კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ იწუნებდნენ ზედმეტი სიჭკვიანის გამო ამერიკაში თაკო სალთხუციშვილს და როგორ გახდა ის ოქროსა და ბრილიანტის კომპანიაში მილიარდერი ვარსკვლავების პირადი მრჩეველი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

იშვიათად მინახავს ისეთი იღბლიანი ადამიანი, როგორიც 28 წლის თაკო სალთხუციშვილია. მას ამერიკაში მოგზაურობაზეც კი არ უოცნებია და ამ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული კარიერა გაიკეთა. დღეს ის ნიუ-იორკში, ოქროსა და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანია Avianne Jewelers-ში მუშაობს და ყოველდღიურად პირადად ხვდება მსოფლიო დონის ვარსკვლავებს.
თაკო სალთხუციშვილი: ამერიკაში ცხოვრებაზე კი არა, მოგზაურობაზეც არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, საქართველოდან გარკვეული დროით მინდოდა წასვლა და თუ უცხო მხარეში ამხელა წარმატებას მივაღწევდი, ვერც კი წარმოვიდგენდი. ზოგადად, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ,  მაინტერესებს ყველაფერი. დღის განმავლობაში ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღო, სხვანაირად, მგონია, რომ დრო დავკარგე და დღეც არაპროდუქტიული იყო. ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, დროა, რომელსაც ვერაფრით დავიბრუნებ და ვერაფრით ავინაზღაურებ, ამიტომ ვცდილობ, ყოველი დღე მაქსიმალურად დატვირთული იყოს ემოციურადაც და ფიზიკურადაც.
– ანუ, ნიუ-იორკი, ის ქალაქი აღმოჩნდა, სადაც საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდი?
– ასე გამოდის (იცინის). ვიზა შემთხვევით ავიღე, მეგობარს შევყევი საელჩოში, ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი და გამიმართლა. აქ არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა. თავიდან, გამიჭირდა, რთული იყო თავის დამკვიდრება. ნაცნობები სოციალურ ქსელში მწერენ: შენ რა გიჭირს, ამერიკაში ხარო. მეცინება. წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ნიუ-იორკში ცხოვრება, სადაც ოფიციალურად რეგისტრირებული 9 მილიონი ემიგრანტია. წარმოიდგინეთ, რამდენადაც დიდი მიზნები გაქვს, იმდენად მეტ ადამიანს უნდა აჯობო ნებისყოფით და მონდომებით, თორემ არაფერი გამოგივა და უკან, სამშობლოში დაბრუნებას ინატრებ. ზოგადად, ნიუ-იორკი, შენიღბული ქალაქია, სველი, ნაცრისფერი ამინდებით. პირველად, ამ ქალაქში გავიარე ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურობას შორის. სულ ვამბობ, ტურისტად ყველგან კარგია, მაგრამ ხანდახან არ ვიცი, უნდა მიყვარდეს თუ მძულდეს აქაურობა იმ ყველაფრისთვის, რაც განმაცდევინა. დღემდე ტემპს არ ვკარგავ. აქ ვერასდროს იტყვი, ამაზე მეტი რა უნდა დამემართოსო, იმიტომ რომ გიწევს, ყველაფერს გაუძლო შეუძლებელი შეძლო. შორიდან ყურება ადვილია. ჩამოსვლიდან, სამი თვე ვერანაირი სამსახური ვერ ვნახე, ისეთი ახლობელიც არავინ მყავდა, ვინც მოძებნაში დამეხმარებოდა. ყველა წვალობს, ყველას განსაზღვრული აქვს მთლიანი დღე და არავის სცალია. ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, სამი თვის ჩამოსულს ხუთი დოლარი მქონდა დარჩენილი და ამ დროს, ერთმა რუსმა აგენტმა – ნატაშამ, სამუშაოდ ებრაელების „კალგოტკების“ მაღაზიაში გამიშვა, სადაც პროდუქციაზე ფასები უნდა დამეკრა და საწყობიდან „დახლები“ შემევსო. საათში ათ დოლარს მიხდიდნენ და ეს ფული, ძალიან მჭირდებოდა. მესამე დღეს, გამომაგდეს სამსახურიდან. მეპატრონემ მითხრა, რომ ზედმეტად ჭკვიანი და კვალიფიციური ვიყავი მათთვის და ჩემთვისაც ჯობდა, აღარ მივსულიყავი. გამოვედი მაღაზიიდან, კიბეზე ჩამოვჯექი და არანორმალურივით ვიცინოდი. სწორედ, მეპატრონის სიტყვებით მივხვდი და გავაცნობიერე, რომ ნიუ-იორკში ყველაფერი, ძალიან კარგად მექნებოდა.
– მიუხედავად გავლილი რთული გზისა, დღეს საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვს – ოქროსა და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში თანამდებობაზე მუშაობ. როგორ მოხვდი ამ პოზიციაზე და ვინ გაგიწია რეკომენდაცია ქართველ გოგონას?
– დიახ,  ვმუშაობ ოქროსა და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანია Avianne Jewelers-ში CEO-ს აღმასრულებელ თანაშემწედ და ყოველდღიურად, ვხვდები მსოფლიო დონის ვარსკვლავებს. სანამ აქ მოვხვდებოდი, აგენტმა, ვისი დახმარებითაც სამსახურს ვეძებდი, ამავე ქუჩაზე სამკაულის სხვა კომპანიაში გამიშვა სამუშაოდ, საიდანაც სამ კვირაში წამოვედი უფროსის „ზედმეტად კარგი დამოკიდებულების“ გამო. რამდენიმე დღეში ერთმა ქალბატონმა მომწერა „ფეისბუქზე“, გავიგე ჩვენს ქუჩაზე მუშაობ, მეც ქართველი ვარ და გაცნობა მინდაო. წამოვედი სამსახურიდან, მაგრამ რატომაც არა, შეგვიძლია ყავა დავლიოთ-მეთქი. მოკლედ ინდირამ ჩემი გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტა, დამხმარებოდა და რამდენიმე კომპანიაში რეზიუმე დამატოვებინა, ერთ-ერთი იყო Avianne, სადაც სამდღიანი ტრეინინგის შემდეგ, პირდაპირ ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე დამტოვეს. ინდირა არა მხოლოდ სამსახურის მოძებნაში დამეხმარა, ისეთი რჩევებიც მომცა, რომლის დახმარებითაც ვარ დღეს აქ და ამ პოზიციაზე. რამდენიმე თვის წინ, გადამიყვანეს CEO-ს აღმასრულებელ ასისტენტად და რამდენიმე დღის წინ – უკვე პიარ-მენეჯერად. სიმართლე გითხრათ, ის უფრო მიჭირდა, რაც ნაკლებად საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვიყავი, მოტივაცია და გასაქანი რომ განმეხორციელებინა, ჩემი იდეები ნაკლებად მქონდა, ახლა თავისუფლება მაქვს, მენდობიან და პატარ-პატარა ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებასაც კი მაძლევენ.  პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ილიას უნივერსიტეტი დავამთავრე. ფსიქოთერაპევტად არასდროს მიმუშავია, ადამიანის ფსიქიკასთან შეხებას ბაკალავრის დიპლომი არ ჰყოფნის, თუმცა პრაქტიკა გავლილი მაქვს. ისე, ფსიქოლოგიის ცოდნას ვიყენებ ყველაფერში, რასაც ვეხები, ჟურნალისტიკა იქნება ეს, PR, მარკეტინგი თუ ხელფასის მომატებაზე საუბარი უფროსთან. ახლა უკვე მასტერის გაკეთებას მარკეტინგში ვგეგმავ, თუმცა, ალბათ, მაინც ფსიქოლოგიის დამსახურებაა, დღეს სადაც ვარ.
– მართლია, რომ ყოველდღიურად ხვდები მილიარდერ ვარსკვლავებს და სწორედ, შენს გემოვნებას ენდობიან ფულის ხარჯვაში?
– ვარსკვლავების სია გრძელი გვაქვს: Lil Uzi,  50 Cent, 21 Savage, Amber Rose, Fetty Wap, DMX, Chris Brown, Sean Paul და ბევრი სხვა. ძირითადად, ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავები გვყავს. ყველა მათგანის „ჰოსტი“ მე გავხდი რაღაცნაირად, თავისთავად. მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა. საერთოდ, თუ იგრძნობენ, რომ მათი ფანი ხარ, აუცილებლად კაპრიზულები იქნებიან. მე რეალურად, არცერთზე ვგიჟდები და ჩემთან კაპრიზებით არც გამოირჩევიან. პირიქით, ყველა განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავს, რაც ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა. საშუალოდ ერთ მოსვლაზე 100 000 დოლარს ხარჯავენ. ცოტა მეტს თუ მოწევენ, მეტსაც დახარჯავენ (იცინის). თვეში, ერთხელ მაინც მოდიან.
– თავად თუ გიყვარს სამკაულები  და თუ ატარებ ძვირად ღირებულ ოქრო-ბრილიანტებს?
– ძვირფასი სამკაულები არც მიყვარს და არც მძულს. ძვირფასი ძვირფასია, ფასი აქვს მაღალი, ფულის კარგი დაბანდებაა, მაგრამ ნატურალური ქვები და ხელნაკეთი სამკაული მირჩევნია. ისე, ბრილიანტი ჩემი ქვაა (იცინის). ვინც მიცნობს, არავინ მაჩუქებს ოქროს, მაინც არ ვატარებ, ვინც არ მიცნობდა, კი მაჩუქა და მიწყვია სახლში საგამოფენო ნიმუშებივით (იცინის). საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა ქართველი რომ ვარ. გარეგნობას ყველაგან ანიჭებენ მნიშვნელობას, მაგრამ აქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ენერგეტიკას და ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან პოზიტიური ენერგეტიკა მაქვს. აი, ეს, ნამდვილად მეხმარება წარმატების მიღწევაში. 10 საათზე ოფისში ვარ და 6-მდე ვმუშაობ. შუალედში, ლანჩის სადმე ჭამის ნაცვლად ზამთარ-ზაფხულ, ქუჩაში ვსეირნობ, რადგან, ყოველ წუთს არსებობს შანსი, რაღაც ძალიან საინტერესოს გადავაწყდე. სამსახურიდან როგორი დაღლილიც უნდა გამოვიდე, გავისეირნებ, ცოტა ტვინს „გავანიავებ“, ან რომელიმე მეგობარს მოვინახულებ, ან ჩემს პროექტებზე ვაგრძელებ მუშაობას.
– ესე იგი, მონატრებისთვის და ნოსტალგიისთვის დრო არ გრჩება?
– სპონტანურობა მენატრება. საქართველოში სულ მქონდა მაგის ფუფუნება, აქ ყველაფერი უნდა დაგეგმო და ალბათ, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება, რატომაც ოდესმე ნიუ-იორკიდანაც გადავალ საცხოვრებლად სხვა, ჩემთვის უფრო თავისუფალ ადგილას. ოჯახის წევრები და მეგობრები ძალიან მენატრებიან, ჩამოსვლას შემოდგომის დასაწყისში ვგეგმავდი, მაგრამ ახალი პოზიციისა და რამდენიმე პროექტის გამო, კიდევ ერთი წლით გადავდე. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას კი, ჯერ არ ვაპირებ. ბევრი მეუბნება, ჩამოდი და აქ გახსენი Avianne Jewelers-ის ფილიალიო. საქართველოში ოქრო და ბრილიანტი ვის რაში სჭირდება, „ქაჯები“ ხომ არ ვართ ოქროთი „ვიმოძრაოთ“ (იცინის). ბიზნესს თუ დავიწყებ, აქ დავიწყებ და ქართულ პროდუქტს წამოვიღებ აქეთ, სადაც უფრო დააფასებენ.
скачать dle 11.3