კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რამდენია ორჯერ ორი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ დაოთხილები

​იმისდა მიუხედავად, რომ (მთელმა თუ არა, ნახევარმა) თბილისმა იცის, რა ორომტრიალია თბილისურ ღამის კლუბებში (და ნარკოტიკსაც რომ ფრიად თავისუფლად იძენდა მოწადინებული ადამიანი), პოლიციის სპეცოპერაციას ისეთი ორომტრიალი მოჰყვა, აი, 2008-ში რფ-ის შემოჭრას რომ არ მოჰყოლია.
მოტივით, „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ (და მერე რა, რომ ეს „ლომები“ ცოტ-ცოტაობით „კაიფშიც“ არიან?!). ხოლო თავისუფლება კი, არც მეტი, არც ნაკლები, ღამის კლუბებში რელაქსია. და, რაკი ამ ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ რამსები ზომაზე მეტადაა არეული, ჩამოვაყალიბოთ ძირითადი საკითხები და მივყვეთ თანმიმდევრობით, ანუ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ორჯერ ორი მაინც ოთხია:
1. კლუბები უნდა იყოს ქვეყანაში და ადამიანის არჩევანია, წავა თუ არ წავა და ღამით იძიგძიგებს თუ დაიძინებს (ანუ ორჯერ ორი ოთხია);
2. კლუბებში არ უნდა იყიდებოდეს არანაირი ნარკოტიკი (ანუ ირჯერ ორი ისევ ოთხია);
3. თავისუფლების ზღვარი არ გადის არც ნარკოტიკის მოხმარება–არ მოხმარებაზე და არც კლუბების არსებობა–არარსებობაზე (ესეც ოთხია, ანუ ორი კვადრატში);
4. ნარკოდამოკიდებული ვერ იქნება თავისუფალი, იმ მარტივი მიზეზით, რომ უკვე დამოკიდებულია ნარკოტიკზე (ისევ აგვყავს ორი კვადრატში და ვიღებთ ოთხს);
5. მოქალაქეს არ აქვს მხოლოდ უფლებები – ანუ ჩემი სხეულია და რასაც მინდა, ვუზამ, მას აქვს ვალდებულებებიც, ანუ ჩემი სხეული მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ის სხეული უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ: ამიტომაც მოქალაქემ ხან გადასახადები უნდა გადაიხადო, ხან ჯარში წახვიდე, ხან – რეზერვში, ხან – ომში და მისთანანი (ისევ ოთხის ფარგლებში ვტრიალებთ, როგორც ორის ნამრავლისა ორზე);
6. პოლიციელს არ უნდა შეაგინო, თუ შეაგინებ, უნდა აგო პასუხი – სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარე, პოლიციელიც მოქალაქეა (ესეც ოთხის ამბავია);
7. გადაწყვეტილება უნდა მიიღო არა იმისდა მიხედვით, როგორ მოაწონო თავი დონორს, პარტნიორს, უფროსს, უმცროსს, მტერსა თუ მოყვარეს, არამედ იმით, რა გამოადგება შენს სახელმწიფო ინტერესებს (ეს უკვე რთული ამბავია – რადგან სახელმწიფო ინტერესებზე ფრიად ბუნდოვანია წარმოდგენა).
8. ნებისმიერი პრობლემა, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია–ლეგალიზაცია უნდა შეფასდეს მიზანშეწონილობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე.
ოღონდ მანამდე უნდა შევთანხმდეთ, საერთოდაც, გვინდა თუ არა სახელმწიფო და როგორ წარმოგვიდგენია ეს სახელმწიფო (თუ არადა წინ მაინც ვერაფერი დაუდგება „კაიფში“ გაპარვას).скачать dle 11.3