კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როდის მიიღო დიდი დარტყმა ქმრის გამო ნათია დუმბაძემ და როგორ ზრდის ის ამერიკელ შვილს მეუღლისგან დამოუკიდებლად

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მომღერალმა ნათია დუმბაძემ, ერთი თვის წინ ამერიკაში ულამაზესი გოგონა გააჩინა და საქართველოში ქმრის გარეშე დაბრუნდა. აქ მას პირველი შვილი, 10 წლის დუდუ ელოდებოდა. ნათია დილით  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელ „ემ ჯგუფში“ მუშაობს,  საღამოს კი, თავის ბენდთან ერთად რეპეტიციებს გადის, მღერის კლუბებში და ახალ სიმღერებზე მუშაობს. მიუხედავად ამისა, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს და შვილებს არც სითბოსა და სიყვარულს აკლებს.  როგორც თავად ამბობს, უჭირს ქმრის გარეშე ყოფნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს.
ნათია დუმბაძე: მეოცნებე ბავშვი ვიყავი და ვამბობდი, ლამაზი ქმარი მინდა მყავდეს, რომ ლამაზი შვილები გამიჩნდეს-მეთქი (იცინის). ამაში გამიმართლა, სიმპათიური ქმარიც მყავს და ლამაზი შვილებიც.
– ადრეულ ასაკში გათხოვდი და ბიჭის დედა გახდი. თუმცა, დიდი პაუზის მერე, ულამაზესი გოგონა გააჩინე და თქვი, ეს გააზრებული და ნანატრი შვილიაო. დუდუს არ ეწყინა?
– 19 წლის გავთხოვდი და 20 წლის ასაკში დედა გავხდი. დუდუ რომ მეყოლა, ძალიან პატარა ვიყავი და დედობა ვერ აღვიქვი. მის გაზრდაში ჩემი ქმრის დედა მეხმარებოდა, ფაქტობრივად, მან გამიზარდა შვილი. დედობა ახლა, 31 წლის ასაკში აღვიქვი, როცა ელეი გავაჩინე. უბრალოდ, ამხელა პაუზა იმიტომ არის ბავშვებს შორის, რომ ახლა მომინდა მეორე შვილის გაჩენა. მანამდეც მინდოდა, თუმცა, სულ რაღაცით ვიყავი დაკავებული და ვერ მოვიცალე. ვერ გეტყვით, შარშან არ ვიყავი დაკავებული-მეთქი, მაგრამ 31 წლის რომ გავხდი, ასაკმა მიბიძგა, დამარტყა თავში და მეორე შვილის გაჩენა მოვინდომე. ამისთვის, მორალურად, ფსიქიკურად და ყველანაირად, მზად ვიყავი. დაგეგმილად გავაჩინე და ვთქვი, ეს ნანატრი შვილია-მეთქი, თუმცა, დუდუს არ სწყენია, რადგან იცის, რომ ისიც ნანატრი შვილია, თუმცა ელეის დიდხანს ველოდებოდი (იცინის). მივხვდი, ამ ასაკში გაჩენილი შვილი სულ სხვაა. სულ მინდა, მის გვერდით ვიყო, ყოველი მისი ამოსუნთქვა მოვისმინო, ყველაფერზე ვნერვიულობ, სამსახურიდან ასჯერ ვრეკავ; გიჟივით მოვრბივარ, რომ ვაჭამო... თუ მის გვერდით არ ვარ, მის სურათებს ვუყურებ ტელეფონში, ვეფერები და ველაპარაკები. ვიდეოებს ვუღებ, რომ მერე, ბევრჯერ ვუყურო.
  მთელი ორსულობა საქართველოში გაატარე, თუმცა, ელეი ამერიკაში გაჩნდა. რატომ გადაწყვიტე იქ მშობიარობა? ქმრის გარეშე მოგიწია ორსულობის გატარება, ახლაც, მის გარეშე ზრდი ორ შვილს.  ჭორებიც კი გავრცელდა, თითქოს ქმარს გაშორდი და ფინანსური შემოსავალი რომ გქონდეს, დღე და ღამე მუშაობ. ამაზე რას იტყვი?
– ელეი, ამერიკაში ჩაისახა, ორსულობა თბილისში გავატარე და სამშობიაროდ, რვა თვის ორსული ისევ იქ გადავფრინდი, თან მარტო. ელეი რომ გავაჩინე, ერთი თვე მარტო ვზრდიდი, ჩემი ქმარი მუშაობდა და ფიზიკურად ვერ მეხმარებოდა, თუმცა, რომ გაჩნდა, ჭიპლარი მან გადაჭრა (იცინის). არსად მითქვამს და ახლა მოგიყვებით: მოკლედ, როგორც მთელი ორსულობა, მშობიარობაც დაგეგმილი იყო, მაგრამ ელეი არ ჩქარობდა დაბადებას და სამშობიაროში რომ მივედი, დამაჩქარებლები გამიკეთეს. ბაჩომ, ჩემმა ქმარმა, იფიქრა, ეს ჯერ არ იმშობიარებსო და სამსახურში წავიდა, 4 საათი დამტოვა. რომ დამეწყო ტკივილები, სულზე მომისწრო და უკვე, თმებდაპუტული დავხვდი, მიაჩეჩეს მაკრატელი და გადაჭრა ჭიპლარი. არ დამავიწყდება, რომ დაინახა ელეი, როგორ იტირა... მართლა ძალიან ელოდებოდა გოგონას დაბადებას. სულ უნდოდა მეორე შვილი, მე არ მეცალა და, ათი წლის შემდეგ, ნატვრა ავუხდინე – მამიკოს პატარა, ლამაზი, ცისფერთვალება, სასწაული ელეი ვაჩუქე. საშინელი, ტოქსიკური ორსულობა ქმრის გარეშე გავატარე და ძალიან გამიჭირდა, უძნელესი პერიოდი გავიარე. ამერიკიდან რომ დავბრუნდი, ერთი თვის ორსული სამსახურში გავედი, დღე იქ ვიყავი და ღამე კლუბში ვმღეროდი. არ ვიცი, ვინ რას ამბობდა – ჭორების მოსასმენად არ მეცალა და არც ახლა მცალია. ადრე ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე. ჩემი ოჯახისთვის ასე იყო საჭირო, რომ მე აქ ვყოფილიყავი, ბაჩო – იქ და ბავშვებისთვის მომავალი შეგვექმნა.
– რატომ ჩამოხვედი თბილისში, არ ჯობდა, რთული ორსულობა ქმრის გვერდით გაგეტარებინა?
– დუდუს გამო ჩამოვედი, ძალიან მენატრებოდა და ვერ დავტოვე მარტო. თან, აქ ჩემი აწყობილი საქმე მქონდა. დედაც ექიმია და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. მოკლედ, მერჩივნა, აქ ვყოფილიყავი. იცით, რატომ გადავწყვიტე ამერიკაში მშობიარობა? მინდოდა, ამერიკელი შვილი მყოლოდა (იცინის).
– სახელი ვინ შეურჩია?
–  სახელი მამამ შეურჩია და დაარქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც ჩაისახა და სადაც გაჩნდა. ლოს-ანჯელესს, შემოკლებით ელეი ჰქვია. მეც ასე ვამბობ, ეს ბავშვი არის ჩემი ლოს-ანჯელესი-მეთქი (იცინის).
– და, ბეგეს რატომ ეძახით მოფერებით?
– ბეგეც მამამ შეარქვა, ძალიან დიდი და ფუშფუშაა და თქვა მულტფილმ „მადაგასკარში“ რომ ბეგემოტიკი გოგოა; „გლორია“, იმას ჰგავსო. ჩვენც ავიტაცეთ და მოფერებით ბეგეს ვეძახით (იცინის).
– ბევრი დედა ერიდება ჩვილი ბავშვის სურათების ინტერნეტში დადებას. შენ კი, ახალდაბადებული ელეის სურათი სამშობიაროდანვე დადე სოციალურ ქსელში. ესე იგი, ცრურწმენების არ გჯერა?
– ცრუმორწმუნე არ ვარ, სამშობიროდანაც დავდე ახლადგაჩენილი ბავშვის ფოტო და ახლაც ხშირად ვუღებ და ვდებ. მისი ჩასახვის პირველივე დღიდან ისეთი ბედნიერი ვიყავი და იმდენად მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ჯანმრთელი და ლამაზი გაჩნდებოდა, რომ გათვალვებზე და ცრურწმენებზე არ მიფიქრია. სხვათა შორის, არც ფორმაში ჩადგომაზე – ორსულობის პერიოდში, მხოლოდ 5 კილო მოვიმატე.
–  საკმაოდ დაკავებული ხარ და ვინ გეხმარება პატარას გაზრდაში?
–  ჩემი მეუღლის დეიდა მეხმარება ელეის გაზრდაში. რა ვქნა, უცხო ძიძას ბავშვს ნამდვილად ვერ ვანდობ, ვერ დავუტოვებ და სამსახურში მშვიდად ვერ წავალ.
– ვინც გიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ სულ კარგ განწყობაზე ხარ, სულ იცინი და შენ გარშემო პოზიტიურ გარემოს ქმნი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ შენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა რთულად გადასატანი პერიოდები. თუნდაც მაშინ, როცა ბაჩო დაჭრეს და ქმრის გამო ნერვიულობა მოგიწია. როგორ ახერხებ ამ რთული პერიოდების გადატანას?
– ჩემს ცხოვრებაში, ძალიან რთული პერიოდები იყო, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. დეპრესიაში არ ვვარდები, არც ვიცი რა არის და არც მინდა, გავიგო. რა მაქვს სანერვიულო და დეპრესიაში ჩასაგდები? მაქვს ჩემი საქმე, არაჩვეულებრივი ოჯახი, მყავს შვილები, ქმარი, უერთგულესი მეგობრები... როცა რთული პერიოდი დგას, ჩემი თავი ხელში ამყავს. როცა ბაჩო დაჭრეს, მაშინ ყველაზე მეტად განვიცადე, ერთი წამითაც არ მოვშორებივარ გვერდიდან. მადლობა ღმერთს, გადარჩა. ეს ყველაზე რთული გადასატანი პერიოდი იყო ჩემთვის, დიდი დარტყმა, მაგრამ გამოვძვერით და ისე მოვუარე, ერთ თვეში დუბაიში წავიყვანე დასასვენებლად (იცინის). ზოგადად, არ ვარ რთული ადამიანი, ვარ მარტივი და რთული სიტუაციიდანაც იოლად ვიძვრენ თავს. ვცდილობ, ვარდისფერი სათვალით ვუყურო ცხოვრებას და არ ვილაპარაკო იმ სირთულეებზე, რაც გადავიტანე. ძალიან ძნელია, გქონდეს ოჯახი, გყავდეს ორი შვილი, საყვარელი ადამიანი და ის ფიზიკურად არ იყოს შენ გვერდით. მერწმუნეთ, ძალიან მიჭირს მისი სიშორე, მაგრამ ჩვენს შვილებს ასე სჭირდებათ და სხვა გზა არ გვაქვს. ამაზე არსად, არავისთან მილაპარაკია, არც ვიმჩნევ და თქვენთან პირველად ვამბობ – უქმროდ ცხოვრება ძალიან მიჭირს, მაგრამ საქმე და შვილები მატანინებენ.  ბაჩოსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ჩვენი შვილების მომავლისთვის, ყველაფერს ვიტანთ. ასე რომ, მე კარგი ცოლი ვარ და გადასარევი დედა, რომელსაც, მეორე შვილის გაჩენის მერე, სიგიჟემდე, ცოტა უკლია (იცინის). ისეთი ემოციური გავხდი, ყველაფერზე მეტირება. აცრაზე მყავდა და ნემსი რომ გაუკეთეს, ბავშვზე მეტად მე ვტიროდი. ბაჩო რომ მედგას გვერდით, ალბათ, ამდენს არ განვიცდიდი, მაგრამ მის გარეშე პასუხისმგებლობაც გამძაფრებული მაქვს. ახლა, ჩემთვის ბედნიერების პერიოდი დგას, მაგრამ, სრულყოფილი ბედნიერებისთვის, ბაჩო მაკლია.
скачать dle 11.3