კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ არის სოფო ბათილაშვილისთვის ტკივილი ნინო ქათამაძესთან შედარება და იშვილებს თუ არა მას ნიკა გვარამია

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი, 18 წლის სოფო ბათილაშვილია, რომლის შესრულებულმა სიმღერამაც ბოლო ლაივზე ჟიური და მთელი დარბაზი ფეხზე წამოაყენა.
სოფო ბათილაშვილი: როგორც დედა ამბობს, ერთი თვის ვიყავი, როცა უკვე გაბმულ ბგერებს გამოვცემდი და რაც უფრო ვიზრდებოდი, რწმუნდებოდა, რომ კარგი სმენა მქონდა. შესაბამისად, არც მახსოვს, როგორი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები. დედა პროფესიით ვოკალისტია, მაგრამ საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია. სამი შვილი ვყავართ და ჩვენს აღზრდა-განათლებას შესწირა თავი.

– ქართულ სიმღერასთან როგორი დამოკიდებულება გქონდა აქამდე?
– ვოკალის პედაგოგმა მითხრა, რომ ასეთი პროექტი იწყებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზორს არ ვუყურებ, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. სულ ინგლისურენოვან სიმღერებზე ვმუშაობდით და მკითხა, ქართულს თუ მღერიო? მომისმინა და მითხრა, რომ შანსი მქონდა. დიდხანს ვიფიქრე, იმიტომ, რომ ბევრი დაბადებიდან ქართულ სიმღერებს მღერის და მე – ორ კვირაში გადმოქართულებული ადამიანი რომ გავიდოდი კონკურსზე, რას ვიზამდი? ჩემი თავის არ მჯეროდა და მრცხვენოდა. თან, პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, როცა ერთ კონკურსში ხარ ნამყოფი. იქ ნახევარფინალში გავედი და ამის შემდეგ თუ დიდი პროგრესი არ გაქვს, შეიძლება, მაყურებელმა შეგიძულოს, რადგან მათთვის მოსაწყენი და უინტერესო ხდები. მერე გავიგე, რომ ამ პროექტზე იმუშავებდა ზვიად ბოლქვაძე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე, მარინა ბერიძე. მინდოდა, მათ მოესმინათ ჩემთვის და რჩევები მოეცათ. ალბათ, უფრო ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.
– ერთ-ერთი ლიდერი ხარ. ბოლო ლაივზეც პირველი ადგილი გაიყავი კიდევ ერთ კონკურსანტთან ერთად.
– ცოტა საშიში შეგრძნება იყო. ასეთი მაღალი შეფასებების ფონზე, შემდეგ ტურში უფრო მეტი მომეთხოვება. მაყურებელს ამაზე ნაკლებს ვეღარ შევთავაზებ და ამიტომაცაა საშიში, მაგრამ ამავდროულად, ძალიან სასიხარულო – ეს ყველაფერი მარტო ჩემი ახლობლების ამაყი სახეების დანახვად ღირს.
– ნიკა გვარამიამ ძალიან თბილი და მამა-შვილური პოსტი მოგიძღვნა, როგორი იყო შენი ემოციები, როცა ეს ნახე?
– ეს პოსტი რომ წავიკითხე, ძალიან გამიხარდა. ბანალური პოსტია, მაგრამ მართლა ძალიან გამიხარდა. ჩემს მშობლებს რომ წავაკითხე გვარამიას სტატუსი, მითხრეს, თანახმა ვართ, ცოტა ხანი მოგიშოროთ და გვარამიას დავუთმოთ შენი თავი, მიგაშვილებთო. ასე რომ, იუსტიციის სახლში გველიან მე და გვარამიას. სანამ გამიძლებს, ვიქნები მისი შვილი, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთ საათში მოვწყინდები. მას უკვე სამი წელია, ვიცნობ მთლად მამა-შვილური არა, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს, „გენერალური დირექტორის“ დამოკიდებულება არ მაქვს (იცინის).
ნიკა გვარამია: სოფო ძალიან მომწონს. ბოლო სიმღერა, რომელიც მან შეასრულა, ბავშვობიდან მოყოლებული, ისედაც ჩემი საყვარელი მუსიკალური თემაა. შემდეგ ეს თემა ნუკრი კაპანაძემ გააპატიოსნა და ეს შესანიშნავი სიმღერა,  ჩემი უსაყვარლესი ვერსია გახდა. ასეთ სიმაღლეს რომ წაეპოტინები და არანაკლებ იმღერებ, თვრამეტი წლის ბავშვისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ვფიქრობ, რომ სოფომ ძალიან იყოჩაღა. ორშაბათიდან მოყოლებული, მთელი ქალაქი ამ სიმღერას მღერის.
– გული გამისკდებოდა ჩემი შვილი რომ იყოსო, დაწერეთ. სოფომ – ეს სტატუსი მშობლებს რომ წავაკითხე, არ გვაქვს პრობლემა, მიგაშვილებთ გვრამაისო და გვარამია რას აპირებს, იშვილებს სოფოს?
– (იცინის) გვარამიასაც არ აქვს პრობლემა. დიდი სიამოვნებით იშვილებდა სოფოს და მოეხმარებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ნამდვილი მშობელი და ეგრეც ვაპირებ.
ჩემი ტკივილია, ნინო ქათამაძეს რომ მადარებენო, რას ერჩი ნინო ქათამაძეს?
სოფო: ნინო ქათამაძეს არაფერს ვერჩი, პირიქით, ძალიან მიყვარს. მის ადგილას იქს პიროვნება რომ იყოს, რომელსაც მადარებენ, ეს მაინც ჩემი ტკივილი იქნება. მინდა, ინდივიდი ვიყო და ვისაც არ უნდა შემადარონ, ეს ჩემთვის უსიამოვნო იქნება.
– ვიღაცასთან შედარება გასაგებია, მაგრამ ნინო ქათამაძეს რომ გადარებენ, მგონი, კარგია.
– გეტყვით რატომ იყო ტკივილი, იმიტომ კი არა, რომ ნინო ქათამაძეა. ვფიქრობდი, იქნებ მართლა გავლენა მაქვს და ისე ვმღერი, როგორც ის და ვერ ვხვდები-მეთქი. ამის გააზრება არის ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ეს ტკივილი გადავლახე. ჩვენს პედაგოგებთან მქონდა საუბარი ამაზე და დამამშვიდეს, რომ ინდივიდი ვარ და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ორგანულია.
– მოდი, შენი ოჯახი გავაცნოთ მკითხველს.
– მყავს დედა, მამა და ორი ძმა. ერთი ექვსი წლით უფროსია და თავის ოჯახთან ერთად ცალკე ცხოვრობს. მეორე ექვსი წლით პატარაა. ახლა მამაც და დედაც უმუშევრები არიან. მამას მცირე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა აღარაფერი აქვს და ასე ვართ.
– რამდენადაც ვიცი, შენც ძალიან დამოუკიდებელი გოგო ხარ.
– ძალიან მინდა, რომ ჩემი მუსიკით მივაღწიო ფინანსურ დამოუკიდებლობას. მშობლებისთვის ფულის გამორთმევა ყოველთვის უხერხულობის განცდას მიქმნიდა და ამიტომაც მინდა, ჩემი შემოსავალი მქონდეს. ამ პროექტში მოსვლამდე რამდენიმეგან ვსწავლობდი: ნიჭიერთა ათწლედში, „თინ ქლაბში“ და უნივერსიტეტში. მუშაობის დრო ფიზიკურად აღარ მქონდა. პროექტში რომ დამთავრდება ჩემი „მოღვაწეობა“, მერე აუცილებლად დავიწყებ შემოსავლის წყაროს ძებნას.
– პროფესიად რა აირჩიე?
– კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ. კონსერვატორიაში ვერ ჩავაბარებდი, რადგან ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი და კიდევ ერთი წელი მჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც მუსიკასთან ახლოს იქნებოდა.
– როგორი თინეიჯერი ხარ?
– ყველგან მეამბოხე ვიყავი და ყველაფერზე პროტესტი მიჩნდებოდა. მშობლებთანაც სულ ვკამათობ, ზოგად თემებზე აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მე ყოველთვის მეტი თავისუფლების მოთხოვნა მქონდა და დღემდე ესეა. ისინი უფრო კონსერვატორები არიან. ჩემთვის პრობლემა არაა, თუ ქუჩაში აჯაჯული გამოვალ, მაგრამ მშობლებმა შეიძლება, ეს ვერ გამიგონ. საერთოდ, მათ უჭირთ ხოლმე ჩემი გაგება, მაგრამ ვერ გავამტყუვნებ, ხანდახან საკუთარი თავის გაგება მეც მიჭირს.
– გავიგეთ, რომ გველების გეშინია განსაკუთრებით, კიდევ რისი შიში გაქვს?
– დიდი ძალისხმევის შედეგია, ეს გველი ხელში რომ დავიჭირე და მოვეფერე, მაგრამ ახლა ყოველდღე მიჩნდება მისი მოფერების სურვილი, ძალიან მალე მიმიზიდა. ფობიებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი მაქვს. მეშინია სიბნელის, სიმაღლის, ღრმა წყლის. ერთხელ მდინარის ნაპირას ჩემთვის ვჭყუმპალაობდი. აღმოჩნდა, რომ იქვე მორევი იყო და მოულოდნელად, შემითრია. უცებ გავაცნობიერე, რომ ფეხებით მიწას ვეღარ ვწვდებოდი, თან ცურვაც არ ვიცოდი. კივილი დავიწყე, ვიღაც მწვდა და ნაპირზე გამომათრია, არადა, უკვე ვიძირებოდი. დახრჩობას უცნობმა ადამიანმა გადამარჩინა. ღრმა წყლის ამის შემდეგ მეშინია.
– ეკრანზე ძალიან მხიარული და აქტიური გოგო ხარ. რეალურად?
– ცვალებადი ხასიათი მაქვს. აქედან რომ გავალ, შეიძლება, უცებ მოვკვდე, მაგრამ ვერ ვხვდები, რა მკლავს. ბოლო დროს განსაკუთრებით თბილი გავხდი. ადრე ჩაკეტილი და ცივი ვიყავი. საკუთარ თავში ბევრი კომპლექსი დავამარცხე. უამრავი კომპლექსი მქონდა წონასთან, სახეზე გამონაყართან და ჩემს დიდ ყურებთან დაკავშირებით, რის გამოც მთელი ბავშვობა დამცინოდნენ. ამ დაცინვის გამო, გადმოფარებული ზედებით დავდიოდი და რეალურად, ამ კომპლექსებისგან სულ რამდენიმე თვის წინ გავთავისუფლდი. ძალიან ვიწვალებდი თავს. ვშიმშილობდი, დიეტებს ვიგონებდი, რაც დიდი შეცდომაა. ვინმე რომ დაგცინებს, მერე გინდა, ისეთი აღარ იყო, როგორიც ხარ. ვერ აცნობიერებ, რომ პრობლემა იმაშია, ვინც დაგცინის და არა შენში. მერე, როცა ამას აანალიზებ ხვდები, რომ არც წონა და არც ფორმა პირველხარისხოვანი არაა. საბედნიეროდ, სცენაზე არანაირი კომპლექსი არ მაქვს. პირიქით, იქ თავს ძალიან ძლიერ ადამიანად ვგრძნობ. მაგრამ როგორც კი ჩამოვდივარ, მაშინვე ვწითლდები და ჩემში ტრანსფორმაცია ხდება. სცენაზე თავდაჯერებული ვარ, სცენის მიღმა ჩემს თავში ეჭვი ბევრ რამეში მეპარება და მრცხვენია.
– სიყვარულის ამბებიც მომიყევი.
– მყვარებია, მაგრამ მოსაყოლი ისტორიები არ მაქვს.
– შენს და კოსტა კარანაძეს შორის რა ხდება? ყველას აინტერესებს, შეყვარებულები არიანო?

– ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია (იცინის).
скачать dle 11.3