კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რას ვერ გაექცევა ქალი ქორწინებაში და როგორ უნდა გადაიტანოს მან რთული პერიოდები

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

როგორც აღმოჩნდა, ღალატი ყველაფერი არ არის, რაც ქალებს ქორწინებაში პრობლემებს უქმნის. კაცებს ღალატს გაცილებით მარტივად პატიობენ, ვიდრე სიძუნწეს, უყურადღებობას, უხეშობასა და ქალის სურვილების იგნორირებას. თუმცა, როცა ქალი ოჯახს ქმნის, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ ქორწინებაში ყველაფერი სხვანაირად იქნება, ვიდრე ეს მანამდე იყო. ცვლილებები შეეხება ურთიერთობის ყველა სფეროს და ზოგჯერ ეს საკმაოდ მტკივნეულია.

თაკო (37 წლის): ზოგჯერ საკუთარი თავის მიკვირს, ისეთ რაღაცებზე მაქვს მწვავე რეაქცია, მერე ვიცინო თუ ვიტირო, აღარც ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია, გათხოვილი ვარ, დღემდე ვერ გამოვიმუშავე იმუნიტეტი და ვერ მივხვდი, რომ ქორწინება კომპრომისების უსასრულო „პაკეტებია“, მოგვწონს ეს თუ არა.
– კომპრომისები ცოლის მხრიდან, ასეა? ამას გულისხმობთ?
– იცით, რაშია საქმე? თავიდან მეგონა, რომ მარტო ცოლები თმობენ ქორწინებაში რაღაცებს, მაგრამ ასე არ არის. რამდენიმე წელია, მივხვდი, რომ მამაკაცებსაც ბაევრი რამის დათმობა უწევთ, როცა ოჯახს ქმნიან და ერთი ქალის გვერდით იწყებენ ცხოვრებას. ვაღიაროთ, რომ ცოლები მარტო ჩვენი მხრიდან გაღებულ მსხვერპლზე ვლაპარაკობთ, როცა არც კაცებისთვის არის მარტივი წყვილში ცხოვრება. მამაკაცების დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ თუ რეალობას ობიექტურად არ აღვიქვამთ, უბრალოდ, ვერ ვცხოვრობთ ერთ ოჯახად. ჩემი პრობლემები არ არის მხოლოდ ჩემი, როგორც ერთი, კონკრეტული ქალის. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ თემაზე ასე აშკარად მელაპარაკა. მარტო ქმრები არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ ოჯახურ ურთიერთობაში ყველაფერი აღარ გამოდის. გათხოვების შემდეგ ქალები ძალიან ვიცვლებით – ეს არის რეალობა.
– კაცები არ იცვლებიან? ისინი ისეთივე ქმრები არიან, როგორიც შეყვარებულები?
– რა თქმა უნდა, არა და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, ძალიან დიდ მოთხოვნებს ვუყენებთ ჩვეულებრივ ადამიანებს. ოღონდ არ მითხრათ, რომ ასე არ არის. უბრალოდ, ვერ ვამჩნევთ და ეს მერე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, თავიდან გაუცნობიერებელს, მაგრამ ნელ-ნელა, თითქოს ყველაფერს ვხვდებით კიდეც, თუმცა, უკვე ბევრს ვერაფერს ვცვლით. ან იქნებ, შეცვლაშიც ვეღარ ვხედავთ აზრს.
– მამაკაცები ძალიან უწყინარი და დაჩაგრული არსებები გგონიათ? ისინი საკმაოდ სერიოზულ შეცდომებს უშვებენ.
– გეთანხმებით, მაგრამ ჩვენი შეცდომებიც ხომ უნდა დავინახოთ. მაგალითად, რატომ ვცდილობთ, გადავაკეთოთ საყვარელი მამაკაცი იმის მერე, რაც ჩვენი ქმარი გახდება? ჩვენ ვერ ვეგუებით მათ ჩვევებს, ახირებებს, ქცევებს და გვინდა, ჩვენს ყაიდაზე „გამოვძერწოთ“ – ეს საშინელებაა. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ, გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი, ზრდასრული ადამიანის შეცვლას ვცდილობთ, თანაც მთელი ცხოვრება, ჯიუტად, თუმცა უშედეგოდ. ანუ, ამით მხოლოდ იმას ვაღწევთ, რომ ვაფუჭებთ ურთიერთობას. ვის ვებრძვით, რატომ. ჩვენ ხომ თავად ავირჩიეთ ამ ადამიანის გვერდით ცხოვრება.
– ანუ, მამაკაცი უპირობოდ უნდა მივიღოთ, თავისი ყველა ნაკლით? ისინი ხომ ასე არ იქცევიან.
– ისინი როგორ იქცევიან, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ურთიერთობა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, თუ ეს ურთიერთობა რამედ გვიღირს. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, აი, ამის თქმა მინდა. ქორწინებაში ვერ გაექცევი კინკლაობასა და კამათს. ხასიათების განსხვავებულობის გამო კონფლიქტები გარდაუვალია – ეს ყველაფერი კი, ჩვენს ხელთ არ არის. სამაგიეროდ, შეგვიძლია გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი იმის წინააღმდეგ, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. იგნორირება უნდა ვისწავლოთ. ეს ძალიან კარგია და აუცილებელი. სულაც არ ნიშნავს გულგრილობას ან დიდ დათმობაზე წასვლას. პირიქით, ერთადერთი გამოსავალია.
– ღალატზეც შეიძლება იმუნიტეტის გამომუშავება?
– შეიძლება. ეს ყველაზე აუცილებელი ნაბიჯია. იმას არ ვამბობ, რომ ღალატი გარდაუვალია. ყველას ნამდვილად არ ღალატობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ უნდა გაგიმართლოს. არიან კაცები, რომლებიც ეძებენ თავგადასავალს – ოღონდ ქალებში წააწანწალე და მეტი არაფერი უნდათ. ამავე დროს, არიან მამაკაცები, რომლებიც მხოლოდ სიტუაციურად ღალატობენ ცოლებს.
– სიტუაციურად ღალატი რას ნიშნავს?
– როცა კაცი შეგნებულად არ მიდის ამისკენ, მაგრამ მომენტი ჩაუვარდება და ღალატობს. სხვათა შორის, ვიცი, რომ მერე ეს კაცები ძალიან ნანობენ ხოლმე. ჭკვიანმა ცოლმა ამაზეც უნდა გამოიმუშავოს იმუნიტეტი. თუ ოჯახი გინდა, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.
– ანუ, იმუნიტეტი გამოიმუშავო – ნიშნავს, ყურადღება არ მიაქციო?
– მთლად ასეც არ არის. „ყურადღება არ მიაქციო“, „დაიკიდო“... ურთიერთობას ამ ფორმით ვერ შეინარჩუნებ. იმუნიტეტის გამომუშავება ნიშნავს მოვალეობის ჯანსაღად აღქმას და იმის გაცნობიერებას, რა მოცემულობაში გიწევს ცხოვრება. ვერც შენ შეიცვლები, ვერც ის, მაგრამ შეიძლება, ის რაც ერთმანეთში არ მოგვწონს, უფრო ასატანი გავხადოთ. მაგალითად, როცა ქმრის რომელიმე ჩვევა ან ხასიათის თვისება არ მოგწონს, უნდა იფიქრო, შენ თავად რამდენი უარყოფითი მხარე გაქვს, ან მეუღლის „ცუდ“ რაღაცებს კარგი დაუპირისპირო. მოკლედ, კარგზე და პოზიტიურზე უფრო მეტი უნდა იფიქრო, ვიდრე ცუდზე. კიდევ ვიმეორებ – ურთიერთობაში, მით უფრო, ოჯახურ ურთიერთობაში, უსიამოვნებებს ვერ გაექცევი, მაგრამ ეს კატასტროფად არ უნდა აქციო. „გაატარო“, არ გაამძაფრო, არ გაამწვავო, ამას ვგულისხმობ იმუნიტეტის გამომუშავებაში, რომელიც ძალიან ამართლებს.

скачать dle 11.3