კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 12 აგვისტოს, დილის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ მირჩიოთ, განსაკუთრებით რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ სფეროში მელის წარმატება?
პასუხი:
უცხოეთში თქვენთვის ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს და წარმატების მომტანიცაა. ქვეყნებიდან კი კარგია ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და მისაღები გასართობი ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ადმინისტრაციული საქმიანობა, სამასაჟო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 25 აგვისტოს, ღამის 3 საათზე. რომელი სფერო აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი:
მისთვის კარგია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმე.
კითხვა: ჩემი და დაიბადა 1995 წლის 24 მაისს, ღამის საათებში. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატების მომტანი, უცხოეთის რომელ ქვეყნებში ურჩევთ გამგზავრებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ჯობია შექმნას ოჯახი?
პასუხი:
მისთვის მისაღებია ურთიერთობა ისეთ ასტროლოგიურ ნიშნებთან, როგორებიცაა: ლომი, კირჩხიბი, სასწორი და ვერძი. უფრთხილდეს მერწყულს. ქვეყნებიდან უმჯობესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ბოლივია, ინდოეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, სირია, ალბანეთი და მაკედონია. მოერიდოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, ნიკარაგუა, კოლუმბია, სლოვაკეთი, ეთიოპია, კანადა და ფინეთი. დანარჩენი ქვეყნები კი საშუალოა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგი, მისაღები და წარმატების მომტანია: სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო სფერო, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, გასართობი ინდუსტრია, საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული სავაჭრო საქმიანობა და მშენებლობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში წარმატებების შანსი მაღალი აქვს.

скачать dle 11.3