კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№20 მანანა ქოჩიაშვილი – წარმატებული რეპროდუქტოლოგი უშვილობასთან ბრძოლის წინააღმდეგ

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და რადიოლოგის,  „კარაპს მედლაინის“ ინ ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელის – ქალბატონი მანანა ქოჩიაშვილის დახმარებით უამრავი უშვილო ქალბატონი დაორსულდა და დედობით გამოწვეული უზარმაზარი ბედნიერება განიცადა. მისი სამუშაო კაბინეტის კართან მდგარი ქალბატონების არმია ქალბატონი მანანას პროფესიონალიზმსა და პაციენტების მიმართ განსაკუთრებულ, გულისხმიერ დამოკიდებულებას ერთხმად აღიარებს. თავად ექიმი, პირადი ისტორიით, საუკეთესო მაგალითია პაციენტებისთვის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! გთავაზობთ ინტერვიუს თავად მანანა ქოჩიაშვილთან.
მანანა ქოჩიაშვილი:
1994 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სუბორდინატურა და კლინიკური ორდინატურა გინეკოლოგიაში გავიარე. 1996-2001 წლებში ვმუშაობდი ორსულთა პროგრამაში მეან-გინეკოლოგად. 2001 წლიდან დღემდე მხოლოდ რეპროდუქციული მიმართულებით – უშვილობასთან ბრძოლის წინააღმდეგ ვმუშაობ. 2001-2005 წლებში გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი“, რომლის ხელმძღვანელიც გახლდით. სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს ვეხმარებოდით, ჩემს ჯგუფთან ერთად, ფაქტობრივად, სკრინინგ-ცენტრების როლს ვასრულებდი მაშინ, როცა ეს უკანასკნელი საქართველოში არ არსებობდა. დავდიოდით საკუთარი მანქანით,  ადგილზე ჩაგვქონდა აპარატურა, პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ვუწევდით და ძალიან ბევრ დიაგნოზს ვსვამდით.
რეპროდუქციული მიმართულებით ჩემი  პირველი სამსახური  გახლდათ ივ. მგალობლიშვილის კლინიკა, შემდეგ ბატონ რამაზ ჩარექიშვილთან ერთად ვიყავი უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი საქართველოში. ამის შემდეგ ვმუშაობდი ჟორდანიას ინსტიტუტში, საოჯახო მედიცინის კლინიკა „მედიქალ ჰაუსში“, სადაც ვიყავი გინეკოლოგიური სამსახურის ფუძემდებელი,  პარალელურად, ვმუშაობდი ინ ვიტრო კლინიკაში.  2015 წელს კი, „კარაპს მედლაინში“ გადმოვედი ინ ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელად.
– თქვენ პირველი დაეუფლეთ საქართველოში 4D ექოსკოპიის აპარატს, რა შედეგებს იძლევა ეს უკანასკნელი?
– ავტოავარიის შედეგად  ისე დამიზიანდა კიდური, რომ ექვსი წელი ვიჯექი ინვალიდის ეტლში, ვინაიდან ვეღარ გავაკეთებდი იმ საქმეს, რაც ფეხზე დგომას მოითხოვდა,  იძულებული გავხდი, ალტერნატივა მომეფიქრებინა და საქართველოში პირველმა შევისწავლე და შემოვიტანე 4D ექოსკოპიის აპარატი, რითიც შევძლებდი მჯდომარე მუშაობას. მახსოვს, ბევრი ისეთი დიაგნოზი დავსვი, რაც ჩვეულებრივი აპარატით შეუძლებელი იყო. მიმაჩნია, რომ თუ  დღეს წარმატებული რეპროდუქტოლოგი ვარ და კარგად გამომდის ინ ვიტრო განაყოფიერება, ამაში ლომის წილი VOLUSONE 10-ს მიუძღვის, ვინაიდან მისი დახმარებით შეიძლება, წინასწარ დაისვას ზუსტი დიაგნოზი, თუ როგორ მოვამზადო ესა თუ ის პაციენტი იმისთვის, რომ პროცედურის შედეგი უკეთესი იყოს, რამდენად შესაძლებელია პაციენტისთვის ამ პროცედურის გაკეთება და ასე შემდეგ. იმ პერიოდში რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკაში ვმუშაობდი, რომელიც უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდთან ერთად არსებობდა და ხელმძღვანელობა ძალიან დამეხმარა, რომ 4D რეჟიმში მომუშავე აპარატი ძირფესვიანად შემესწავლა.
– წლების შემდეგ ისევ შეძელით ფეხზე გავლა, რაც თქვენი ცხოვრების ძალიან სასიამოვნო ეტაპს დაუკავშირდა.
– საკმაოდ გვიან ასაკში გავაჩინე მეოთხე შვილი, მაშინ პირველი შვილი უკვე 20 წლის მყავდა, სწორედ ამ ორსულობის დროს გავიარე ფეხზე და ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე.
– ასაკობრივი ზღვარი თუ არის განსაზღვრული ინ ვიტრო განაყოფიერების მსურველთათვის?
– არის ქვეყნები, სადაც კანონი 41 წელს ზემოთ ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთებას კრძალავს, ვინაიდან ჩვენთან მსგავსი კანონი არ არსებობს, ამის შანსი ყველა ასაკში აქვთ ქალბატონებს და ჩვენ ახლა გვყავს 54 წლის ორსული ქალბატონი, რომელიც დონაციის პროგრამით გახდება დედა.
– რა იწვევს უშვილობას ახალგაზრდებში?
– უშვილობის პრობლემა ძალიან გაახალგაზრდავდა, შესაბამისად, გაახალგაზრდავდა ის დაავადებებიც, რაც ხელს უშლის შვილოსნობას. მაგალითად, ენდომეტრიოზი. 20-21 წლის გოგონებს ესაჭიროებათ ლაპარასკოპიული ოპერაციები უზარმაზარი კისტების ამოსაღებად, რაც შემდგომში მათ შვილოსნობაზე ახდენს გავლენას.
– რამდენად ხშირად გიწევთ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა და რაში გეხმარებათ ეს?
– თითქმის უყვეტად, წელიწადში 4-5 ჯერ დავდივართ მსოფლიო მნიშვნელობის კონგრესებზე, სადაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი შედეგებით მსოფლიო სტანდარტებს ვუტოლდებით და ფეხდაფეხ მივდევთ მსოფლიო მედიცინის განვითარებას. აუცილებლად მინდა ვთქვა,  რომ „კარაპს მედლაინისთვის“ ნამდვილი მონაპოვარია თურქი პროფესორი-ემბრიოლოგი, რომელიც პირველი ემბრიოლოგი იყო თურქეთში.  კონტრაქტის თანახმად, ის კიდევ სამი წლით დარჩება საქარველოში, ზრდის ქართველ კადრს იმისთვის, რომ მისი წასვლის შემდეგ კლინიკა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც დღეს არის. რა თქმა უნდა, ის დარჩება კლინიკის კონსულტანტად ემბრიოლოგიაში. პირველი ბავშვები განყოფილების გახსნიდან 10 თვის თავზე დაიბადნენ.  
– რა ბედი ელის განაყოფიერების შემდეგ დანარჩენ ებრიონებს?
– ჩვენს საქმიანობაში ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც ქალბატონები გაიკეთებენ ინ ვიტრო განაყოფიერებას, რჩებათ ემბრიონების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ჩვენთან წლების განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში ინახება და არავითარ შემთხვევაში არ ვანადგურებთ. ყველა ქალბატონთან, რომლებმაც ამ მეთოდით უკვე გააჩინეს შვილი, გვაქვს უმორჩილესი თხოვნა, რომ აუცილებლად მოვიდნენ და კიდევ გადაიტანონ ეს ემბრიონები. საბედნიეროდ, არიან პაციენტები, რომლებიც ისევ გვაკითხავენ და 2-3 შვილს აჩენენ. მოვუწოდებ ქალბატონებს, რომ გამოიყენონ ყველა შანსი და რაც შეიძლება, მეტჯერ გამოსცადონ ახალი სიცოცხლის მოვლენით გამოწვეული უდიდესი ბედნიერება.
скачать dle 11.3