კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ შექმნა ლავრენტი ბერიამ დემოკრატიული გერმანიის ძლიერი სპეცსამსახური „შტაზი“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია უფრო მეტად იმითაა ცნობილი და დაფასებული, რომ საბჭოთა კავშირისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტები დიდი წარმატებით განახორციელა, მისი ბიოგრაფები და პუბლიცისტ-მკვლევრები დღემდე ვერ არკვევენ, რომელ სფეროში აქვს მას (ბერიას) ყველაზე მეტი წარმატება.
გენერალი პავლე ფიტინი წერდა: „ცნობილია, რომ ბერიას გარეშე საბჭოეთს ატომური ბომბი არ ექნებოდა. მავანნიც ეთანხმებიან ამ აზრს და მიიჩნევენ, რომ ლავრენტი ბერიას წარმატებების ნუსხაში პირველი ნომერი, სწორედ, ატომური პროექტია. ხოლო მის (ბერიას) ღვაწლს საბჭოთა დაზვერვის მოდერნიზაციაში უკანა პლანზე სწევენ. ერთი სიტყვით, აკნინებენ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ავიწყდებათ მთავარი. ის, რომ საბჭოთა ატომური პროექტის წარმატება, თავიდან ბოლომდე, სტრატეგიული სადაზვერვო სამსახურის ბრწყინვალე მუშაობის შედეგი იყო. ეს სამსახური კი, უშუალოდ ლავრენტი ბერიამ შექმნა. თავადვე კურირებდა და მისი სულისა და სხეულის ნაწილი იყო. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლავრენტი ბერიას ყველაზე დიდი მიღწევა მის ბრწყინვალე და შედარებით ხანმოკლე კარიერაში იყო საბჭოთა კავშირის უზადო, უძლიერესი სტრატეგიული სადაზვერვო სამსახურის ჩამოყალიბება. სხვა პროექტების წარმატება კი, სწორედ ამ სამსახურის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირების შედეგი იყო. ხატოვნად რომ ვთქვათ, ლავრენტი ბერიამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი საბჭოთა ქვეყნის ზრდის, განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“.
ძნელია, არ დაეთანხმო საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილ მეთაურს, რომელმაც მრავალი წელი იმუშავა ბერიას ხელმძღვანელობით და თავის უფროსზე საკმაოდ ზუსტი და ობიექტური შეფასების გაკეთება შეეძლო. პავლე ფიტინის თქმით, ბერიამ შექმნა ისეთი უნივერსალური ბაზისი (უძლიერესი საიდუმლო სპეცსამსახური), რომელზეც იდგა ქვეყანა და გამართულად ფუნქციონირებდა. იმავე მოსაზრებას გამოთქვამს ლეგენდარული მარკუს ვოლფი, რომელიც 34 წელიწადი ხელმძღვანელობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვას. იქ კი ის სწორედ ბერიას მიერ იყო დანიშნული. თავის მემუარებში მარკუს ვოლფი წერს: „ოცდაცხრა წლის ვიყავი, როდესაც, 1952 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვა ჩამაბარეს. მას მე 34 წლის განმავლობაში, 1986 წლამდე, ვხელმძღვანელობდი. ჩემი დანიშვნა ლავრენტი ბერიას წყალობით მოხდა. და, საერთოდ, ჩემს მთავარ მასწავლებლად ბერია მიმაჩნია. მასთან ურთიერთობაში ბევრი რამ შევიტყვე და ვისწავლე. რაც მთავარია, ჩავწვდი საიდუმლო სპეცსამსახურის მუშაობის პრინციპრებს, რომელიც თავად მარშალმა ბერიამ უზადოდ იცოდა. განსაკუთრებით ძლიერი იყო ბერია საგარეო დაზვერვის სფეროში. აქ კი კონკურენტი არ ჰყავდა. მას რამდენიმე განსაკუთრებული მოსწავლე ჰყავდა, რომლებიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ ამ სფეროში. შემდგომ კი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებში წამყვანი პოზიციები ეკავათ. ბერიას მოსწავლე ვიყავი მეც. არ ვიცი, განსაკუთრებული მოსწავლე ვიყავი თუ რიგითი, მაგრამ დემოკრატიული გერმანიის საგარეო დაზვერვას 34 წელი ვედექი სათავეში და ჩვენი სამსახური ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ მსოფლიოში.“
ლეგენდარული მარკუს ვოლფი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს, როდესაც საკუთარ თავს ლავრენტი ბერიას მოწაფედ მოიხსენიებს. ვოლფი ბერიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეგირდი იყო და სწორედ მისი (ვოლფის) მეშვეობით შექმნა ბერიამ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახური  „შტაზი“, რომელიც „ცივი ომის“ დროს დიდ დახმარებას უწევდა „კაგებეს“ და მსოფლიოს სპეცსამსახურების შვიდეულში შედიოდა. საგულისხმო ფაქტია, რომ მარკუს ვოლფს დასავლეთის სპეცსამსახურებში უწოდებდნენ „ადამიანს სახის გარეშე“, ეს იმიტომ, რომ 27 წლის განმავლობაში ვერცერთმა დაზვერვამ ვერ მოიპოვა მისი ფოტოსურათი და არავინ იცოდა, ვინ მეთაურობდა დემოკრატიული გერმანიის უძლიერეს საგარეო დაზვერვას.
საინტერესო ისტორიას ყვება ვოლფის უჩინარობაზე ცნობილი საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი, რომელიც იხსენებდა: „მარკუს ვოლფზე თითქმის ოცი წლით უფროსი ვიყავი, ის ლამის შვილად მერგებოდა, მაგრამ ერთმანეთთან ძმური დამოკიდებულება გვქონდა და ლავრენტი ბერიამ სრულიად ნორჩი, 23 წლის ვოლფი ჩამაბარა და მასზე კურატორობა დამავალა. რაც ვიცოდი, ყველაფერს ვასწავლიდი და უნიჭიერესი ვოლფიც უმალვე ითვისებდა ცოდნას. მისი გერმანიის დაზვერვის უფროსად დანიშვნამდე კი ბერიამ ორივე დაგვიბარა და ორსაათიანი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ მან (ბერიამ) ვოლფს უთხრა: ძვირფასო მარკუს, შენ უნდა გახდე „ადამიანი სახის გარეშე“ და შენი საქმიანობისა და თანამდებობის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა უნდა იცოდნენო. მარკუსმა ბრწყინვალედ შეასრულა ბერიას დანაბარები“.
საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას პირად კარტოთეკაში, სადაც მისი სტრატეგიული აგენტების დაშიფრული ვინაობები იყო შენახული, მარკუს ვოლფი სწორედ ამ ფსევდონიმით – „ადამიანი სახის გარეშე“ – იყო დაფიქსირებული და მისი ნამდვილი ვინაობა საბჭოეთში მხოლოდ ბერიამ და პავლე სუდოპლატოვმა იცოდნენ. სწორედ ამაშია ის საიდუმლო, რომ როდესაც ბერია ვერაგულად მოკლეს, ხოლო სუდოპლატოვი ათი წლით ციხეში ჩასვეს, ვოლფმა თავისი პოსტი შეინარჩუნა. ეს იმიტომ, რომ ის არც ბერიას გაუცია და არც სუდოპლატოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც დემოკრატიულ გერმანიას ეყოლებოდა ლეგენდარული და გენიალური მეთაური, რომელიც ბერიამ შექმნა და არც საბჭოეთის „კაგებეს“ ედგებოდა გვერდში „შტაზი“, რომელიც ასევე, ლავრენტი ბერიას პირმშო იყო.
скачать dle 11.3