კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ დავძლიოთ ცხოვრებისეული სირთულეები

ავი თვალისგან დასაცავად ან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, თილისმად ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული აირჩიოს.  ოდითგანვე ცნობილია, რომ ქვას, მეხსიერების უნარი აქვს. ამიტომ, ის ჰარმონიაში უნდა იყოს ადამიანთან.
ასტროლოგიური ქვები ჩვენს აურაზე ზემოქმედებენ და შეუძლიათ, თავისი ძალა გადმოგვცენ. მასზე ნებისმიერი ზემოქმედება კი, შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. მაგალითად:
ალმასი მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. ის, ვინც ამ ქვას ატარებს, შეუძლია, მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ალმასი ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. ის დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე.
თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტია – ამ ულამაზეს მწვანე ქვას „ბედნიერების თილისმასაც” უწოდებენ. ის დაგიცავთ ცუდისგან, მოგანიჭებთ სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიასა და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს.
მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. აძლიერებს ცოლქმრულ ურთიერთობებს და იცავს მელანქოლიისგან. ეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, იაზროვნონ ობიექტურად.
ლალი უნდა ატარონ ივლისში დაბადებულებმა. წითელი ლალი ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს იწვევს. ლალი ლიდერების ქვაცაა. ის მათ აძლევს ძალას, ჰპირდება  ახალ გამარჯვებებს, ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და ეხმარება მათ კომპლექსებისგან თავის დაღწევაში. დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.
ქრიზოლითი თილისმაა აგვისტოში დაბადებულთათვის. ეს ქვა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, დაგეხმარებათ კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას.
საფირონი თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს; აძლიერებს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისკენ. ავითარებს მეხსიერებას, მფლობელს იცავს ჭორებისა და შიშისგან.
აკვამარინი თილისმაა ოქტომბერში დაბადებულთათვის. იცავს მის მფლობელს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან, ავითარებს გაბედულებას, თრგუნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას. აკვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან ის აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას.
ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. მას „შინაგანი გაბრწყინების” ქვასაც ეძახიან. ავითარებს ინტუიციას და მფლობელისთვის სიმდიდრე მოაქვს.
ფირუზი დეკემბერში დაბადებულთათვისაა. მას „ბედნიერების ქვასაც” უწოდებენ. ფირუზის ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. მას „შეყვარებულების ქვასაც” ეძახიან, რადგან ბედნიერება სიყვარულში მოაქვს.
თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი თქვენი თილისმაა. აღვიძებს მგრძნობელობასა და ვნებას. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც დეპრესიაშია, დაგიბრუნებთ ცხოვრების ინტერესს, შეგმატებთ სიმხნევესა და ოპტიმიზმს, დაგიცავთ ღალატის, გათვალვისა და ჯადოსაგან.
მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, უნდა ატარონ ამეთვისტო. ის დაგეხმარებათ ძველი, უიღბლო სიყვარულის დავიწყებაში, გულს ახალი სიყვარულისთვის გადაგიშლით და ცდუნებისგან დაგიცავთ.
ოპალი მარტში დაბადებულთა ქვაა. მას შეუძლია ფერის შეცვლა და თუ ის გაღიავდა – კარგი ამბავი მოხდება, ხოლო, თუ გამუქდა – ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებასა და მეგობრულ-ნათესაური კავშირების გამყარებას.скачать dle 11.3