კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ფსიქოლოგები, რომელებიც წყვილებთან მუშაობენ, ფიქრობენ, რომ  ოჯახში ადამიანების ბედნიერება და კმაყოფილება რამდენიმე მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული. თანაც, ეს ისეთი ფაქტორებია, რომელთა სწავლა შესაძლებელია. მართალია, უნარების გამომუშავებას დიდი პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ ნამდვილად ეხმარება წყვილებს, კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ. გაეცანით რამდენიმე ხერხს, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
* თანაგრძნობა
თანაგრძნობა  ეს არის უნარი, როცა შეგიძლია საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო.
ადამიანთან რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიძლება, ფიქრობდეთ, რომ მასზე უკვე ყველაფერი იცით. მაგრამ  ასე არ არის.  აუცილებლად დაუშვებთ შეცდომას და ეს რომ თავიდან აირიდოთ, თანაგრძნობა უნდა ისწავლოთ. წარმოიდგინეთ თავი პარტნიორის ადგილას. დაივიწყეთ თქვენი აზრი  კონკრეტულ პრობლემაზე და ეცადეთ, სხვა ადამიანის ემოციები გაიგოთ. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ, გამოავლინოთ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობისთვის.
პარტნიორის ადგილას თავის წარმოდგენა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა სცადოთ, როცა ის გასაჭირშია, არამედ ძალიან მწვავე კამათის დროსაც. საქმე ისაა, რომ კამათის დროს ძალიან ცოტა ადამიანი თუ ამბობს: „რა თქმა უნდა, შენ გაქვს უფლება, ამას გრძნობდე და მე ეს მესმის“. ეს სიტყვები, რომლებსაც მაგიური ეფექტი აქვს, ყველაფერს გააუმჯობესებს. თქვენი პარტნიორი გაიაზრებს, რომ გესმით მისი. ეს კი უარყოფით ემოციებს შეამცირებს და კამათის მოგვარებაც გამარტივდება.
* ყურადღება და თავაზიანობა
ადამიანებს გვაქვს მიდრეკილება, არ დავაფასოთ ყურადღებისა და თავაზიანობის გამომხატველი ქმედებები.  ასეთი უარყოფითი წრე ხშირად გვხვდება ურთიერთობებში: ერთი პარტნიორი აღელვებულია, მეორეც ნერვიულობს, თუმცა მხოლოდ ეგოისტურად და ხშირად ეს კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას, ყვავილების თაიგულს, საყვარელ შოკოლადს, გემრიელ ვახშამს ან ჩახუტებას მანკიერი წრის გარღვევა შეუძლია და კონფლიქტის მოგვარებისკენ ნაბიჯიც გადადგმულია.
რა თქმა უნდა, ყურადღება მთლიანად ვერ მოაგვარებს პრობლემას, მაგრამ თუ ურთიერთობა ჯერ კიდევ არაა დანგრევის ბოლო სტადიაზე, მაშინ ეს ტაქტიკა უნდა სცადოთ.
* პარტნიორობა
ზოგი წყვილი იმდენად ეჩვევა ერთმანეთს, რომ პარტნიორს ბავშვობის მეგობარივით უყურებს და იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში, ყურადღებას აღარ აქცევენ ხოლმე პარტნიორის აზრს და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ. ეს ყველაზე უარესია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. შეიძლება, დაშორებამდეც მიგიყვანოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები პარტნიორთან ერთად მიიღოთ.
ნუ ეცდებით, წაიკითხოთ ქვეტექსტები პარტნიორის ნათქვამში, როცა ის ნეიტრალურ ან სასიამოვნო რამეს გეუბნებათ. ამით არარსებულ კონფლიქტს წარმოქმნით, რომლის მიზეზებიც მხოლოდ თქვენს თავში არსებობს. უბრალოდ, სთხოვეთ პარტნიორს, პირდაპირ გითხრათ, რასაც გულისხმობს.
* მადლიერება
ყოველთვის, როცა შანსი მოგეცემათ, უთხარით თქვენს პარტნიორს, რა მადლიერი ხართ. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს სიტყვები ჯადოსნურია. თქვენი პარტნიორი გაიაზრებს, რომ მართლა მნიშვნელოვანი და საჭიროა.
იმისთვის, რომ ორივე პარტნიორი ურთიერთობით კმაყოფილი იყოს, მათ უნდა იმუშაონ ამაზე: ისწავლონ საუბარი, პრობლემების გადაჭრა და კომპრომისზე წასვლა. ნუ უპასუხებთ თქვენი პარტნიორის ქმედებებს და სიტყვებს გაღიზიანებით, თორემ მისგანაც იმავეს მიიღებთ. გამორიცხეთ აგრესია.
* ბედნიერება
ბევრი ფიქრობს, რომ ის, ვისთანაც აქვს ურთიერთობა, მთლიანად უნდა უჭერდეს მხარს ყველაფერში. ეს მხოლოდ ნაწილობრივ  შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ბედნიერება ვიღაც სხვაში კი არა, ჩვენივე თავშია. არ იფიქროთ, რომ ყველაფერზე თქვენი პარტნიორია პასუხისმგებელი. თქვენი ბედნიერების არქიტექტორი თავად ხართ. გახსოვდეთ ეს!
* ჭორაობა
არასდროს თქვათ რამე ცუდი თქვენს პარტნიორზე მის ზურგს უკან.  ადრე თუ გვიან პარტნიორთან პრობლემას მოაგვარებთ, ნათესავს და მეგობარს კი, ვისთანაც იჭორავეთ, ყოველთვის ემახსოვრება ეს ცუდი რაღაცები. იყავით გონიერი. ურთიერთობებში პრობლემებზე პარტნიორთან ისაუბრეთ, მაგრამ არა – ცხელ გულზე. როცა მშვიდად განიხილავთ ყველაფერს, ურთიერთობის დიდხანს გაგრძელების შანსიც მოიმატებს.
P. S. ურთიერთობის ყველაზე დიდი მტერი რუტინაა. ყოველთვის, როცა რამე ნეგატიურზე იწყებთ ფიქრს, ეცადეთ, რამე პოზიტიურიც დაინახოთ. რასაც, თქვენდაუნებურად, სასიამოვნო ფიქრი მოჰყვება და თანდათან ჩვევაშიც გადაგეზრდებათ. გახსოვდეთ, იმას, თუ რას ფიქრობთ თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებზე, დიდი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაშიც და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც.

ურთიერთობაში
 ეჭვიანობის ადგილი არ არის


ეჭვიანი ადამიანები ბოლოს ამ ეჭვებით შეპყრობილები ხდებიან და ტირანებად იქცევიან. ისინი ისე ეპყრობიან პარტნიორს, როგორც საკუთარ ქონებას, ანუ საკუთრებას. არ ენდობიან და საერთოდ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამით საყვარელ ადამიანს ამცირებენ, აიძულებენ, ყოველთვის თავი იმართლონ და აცხოვრებენ შიშში, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
თქვენ შეიძლება, ეჭვიანობდეთ პარტნიორის მეგობრებზე, ნათესავებზე, ჰობიზე, შეგიძლიათ, სცენაც მოაწყოთ და მას თავი დამნაშავედ აგრძნობინოთ, მაგრამ თქვენი და მისი თანაცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება, თუ გექნებათ იმ ადამიანის ნდობა, რომელიც ცხოვრების მეგზურად აირჩიეთ.
ზოგადად, კარგი არ არის, თუ პარტნიორთან პრობლემაზე ლაპარაკი არ შეგიძლიათ და მას მუდამ მეგობრებთან განიხილავთ. ამ ყველაფრის წყალობით თანდათან შეიძლება, წუწუნა ადამიანად გადაიქცეთ. შეგიძლიათ, სიტუაციის შეცვლას სცადოთ: გულითადად ესაუბროთ პარტნიორს და კარგად მოუსმინოთ, რასაც გეტყვით. იქნებ, საერთოდაც, თქვენი შეხედულებები და გეგმები ერთმანეთს ემთხვევა?
სუსტ ურთიერთობაში წყვილები კამათის დროს ერთმანეთს ამცირებენ და გულს ტკენენ. კარგ ურთიერთობაში ამას არავინ ცდილობს. შეყვარებული ადამიანები ეძებენ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებს და არ ადანაშაულებენ ერთმანეთს.
როგორ ვიყოთ ურთიერთობაში ბედნიერი?
აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა თქვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ნუ შეგეშინდებათ – ერთად განიხილეთ  ყველა პრობლემა, ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორს. სწორედ ასე გაიგებთ, ჰარმონიულია თუ არა თქვენი ურთიერთობა.
იცოდეთ, თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ადამიანის შეცვლა, მაგრამ შეგიძლიათ, შეცვალოთ საკუთარი თავი. სხვები კი მას შემდეგ შეიცვლებიან, რაც თქვენში შეამჩნევენ ცვლილებებს. და კიდევ, იყავით ყურადღებიანი, თუ სამუდამოდ ერთად ყოფნა გსურთ.скачать dle 11.3