კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ ვერ შეძლო თამარ მეფემ ჯვაროსნების დახმარება და რატომ გააფორმა მან ხელშეკრულება იერუსალიმის დამპყრობელ სულთან სალადინთან

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

1098 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, 1099 წელს – იერუსალიმი, რომელიც დღესაც სამი დიდი რელიგიის – იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის წმიდა ქალაქად ითვლება. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე დაარსდა იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოები... მაჰმადიანებისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. იერუსალიმს მაჰმადიანები დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ და თავის საკუთრებად მიაჩნდათ. იმ დღიდან კი, ოცნებობდნენ, გამოეხსნათ ის ქრისტიანების ხელიდან და სხვა ჯვაროსნული სამთავროები გაეუქმებინათ.
 მართალია, იერუსალიმში და ჯვაროსნულ სამთავროებში წამყვანი პოზიცია კათოლიკეებმა დაიკავეს, მაგრამ, აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს მაჰმადიანებთან ბრძოლაში სტრატეგიული მოკავშირე გაუჩნდათ – ჯვაროსნული სახელმწიფოების სახით, რომლებიც მაჰმადიანებს ასუსტებდნენ.
ქართველ მეფეებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ იერუსალიმის მეფეებთან. იოანე ბატონიშვილის ცნობით, დავით აღმაშენებელთან, გეგუთის სასახლეში, სტუმრობდა იერუსალიმის მეფე, ბალდუინ მეორე. დიდგორის ბრძოლაში ქართველების გვერდით იბრძოდნენ ჯვაროსნები. იერუსალიმში ქართველი ბერები მეგობრობდნენ ლათინ ბერებთან, მათ შორის, ტამპლიერებთანაც. თუმცა, ჩვენი რეგიონის მართლმადიდებელი ხალხები (ბერძნები, ქართველები), ასევე ნესტორიანელები, სომხები და სხვები არ შეიძლება უკმაყოფილები არ ყოფილიყვნენ ჯვაროსნული სამეფო-სამთავროების მმართველებისა, რომლებმაც ისინი შეზღუდეს. ბიზანტიას, საერთოდ, ანტიოქიის სამთავროს ჩაყლაპვა უნდოდა.
 არის გადმოცემები, რომელთა მიხედვითაც, მეთორმეტე საუკუნის შუა ხანებიდან, იერუსალიმში ქართველებს ავიწროებდნენ და ჩამოართვეს სამონასტრო ქონების ნაწილი.
 გიორგი მესამე გამუდმებით ბრძოლებში იყო მეზობელ მაჰმადიან მმართველებთან. შემდეგ ორბელების დიდი აჯანყება მოეწყო, რომელმაც შეარყია ჩვენი სახელმწიფო. 1184 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მეფე გიორგი და ტახტზე აღმოჩნდა ყმაწვილი ქალი, თამარი. ქვეყანაში დაიწყო, უფრო სწორად, გაგრძელდა პოლიტიკური კრიზისი. თამარის წინააღმდეგ გამოვიდა ყუთლუ-არსლანი და მისი დასი. დიდებულებმა თამარს დარბაზიდან გააშვებინეს არაარისტოკრატიული წარმოშობის ადამიანები. აიძულეს და გაათხოვეს მისი ნების გარეშე. მეფის უფლებები შეიზღუდა. ვაზირთაუპირველესის თანამდებობა ქართლის კათალიკოსმა მიიტაცა...
 ასეთ ვითარებაში საქართველოს სამეფოს აქტიური სამხედრო საგარეო პოლიტიკის გატარება არ შეეძლო. თუმცა, დიპლომატიურ ცდას არ აკლებდა.
 იერუსალიმის სამეფოს ემუქრებოდა ეგვიპტის სასულთნო, რომლის სულთანიც იმ დროს წარმოშობით ქურთი, იუსუფ იბნ აიუბი (აიუბის ძე) იყო. მას რწმენის დამცველი – სალაჰ ად-დინი შეარქვეს. ევროპელებმა კი სალადინი უწოდეს. მისით სათავეს იღებს აიუბიდთა დინასტია. სალადინის უმთავრესი მიზანი გახდა მაჰმადიანთა გაერთიანება და ევროპელების გაძევება იერუსალიმიდან.
 სალადინთან დიპლომატიური ურთიერთობა თამარ მეფის კარმა, ალბათ, გამეფებიდან მალე, 1185 წლიდან დაიწყო, თუმცა, მაშინ, თამარი ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებდა სამეფო კარს. ის დიდებულებისთვის პატარა გოგონა იყო, რომელსაც სერიოზულად არ უყურებდნენ. ჯერ ვერ შეეცნოთ ქართველებს მისი ტალანტები.
 სალადინი იყო ჭკვიანი სარდალი, კარგი ორგანიზატორი. მან თანდათანობით შეიერთა სხვადასხვა მმართველებს დაქვემდებარებული მაჰმადიანური ძალები, დაეუფლა ტერიტორიებს და ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია მცირე აზიის ჯვაროსნული სახელმწიფოები.
1177 წელს, იერუსალიმის ჭაბუკმა მეფემ, ბალდუინ IV-მ სასტიკად დაამარცხა სალადინი. თუმცა, მალე გარდაიცვალა კეთრით დაავადებული და იერუსალიმის სამეფოში არეულობა დაიწყო.
ჩვენი წინაპრები თვალყურს ადევნებდნენ ჯვაროსანთა და ეგვიპტის დაპირისპირებას და სალადინთანაც ჰქონდათ დიპლომატიური ურთიერთობა. ეს ბუნებრივი მოვლენა გახლდათ, ისეთი ძლიერი სახელმწიფოებისთვის, როგორებიც იყო მაშინდელი ეგვიპტის სასულთნო და საქართველო. საქართველოს ინტერესი იყო მომლოცველებისთვის და ვაჭრებისთვის გზები მშვიდობიანი ყოფილიყო.
სალადინმა იერუსალიმისთვის გადამწყვეტი ომი 1187 წელს დაიწყო, თითქოს მოულოდნელად. მიზეზი თუ საბაბი, როგორც ამბობენ, იერუსალიმის მაშინდელი მმართველების უგუნური პოლიტიკა იყო. სალადინმა გაიმარჯვა და აიღო იერუსალიმი.
თუმცა, მან იცოდა, რომ ქრისტიანები არ გაჩერდებოდნენ და ცდილობდა, ზოგიერთი პოტენციური მტერი დათმობებით გაენეიტრალებინა. მართლაც, დაიწყო მესამე ჯვაროსნული ომი. სულთანს ძალიან სჭირდებოდა ქართველების გამორიცხვა მისი მტრების რიგებიდან. ამიტომ, ჩვენი წინაპრების წინაშე დათმობებზე წავიდა.
 სალადინს მიმოწერა ჰქონდა თამარ მეფესთან. თამარს ელჩები გაუგზავნია მისთვის და უთხოვია მიტაცებული სალოცავების გამოსყიდვა. სამაგიეროდ, სალადინი მოითხოვდა, ქართველები არ გამხდარიყვნენ მათი მტრები და საქართველო არ დახმარებოდა ჯვაროსნებს.
 უცხოეთში შემთხვევით შემონახულია თამარ მეფის სალადინისადმი საპასუხო წერილის ასლი. ის დაწერილია მაშინდელი დიპლომატიური ეტიკეტის შესაბამისად.
 ეს წერილი – თამარ მეფის მიერ სალადინის გავლენის სფეროებზე თავდაუსხმელობის პირობა (ფიცი), როგორც ირკვევა, უნდა დაწერილიყო 1185 წლის 15 აგვისტოს ან 1190 წლის 21 ივნისს. უფრო, ალბათ, დაიწერა 1190 წელს, როცა ძალიან უჭირდა სალადინს. 1189 წლიდან მას ებრძოდნენ მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დიდი სარდლები, მათ შორის, ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგული.
 თუ აღნიშნული წერილი 1185 წელს დაიწერა, მაშინ თამარი ჯერ განმტკიცებული არ იყო ტახტზე და ჯვაროსნების დახმარება არ შეეძლო. თუ 1190 წელს დაიწერა, მაშინ, იერუსალიმი უკვე სალადინის ხელში გახლდათ და ჩვენს ქვეყანაში კი კვლავ კრიზისი იყო, როგორც ამას გიორგი რუსის აჯანყება აჩვენებს. ასე რომ, საქართველო ჯვაროსნების დახმარებას ვერ შეძლებდა. მას მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარება შეეძლო.
 ,,აბხაზთა ფიცი“ (პირობის წიგნი) – ემად ალ-დინ ესპაჰანელის ენშადან,  რომელიც სალაჰ ალ-დინს გაეგზავნა. სახელითა მამისა და ძისა და სულის წმიდისა უფლისა ერთადერთისა.
 ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და ესაა ფიცი, რომელსაც ვიძლევით.
 მე, რომელიც თამარი ვარ, გიორგის ასული, ვამბობ უფლის არსითა და პიროვნებით, იმ უფლისა, რომელიც სამი სახისაა: მამა, ძე და სული წმიდა:
 ვფიცავ იმ საათს, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა ადამიანობას დაუკავშირა; ვფიცავ იმ თვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იღო; ვფიცავ იმ ტანს, რომელიც (...) თვისების მიღმა გახდა; ვფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში; ვფიცავ მარიამს და მის მარხულობას იმ აღთქმის შედეგად (მიხედვით); ვფიცავ უბიწოებასა და კდემას მარიამისას; ვფიცავ ,,სახარებას“, ,,დაბადებასა“ და ,,ფსალმუნს“, რომელნიც უფლის სიტყვანია მესიაზე, მოსესა და დავითზე (მშვიდობა მათ!) გარდამოსული; ვფიცავ ქრისტიანთა მოციქულთ და რჩეულ კრებულს; ვფიცავ ჯვარცმას და ღვთაებრივისა და ადამიანურის კავშირს, რომ ამ დღიდან და ამ საათიდან, რომელიც არის (დღით) ხუთშაბათი, ამა წლის ჯომადა ალ-იოლას თვის თექვსმეტი, მავან მავანის ძესთან კეთილი განზრახვით და კარგი სურვილით ვიქნები, მისი მოყვრის მოყვარე ვიქნები და მტრის მტერი ვიქნები, სანამდის ცოცხალი ვარ. და არასოდეს მავანი ქალაქისა და ველაიათის და მისი ციხეების (აღებას) არ განვიზრახავ და არ ვინებებ არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ, დავიმორჩილო მისი ხალხი და ლაშქარი. და თუ იმას გადავედი, რაც ვთქვი, ქრისტიანობა იუდეველთა რჯულზე გამეცვალოს, ქრისტიანთა სარწმუნოება დამეგმოს, მესიის მიმდევართა თემი დამეგმოს და ,,სახარებაზე“ ,,დაბადებასა“ და ,,ფსალმუნზე“, რომელნიც უფლის სიტყვანია, მეთქვას, ზღაპარია და მოჭორილი-მეთქი! თუ ამის საწინააღმდეგო გავაკეთო, ქრისტეს ჯვარი ფეხით გამეთელოს! მაღალმა უფალმამც ინებოს!“
 თამარ მეფისა და სალადინის დიპლომატიურმა ურთიერთობამ შედეგი გამოიღო. ქართველებს პრივილეგიები მიეცათ იერუსალიმში.
скачать dle 11.3