კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ არის საქართველოში საცხოვრებელი კორპუსები რადიაციით, რადონითა და მომწამვლელი ნივთიერებებით სავსე და რა სამშენებლო და სარემონტო მასალები შეიცავს სიკვდილის საფრთხეს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი, ბეტონი – სპეციალისტები საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალების არსებობაზე საუბრობენ. „ქვეყანაში არ მოქმედებს არცერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი“, – ამბობს ასოციაციის,  „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“,  თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე: საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა აბსოლუტურად იგნორირებულია. ვართ გინესის წიგნში შესატანი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არცერთი საცხოვრებელი ბინა არ არის შემოწმებული სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს ევროკავშირში, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი უკანმოუხედავად მივრბივართ, თავიანთი ქვეყნების საცხოვრებლებში, სამშებენლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე წინასწარი შემოწმების გარეშე, ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და პირუტყვს არ აცხოვრებენ. ჩვენი ტრაგედია სწორედ ეს არის, რომ საქართველოში ასეთი საბედისწერო ნორმების დამუშავებაზე, დაკანონებაზე, მიღებასა და გაკონტროლებაზე მუშაობა არც კი დაწყებულა. ჩვენი ასოციაცია ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვს, რომ დაწესდეს კონტროლი სამშენებლო მასალებზე. უწყებიდან უწყებაში დავრბივართ და შედეგს ვერ მივაღწიეთ. ქვეყანაში სამშენებლო მასალების 80 პროცენტი იმპორტირებულია. სახელმწიფოში არ არსებობს უწყება, რომელიც სამშენებლო მასალების ხარისხს შეამოწმებს. უმძიმესი მდგომარეობაა – უკონტოროლოდ აშენებულ მაღლივ კორპუსებში თქვენ გელით სიკვდილი.
–  ეკოლოგიური ნორმები რას უნდა აკმაყოფილებდეს?
– აპარატურაც არ გვაქვს, არ არსებობს შემმოწმებელი, არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანიზაცია. აპარატურაც რომ გვქონდეს და რომ შევამოწმოთ, ნორმებიც არ გვაქვს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ ვცხოვრობთ არა ეკოლოგიურად უსაფრთხო ბინებში, არამედ შეუმოწმებელი, ფალსიფიცირებული, ეკოლოგიურად დაბინძურებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან ამოფრქვეული მომწამლავი აირებითა და მომაკვდინებელი რადიოაქტიური გამოსხივებით გაჯერებული გაზის კამერებში. ეს საცხოვრებელი კორპუსები კი არა მიკრობებით, რადონითა და რადიაციით გამოტენილი „კრემატორიუმებია“, რომლებიც  ერთი მიწისძვრა და... ხუხულასავით ჩამოიფინება ძირს.
– რა სამშენებლო მასალებია სიცოცხლისთვის სახიფათო?
– ცემენტი, ბეტონი, არმატურა, განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი და სარემონტო მასალები, ყველა შესამოწმებელია. თუ საქართველოში დამზადებულ სარემონტო მასალებს გამოვიყენებთ, შეიძლება, მეტ-ნაკლებად, დაცული ვიყოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინიც შესამოწმებელია. შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან კარგ, გარემონტებულ სახლში, თავს გრძნობდეს კომფორტულად, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კარცეროგენური მასალებით ან რადიოაქტიური საღებავებით, თუნდაც, ლამინირებული ავეჯით. სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დარღვევებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი იღუპება. ჩვენთან უკვე შემოდის სპეციალური ნივთიერებები, კალმატრონი და სხვა, რომლებიც ემატება ბეტონსა თუ დუღაბს. ისინი გაზს არ ატარებენ და შესაძლებელია, ამ დანამატიანი დუღაბით უკვე აშენებულ სახლში შეილესოს კედლები, იატაკი და ჭერი.
–  კიდევ რა საფრთხის შემცველ ნივთიერებას შეიცავენ სამშენებლო მასალები?
  –  ყველა მასალა საფრთხის შემცველია, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით საშიში გახდა რადონი. რადონს შეიცავს ყველა სახის საშენი მასალა, როგორც ძირითადი, ასევე მოსაპირკეთებელი მასალები. ვინაიდან, ყველა მათგანი დამზადებულია მიწის ქერქიდან ამოღებული მთის ქანებიდან, რომლის თანმდევი მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის რადონი და ის არის აუცილებლად შესამომწმებელი. ის შეიძლება იყოს იმ მასალებში, რომლებისგანაც ბეტონი მზადდება – ცემენტი, ქვიშა. საქართველოში, ბუნებრივია, შენობებში ეს ელემენტი არავის აღმოუჩენია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არავის შეუმოწმებია. განსაკუთრებით უნდა შემოწმდეს რადონის რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ ნივთიერების ნორმაც არ არის დადგენილი, რის გამოც დასაშვებ ზღვარზე საუბარიც არ შეიძლება. ამ დროს კი სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან მასალაში რადონის მაღალი შემცველობა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ტოლფასია. საქართველოსთვის რადონზე არანაკლები პრობლემა რადიაციული გამოსხივებაა, ვგულისხმობ სამშენებლო სფეროს. მოგეხსენებათ, 1986 წელს უკრაინაში აფეთქდა ჩერნობილის ატომური რეაქტორი. ის რეგიონი, სადაც ეს ობიექტი მდებარეობს (მოცულობით საქართველოზე დიდი ტერიტორიაა) ძირითადად, სამრეწველო ზონა იყო მსხვილი ფაბრიკა-ქარხნებით. რეაქტორის აფეთქების შემდეგ, მთლიანად ჩაიკეტა იქაურობა და წლების განმავლობაში აღარავის უშვებდნენ. მავანთ მოგვიანებით, ნელ-ნელა, ფარულად დაიწყეს იქ შესვლა, იმ უზარმაზარი ფაბრიკა-ქარხნების ჯართად დაჭრა და სამშენებლო ლითონის გამოშვება, რომლის ნაწილი საქართველოშიც შემოდიოდა. თბილისში ხმები დადიოდა, რომ ნაციონალების მაღალი ეშელონების წარმომადგენელები ეწეოდნენ უკრაინიდან სამშენებლო ლითონის იმპორტს და ძალიან დიდი ეჭვი არსებობდა, რომ ეს სწორედ ჩერნობილის არმატურა იყო. ეჭვს ის ინფორმაციაც აძლიერებდა, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით (2006–2007 წლები), რომ ერთი მილიონი ტონა არმატურა, რომელიც რუსეთში უნდა შესულიყო, საზღვარზე დააკავეს და ქვეყანაში არ შეუშვეს. მათ შეამოწმეს ეს სამშენებლო ლითონი და აღმოაჩინეს, რომ რადიაციული იყო. ტვირთი არ გაატარეს და უკრაინის საზღვარი იმპორტისთვის საერთოდ ჩაკეტეს. ეს ტვირთი შემობრუნდა და საქართველოში შემოვიდა ერთი მილიონი ტონა რადიაციულად დაბინძურებული სამშენებლო ლითონი.
– რა არის რადონი და რა დაავადებებს იწვევს ის?
– სხვათა შორის, რადონის შესახებ მსოფლიომ 30-40 წლის წინ გაიგო, ეს რადიაციაში ერეოდათ, მაგრამ მერე ცალკე გამოყვეს, მისი დიდი რისკ-ფაქტორების გამო. რადიაციის მიზეზით გარდაცვლილები რომ ეგონათ, ამ ადამიანების 70 პროცენტი რადონით ყოფილა მოწამლული. რადონი არის უფერო, უსუნო გაზი, რომელიც ამოდის მიწის ქერქიდან, შემდეგ ავსებს საძირკველს, ამოდის ცოკოლზე, შემდეგ პირველ სართულზე და ნელ-ნელა მიიწევს ზევით. როცა ვენტილაცია არ ხდება, გროვდება სათავსოებში, აღწევს სიცოცხლისთვის საშიშ დონეს და შეიძლება, უმძიმესი დაავადებები გამოიწვიოს. უკვე აშენებულ შენობებში სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს სარდაფი და პირველ-მეორე სართული. ეს რომ არ კეთდება, იმიტომაც იმატა კატასტროფულად ონკოლოგიურმა დაავადებებმა. ლეიკოზები, სიმსივნური დაავადებები. სხვათა შორის, რადონის დასხივებით გამოწვეული ფილტვის კიბო მესამე ადგილზეა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. სპეციალურ ლიტერატურაში ვკითხულობთ: „ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, რადონი ხელს უწყობს პროცესებს, რომლებიც ასტიმულირებს კიბოს დაავადების წარმოქმნას ფილტვებში. რადონის ბირთვები და მისი შვილობილი იზოტოპების დაშლა ფილტვების ქსოვილებში იწვევს მიკროდამწვრობას, რადგანაც ალფა-ნაწილაკების ყველა ენერგია, პრაქტიკულად, დაშლის წერტილშივე შთაინთქმება. მეორე პრობლემა ისაა, რომ შენობები ისე უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, რომ მზის სხივი თავისი დახრით შევიდეს იქ, რადგან ულტრაიისფერი სხივები მიკრობებს სპობს, გამრავლების საშუალებას არ აძლევს. მრავალსართულიანი კორპუსები ისეა მიწყობილი ერთმანეთზე, რომ მზის სხივი შიგნით ვეღარ აღწევს, მიკრობებით გამოვსებული კორპუსები კი სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.“
скачать dle 11.3