კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ შეაქმნევინა სტალინმა გერმანელებს საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

იოსებ სტალინი  რომ შეუდარებელი პოლიტიკოსი იყო, უცილობელი ფაქტია. ყველა მისი პოლიტიკური ნაბიჯი (განსაკუთრებით საგარეო) წინასწარ და კარგად იყო გათვლილი. მოწინააღმდეგეებს კი უხერხულ პოზიციაში აყენებდა, საჭადრაკო ენით რომ ვთქვათ, ცაიტნოტში აგდებდა და ისინიც იძულებულები იყვნენ, საკუთარი შეცდომების გამო მწარედ ეზღოთ.
სტალინის ბიოგრაფი, ისტორიკოსი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინი პოლიტიკური თამაშების გროსმაისტერი იყო. ისეთ ჩახლართულ პოლიტიკურ პარტიებს თამაშობდა, რომ წინასწარი შედეგი მხოლოდ  მან, საბჭოთა ბელადმა იცოდა. მსგავსი გამოცდილება კი, მომავალმა დიქტატორმა ჯერ კიდევ იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისას მიიღო. მაშინ, „კობამ“ (სტალინმა) გამოცდილი, განათლებული და შიდაპარტიულ ინტრიგებში გამობრძმედილი თანაპარტიელები ისე დატოვა მშრალზე, რომ თვით ლენინიც კი გააოცა. მოგვიანებით, სტალინმა ოპოზიცია გააცურა და კვლავ გაიმარჯვა. პარალელურად, უკვე საგარეო-პოლიტიკურ პარტიებსაც ათამაშებდა. „ბოროტი ენები“ ამბობდნენ, რომ სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა რომანოვების დაშლილი იმპერიის ნაწილების კვლავ შემოერთება და ისტორიას რომ გადავხედოთ, სტალინის გეოპოლიტიკური სვლა მართლაც აქეთკენ იყო მიმართული. ამ გზაზე პირველი პოლონეთი აღმოჩნდა, რომელიც ჰიტლერმა და სტალინმა გაიყვეს. მანამდე პოლონელ მმართველებს სატყუარა გადაუგდეს. ეს სატყუარა კი იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკია „გადასანსლა“ და მიუნჰენის შეთანხმება შედგა, პოლონეთს პატარა საზღვრისპირა ტერიტორია „მიუგდეს“, რომელიც სინამდვილეში არ ეკუთვნოდა. ერთი წლის მერე, 17 სექტემბერს, როცა ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ქვეყანა ორ კვირაში დაიპყრო,  პოლონეთის მეორე ნახევარს სტალინი დაეპატრონა. ხოლო, როდესაც პოლონელებმა „წითელი არმიის“ შესვლა გააპროტესტეს, სტალინის პასუხი ასე ჟღერდა: „ჩვენ ჩვენს ინტერესებს ვიცავთ, რომ ჰიტლერმა უფრო წინ არ წაიწიოს და ჩვენს საზღვრებთან არ დადგესო. მაშინ რატომ არაფერს ამბობდით, როცა ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკია დაიპყრო. მისი ნაწილი კი, თქვენ უკანონოდ გადმოგცათ და მიითვისეთო“. სტალინს ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ გასცეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ საბჭოთა მმართველი სიმართლეს ამბობდა. მხოლოდ ბრიტანული გაზეთები წერდნენ: ჰიტლერმა და სტალინმა პოლონეთი მოატყუეს და შუაზე გაიყვეს. იგივე ბედი ელოდებათ სხვა ქვეყნებსო. მაშინ, რა თქმა უნდა, საბჭოთა და ფაშისტურ პრესას სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ეს ბრიტანული პუბლიკაციები და მას მონაჩმახს უწოდებდნენ. თუმცა, ეს სიმართლე იყო და ორმა დიქტატორმა ევროპა მართლაც შუაზე გაიყო. პარალელურად, ორივე მხარე გაცხოველებული ემზადებოდა დიდი ომისთვის, რომელიც ერთმანეთთან უნდა გაემართათ“.
ამ ორთაბრძოლაში სტალინმა ჰიტლერს პირწმინდად  მოუგო, რადგან სწორედ ფაშისტი დიქტატორის დამარცხებით მოახერხა  რომანოვების იმპერიის მოგლეჯილი ნაწილების არა მარტო დაბრუნება, რაზეც ვოლკოგონოვის თქმით, „ბოროტი ენები“ ლაპარაკობდნენ, არამედ, ბევრად უფრო დიდი ტერიტორიის შემომატება.
ისტორიის დოქტორი აფანასი კორინი საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს: „სტალინს დიადი მიზნები ჰქონდა: მას რუსეთის ყოფილი იმპერია თავის ძველ საზღვრებში უნდა აღედგინა; ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოდ გადაექცია და რაც შეიძლება, უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალზე გაევრცელებინა კომუნისტური იდეოლოგია. ამ ყველაფერს კი, სტალინი, ტოტალური გარებლოკადისა და შიდაოპოზიციური შემოტევების გამო, ასე იოლად ვერ შეძლებდა. მას დამხმარე ძალა სჭირდებოდა და პოლიტიკური პარტიების გროსმაისტერმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოთა ბელადმა, რუსეთის დაუძინებელი მტრის, გერმანიის დახმარებას მიმართა და ყოველივე ეს დიდი ოსტატური ეშმაკობით შეასრულა.
საქმე ის იყო, რომ ვერსალის ხელშეკრულების მიხედვით, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას აეკრძალა, ჰყოლოდა საჰაერო და საზღვაო ძალები. არც ჯავშანსატანკო შენაერთების შექმნა შეეძლო. სტალინმა კი რა ქნა? იცოდა რა გერმანელების მილიტარისტული ბუნების შესახებ, ჯერ კიდევ ჰიტლერის მმართველობამდე, მეოცე საუკუნის ოციანი წლების მეორე ნახევარში შესთავაზა გერმანიის მთავრობას, რომ სამხედრო ქარხნები საბჭოეთის ტერიტორიაზე აეშენებინათ და ეწარმოებინათ თანამედროვე იარაღი. გაეხსნათ სამხედრო სასწავლებლები და თავიანთი  კადრები საბჭოეთში მოემზადებინათ. გერმანელები, რომლებსაც ერთი მხრივ, დემილიტარიზებულთა სტატუსი აწუხებდათ და მეორე მხრივ კი, გერმანელი მსხვილი მეწარმეები, რომლებიც იარაღს ვერ აწარმოებდნენ და დიდ შემოსავალს კარგავდნენ, დაეთანხმნენ სტალინს. მათ საბჭოეთში მრავალი სამხედრო ქარხანა და სხვადასხვა პროფილის სამხედრო სასწავლებლები გახსნეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სტალინმა სრულიად მუქთად მიიღო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და თანაც... ეს ყველაფერი კი, საბჭოთა დიქტატორმა უკან შეუბრუნა ფაშისტებს.
სტალინმა თავისი პოლიტიკური პირამიდა მთლიანად გერმანელებზე ააგო. ორ კუთხეზე უკვე ზემოთ მოგახსენეთ. მესამე კი, ჰიტლერი იყო, ანუ მტრის ხატი და ჰიტლერი რომ ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩენილიყო, სტალინს ის უნდა გამოეგონებინა და მასთან ეომა... ეს ყოველივე გასული საუკუნის პირველი ნახევრის რეალობა იყო. პოლიტიკური პასეანსი ასე დაეწყო და მასში სტალინმა გაიმარჯვა...“
ზემოაღნიშნულ ავტორებს შეიძლება, რაღაცაში დაეთანხმო და რაღაცაში – არა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ სტალინი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური პოლიტიკის წამყვანი და ამას არავინ უარყოფს.
скачать dle 11.3