ შეიძლება გლიცერინის ან ვაზელინის შემცველი კრემების ხმარება, რადგან ამან შეიძლება, კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ასევე, აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მზეზე ორგანიზმი სწრაფად კარგავს ტენს, ამიტომ სვით ბევრი წყალი.
ხოლო იმისთვის, რომ რუჯი ლამაზი ფერის იყოს, გაითვალისწინეთ:
* დილით მიიღეთ სტაფილოს წვენი, ან მიირთვათ სტაფილოს სალათა, ზეთთან ერთად.  ზღვაზე წასვლამდე, ორი კვირით ადრე თუ დაიწყებთ დღეში 1-2 ჭიქა სტაფილოს წვენის დალევას, საუკეთესო შედეგს მიიღებთ. ოღონდ, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი უნდა დაუმატოთ.
* მზეზე გასვლამდე არ გირჩევთ, სხეული საპნით დაიბანოთ, გაიწმინდოთ ლოსიონით ან ოდეკოლონით, რადგან ეს საშუალებები იწვევს კანის გაუცხიმოვნებას, არღვევს მის დამცავ შრეს და კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
* მზის სხივები ორგანიზმში ამცირებს C ვიტამინის შემცველობას, ამიტომ მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ოხრახუში, კივი, მოცხარი, ბულგარული წიწაკა და ციტრუსები.
* მზისა და მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, რაც კანის სიმშრალესა და მოშვებას იწვევს. სვით, რაც შეიძლება, მეტი წყალი, ოღონდ არა გაზიანი, არამედ სუფთა წყალი.
* ატამი – თანაბარი რუჯი რომ გქონდეთ, ეს პროდუქტიც ხშირად უნდა მიიღოთ – ზღვაზე წასვლამდეც და ზღვაზე ყოფნის პერიოდშიც. თანაც, მასში ბევრი სითხეა.
* ბანანი მდიდარია ტრეპტოფანითა და კალციუმით, აჩქარებს გარუჯვის პროცესს.
* მანგო – ეს პროდუქტი რეკორდსმენია A ვიტამინის შემცველობით და კარგ რუჯს უზრუნველყოფს.
скачать dle 11.3