კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 28 სექტემბერს, დილის 9 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიას დავეუფლო, რომ ცხოვრებაში წარმატებას უპრობლემოდ და ბარიერების გარეშე მივაღწიო?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის კარგია პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, სცენარისტობა, რეჟისურა და დრამატურგია.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 29 თებერვალს, დაახლოებით, დილის 6-7 საათზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი:
თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, გამოავლინოთ ხასიათში ისეთი შტრიხები, როგორიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი, გულღიაობა. ასევე, გამოავლინოთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, იყავით იუმორით აღსავსე, ოპტიმისტი, დაეყრდენით ცოდნის ბაზას, იყავით დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი. შეძელით ნოვატორული, რეფორმატორული ტენდენციების გამოვლენა, სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება და დაეყრდენით უანგარო პრინციპებს ურთიერთობების დროს. ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2004 წლის 25 ივნისს, დილის 7 საათსა და 40 წუთზე. რა არის მისი კოსმიური მისია და რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი:
მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გამანაწილებელი; უნდა შექმნას სტაბილური საოჯახო, სანათესაო კავშირი; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები; უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, დიპლომატია ან ტურიზმი.скачать dle 11.3